ბედუმი
იერსახე
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ბედუმი Bedum | |||||
წმ. ვალფრიდუსის ეკლესია | |||||
| |||||
ქვეყანა | ნიდერლანდები | ||||
რეგიონი | გრონინგენი | ||||
კოორდინატები | 53°18′00″ ჩ. გ. 6°36′00″ ა. გ. / 53.30000° ჩ. გ. 6.60000° ა. გ. | ||||
მერი | ჰენკ ბეკერი[1] | ||||
ფართობი | 44.96 [2] კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | −1 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 10,490 კაცი (2013) | ||||
სიმჭიდროვე | 235 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 050 | ||||
საფოსტო ინდექსი | 9780–9789, 9959[3] | ||||
ოფიციალური საიტი | bedum.nl | ||||
ბედუმი (ნიდერლ. Bedum) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი ჩრდილო-აღმოსავლეთ ნიდერლანდებში, გრონინგენის პროვინციაში. 2013 წლის მონაცემებით, ბედუმის მოსახლეობა შეადგენს 10,490[4] მაცხოვრებელს და ამგვარად ის ითვლება გრონინგენის რამდენიმე ქალაქ-თანამგზავრთაგან ერთ-ერთ უმსხვილესად. ბედუმში მდებარეობს სამი სუპერმარკეტი, რამდენიმე პაბი და ცნობილი „დახრილ კოშკიანი ეკლესია“.
ბედუმში დაიბადა ფეხბურთელი არიენ რობენი (23 იანვარი, 1984)
ბედუმს გააჩნია რკინიგზის სადგური - ბედუმის რკინიგზის სადგური
დახრილი კოშკი
ბედუმის წმ. ვალფრიდუსის ელესიის 36 მეტრიანი კოშკი მიჩნეულია როგორც პიზის კოშკზე გაცილებით დიდი კუთხით დახრილ კოშკად. იმ შემთხვევაში, თუ პიზის და ბედუმის კოშკები თანაბარი სიმაღლის იქნებოდნენ, ბედუმის კოშკი პიზაზე 6 სანტიმეტრით მეტად იქნებოდა გადახრილი.[5]