შინაარსზე გადასვლა

ინდონეზიის საგარეო ურთიერთობები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
02:43, 8 სექტემბერი 2024-ის ვერსია, 2402:1980:828c:a892::1 (განხილვა)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
სახელმწიფოები, რომლებთანაც ინდონეზიას დიპლომატიური ურთიერთობები აქვს

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ინდონეზიის საგარეო ურთიერთობები „თავისუფალი და აქტიური“ საგარეო პოლიტიკით ხასიათდება. ინდონეზია რეგიონულ საკითხებში მნიშვნელოვან როლს ითავსებს ქვეყნის ზომიდან და მდებარეობიდან გამომდინარე, თუმცა სხვა ძლიერ სახელმწიფოებს შორის კონფლიქტებში ჩართვისგან თავს იკავებს. სუკარნოს პრეზიდენტობისას ინდონეზიის საგარეო ურთიერთობები აზიისა და აფრიკის იმ სახელმიწიფოებთან კავშირების დამყარებასი გამოიხატებოდა, რომელთაც დამოუკიდებლობა ახლად ჰქონდათ მოპოვებული, რისი მაგალითიც იყო ბანდუნგის კონფერენცია, შემდეგ მიუმხრობლობის მოძრაობის დაარსება და დასავლურ ძალებთან მოწინააღმდეგე განწყობების განვითარება და წინააღმდეგობა იმის მიმართ, რასაც სუკარნო ნეკოლიმს (ნეოკოლონიალიზმი და იმპერიალიზმი) უწოდებდა.[1]

1960-იანი წლების ბოლო ინდონეზიის საგარეო პოლიტიკა მნიშვნველოვნად შეიცვალა „ახალი წესრიგის“ მთავრობის დროს, როდესაც პრეზიდენტმა სუჰარტომ ანტიდასავლური, ანტიამერიკული დამოკიდებულება შეცვალა. ინდონეზიის მთავრობის დამოუკიდებელი, ზომიერი საგარეო პოლიტიკისადმი მიდგომა მსგავსი დარჩა სუჰარტოს ძალაუფლების დაკარგვის შემდეგაც.

1975 წლის დეკემბერში მეზობელ აღმოსავლეთ ტიმროში შეჭრის, ანექსიისა და ოკუპაციის შემდეგ ინდონეზიის ურთიერთობები საერთაშორისო საზოგადოებასთან დაიძაბა. 1967 წელს ინდონეზია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი იყო. ინდონეზია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის უდიდესი სახელმწიფოა და თავისი საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედად სწორედ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციას მიიჩნევს. სუჰარტოს რეჟიმიდან შედარებით ღია და დემოკრატიულ რეჟიმზე გადასვლის შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციაში ლიდერეობით ინდონეზია დღეისთვის უკვე თანამშრომლობას, განვითარებას, დემოკრატიას, უსაფრთხოებას, მშვიდობასა და სტაბილურობას უჭერს მხარს რეგიონში.[2]

პრეაჰ-ვიჰეარის ტაძრის გამო წარმოშობილი კამბოჯა-ტაილანდის კონფლიქტის დროს ინდონეზიამ მშვიდობისმყოფელის როლი შეითავსა. ინდონეზიამ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის სხვა სახელმწფოებმა ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს მიანმარის მთავრობის წახალისებაში, რათა ბირმას პოლიტიკური სისტემა უფრო ღია გაეხადა და რეფორმები უფრო სწრაფად გაეტარებინა.[2]

გეოგრაფიული და დემოგრაფიული ზომის, ზრდადი შესაძლებლობისა და დიპლომატიური ინიციატივების გამო, მკვლევრები ინდონეზიას აზია-წყნარი ოკეანის საშუალო ძალად ახასიათებენ.[3]

საერთაშორისო ორგანიზაციები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ინდონეზიის პრეზიდენტი ჯოკო ვიდოდო და მალაიზიის პრემიერ-მინსიტრი მაჰათჰირ მოჰამადი პუტრაჯაიაში, 9 აგვისტო, 2019

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინდონეზიის თანამედროვე საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციასთან თანამშრომლობაა. 1967 წელს ინდონეზიამ ტაილანდთან, მალაიზიასთან, სინგაპურთან და ფილიპინებთან ერთად დააარსა ორგანიზაცია. მას შემდეგ ორგანიზაციაში ბრუნეი, ლაოსი, ვიეტნამი, მიანმარი და კამბოჯაც გაწევრიანდნენ. ორგანიზაციის მიზანია საერთო ეკონომიკური, სოციალური და კულტურული მიზნების წახალისება, თუმცა 1979 წელს კამბოჯაში ვიეტნამის შეჭრის შემდეგ ორგანიზაციამ უსაფრთხოების განზომილებაც შეითავსა.

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის სათავო ოფისი ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში მდებარეობს. ორგანიზაციის შტაბ-ბინამ ჯაკარტის, როგორც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში დიპლომატიური ჰაბის ფუნქცია გაზარდა.

ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინდონეზიას მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვანი მუსლიმი მოსახლეობა ჰყავს და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრია. საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისას სახელმწიფო ფრთხილად ითვალისწინებს ისლამური სოლიდარობის ინტერესებს.

2008 წელს ინდონეზია დიდი ოცეულის წევრი გახდა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ორგანიზაციიდან ერთ-ერთი სახელმწიფოა ამ ჯგუფში. 2022 წლის დიდი ოცეულის სამიტს ბალის პროვინცია მასპინძლობს.[4]

საერთაშორისო დავები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინდონეზიის ირგვლივ არაერთი კუნძული მდებარეობს, რომლებიც მეკობრეთა ჯგუფებითაა დასახლებული, რომლებიც ზოგჯერ გემებს ესხმიან თავს მალაკის სრუტეში.[5] კუნძულები სახლობენ უკანანო მეთევზეებცი, რომლებიც ავსტრალიისა და ფილიპინების წყლებშიც შედიან.[6] ამასთან, ინდონეზიის წყლები ხშირად უცხოური დროშის ქვეშ მცურავი გემების არაკანონიერი თევზჭერის ადგილს წარმოადგენს.[7]

ინდონეზიას მეზობელ სახელმწიფოებთან რამდენიმე ტერიტორიაზე ჰქონდა და აქვს დავა: ამბალატის ბლოკი სულავესის ზღვაში მდებარე საზღვაო ტერიტორიაა, რომელიც მალაიზიასა და ინდონეზიას შორის სადავო ტერიტორიას წარმოადგენს. წარსულში ინდონეზიას აღმოსავლეთ ტიმორთან ფატუ სინაის კუნძულის გამო ჰქონდა დავა, ხოლო ფილიპინებთან ― მიანგასის გამო. ნატუნის სარეგენტოს ჩრდილოეთი წყლები დღემდე სადავო ტერიტორიას წარმოადგენს ინდონეზიას, ჩინეთსა და ტაივანს შორის. წარსულში ინდონეზიასა და მალაიზიას შორის დავა მიმდინარეობდა სიპადანისა და ლიგიტანის კუნძულებისთვისაც, თუმცა 2002 წელს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ კუნძულები მალაიზიას მიაკუთვნა.

ორმხრივი ურთიერთობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინდონეზიის დროშაჩინეთის დროშა ჩინეთსა და ინდონეზიას შორის დიპლომატიური ურთიერთობეი 1950 წელს დაარსდა. მანამდე ორ სახელმწიფოს საუკუნეების მანძილზე სხვადასხვა სახის ურთიერთობება ჰქონდა, განსაკუთრებით, სავაჭრო სფეროში. 1945-1967 წლებში სუკარნოს პრეზიდენტობის დროს ინდონეზიასა და ჩინეთს შორის ურთიერთობები გაღრმავდა. 1960-იან წლებში სუკარნოს მიერ წამოწყებულმა აგრესიულმა საგარეო პოლიტიკამ, დასავლეთის მიმართ წინააღმდეგობა გააძლიერა და ინდონეზია ჩინეთთან და საბჭოთა კავშირთან დააახლოვა.

ჩინეთის საელჩო ჯაკარტაში მდებარეობს, ხოლო საკონსულოები სურაბაიასა და მედანშია განლაგებული. ინდონეზიის საელჩო პეკინში მდებარეობს, ხოლო საკონსულოები გუანჯოუში, შანხაისა და ჰონგ-კონგში მდებარეობს.

ჩინეთის კვლევების მერკატორის ინსტიტუტი ჩინეთ-ინდონეზიის ურთიერთობებში ოთხ ძირითად ფაზას გამოყოფს: ახლო მოკავშირეობიდან (1950-1965) მტრობამდე (1966-1990), შორეულ თანამოაზრეობამდე (1990-2014), დღევანდელ ახლო პარტნიორობამდე (2014-დღემდე).[8]

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ ჯავად ზარიფი და მისი ინდონეზიელი კოლეგა რეთნო მარსუდი თეირანში შეხვედრისას

მიუხედავად რელიგიურ ორიენტაციაში სხვაობისა, ირანი და ინდონეზია მუსლიმური სახელმწიფოებია. ინდონეზიას მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვანი სუნიტი მოსახლეობა, ხოლო ირანს ყველაზე მრავალრიცხოვანი შიიტური მოსახლეობა ჰყავს.[9] ირანსა და ინდონეზიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1950 წელს დამყარდა. ინდონეზიის საელჩო თეირანში, ხოლო ირანის საელჩო ჯაკარტაში მდებარეობს. ორივე სახელმწიფო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის, მიუმხრობლობის მოძრაობის, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციისა და D8-ის წევრია.

აღმოსავლეთი ტიმორი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღმოსავლეთ ტიმორსა და ინდონეზიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2002 წელს დამყარდა. ორივე სახელმწიფო კუნძულ ტიმორის ნაწილს იკავებს. ინდონეზია პორტუგალიის ყოფილ კოლონიაში 1975 წელს შეიჭრა, მომდევნო წელს მისი ანექსირება მოახდინა და აღმოსავლეთი ტიმორი მისი 27-ე პროვინცია იყო 1999 წელს გაეროს მიერ მხარდაჭერილი რეფერენდუმის ჩატარებამდე, რომლის დროსაც აღმოსავლეთ ტიმორელებმა ქვეყნის დამოუკიდებლობას დაუჭირეს მხარი.

ინდონეზია აღმოსავლეთ ტიმორის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ინდონეზიის საელჩო დილიში მდებარეობს, ხოლო აღმოსავლეთ ტიმორის საელჩო ჯაკარტაშია განლაგებული. აღმოსავლეთ ტიმორს საკონსულოები აქვს დენპასარსა და კუპანგში.

ბირმამ ინდონეზია დე-იურე სუვერენულ არქიპელაგად 1949 წლის 27 დეკემბერს აღიარა. 1951 წლის 31 მარტს იანგონში ორ ქვეყანას შორის მეგობრობის ხუთწლიან ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. ინდონეზიიდან მიანმარში ექსპორტზე ქაღალდი და ქაღალდის პროდუქტები, პალმის ზეთი, რკინა და ლითონი, თამბაქო და რეზინი გადის, ხოლო მიანმარიდან ინდონეზიაში ხე-ტყე, სიმინდის სახამებელი, თხილი, თევზი და ბოსტნეული შეაქვთ. 2008 წელს ინდონეზიასა და მიანმარს შორის ვაჭრობის ჯამურმა ღირებულებამ 159 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა.[10]

ინდონეზიის საელჩო იანგონში მდებარეობს, ხოლო მიანმარის საელჩო ჯაკარტაშია განლაგებული.

დამატებითი საკითხავი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Fuadi Pitsuwan (2014). „Smart Power Strategy: Recalibrating Indonesian Foreign Policy“. Asian Politics & Policy. 6 (2): 237–266. doi:10.1111/aspp.12107.
  • Gardner, Paul F., Shared Hopes, Separate Fears: Fifty Years of U.S.-Indonesia Relations, Boulder, Colorado: Westview Press (1997).
  • He, Kai. "Indonesia's foreign policy after Soeharto: international pressure, democratization, and policy change." International Relations of the Asia-Pacific 8.1 (2007): 47-72. online
  • Leifer, Michael. Indonesia's Foreign Policy (1983)
  • Ricklefs, M. C. A History of Modern Indonesia since c.1200 (2001 0
  • Shekhar, Vibhanshu. Indonesia’s Foreign Policy and Grand Strategy in the 21st Century: Rise of an Indo-Pacific Power (2018)
  • Sukma, Rizal. "The evolution of Indonesia's foreign policy: an Indonesian view." Asian Survey 35.3 (1995): 304-315. online
  • Weinstein, Franklin B. Indonesia Abandons Confrontation: An Inquiry Into the Functions of Indonesian Foreign Policy (2009)

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Bevins, Vincent (2020). The Jakarta method : Washington's anticommunist crusade & the mass murder program that shaped our world. New York, NY. ISBN 978-1-5417-4240-6. OCLC 1117633696. 
  2. 2.0 2.1 Jafar M Sidik. (7 December 2011) Indonesia successfully takes ASEAN to greater height. Antara News. ციტირების თარიღი: 30 May 2013
  3. (2017) Shifting Power in Asia-Pacific? The Rise of China, Sino-US Competition and Regional Middle Power Allegiance. Springer, გვ. 697–747. ISBN 978-3-319-45689-8. 
  4. Muhtar Lutfi (18 November 2014). „Does the G20 matter for Indonesia?“. The Jakarta Post. ციტირების თარიღი: 20 July 2015.
  5. „BBC NEWS – Asia-Pacific – Resurgence of piracy on tsunami-hit seas“. 11 May 2005. ციტირების თარიღი: 21 February 2015.
  6. afma.gov.au დაარქივებული 13 May 2006 საიტზე Wayback Machine. ; abc.net.au
  7. Diplomat, Prashanth Parameswaran, The. „Indonesia's War on Illegal Fishing Continues With New Sinkings“. The Diplomat (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2018-01-14.
  8. Indonesia's wary embrace of China | Merics.
  9. Yon Machmudi. „Cultural Cooperation between Indonesia and Iran:Challenges and Opportunities“. Academia. ციტირების თარიღი: 3 June 2013. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  10. Indonesia – Myanmar Economic Relations. Embassy of Indonesia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 სექტემბერი 2013. ციტირების თარიღი: 25 May 2013