საქართველოსთვის
საქართველოსთვის | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ხელმძღვანელობა | |
თავმჯდომარე | გიორგი გახარია |
ისტორია | |
დაფუძნდა | 29 მაისი, 2021 |
პოზიციები | |
იდეოლოგია |
რეფორმიზმი ანტი-კორუფციონალიზმი ევროატლანტიზმი |
პოლიტიკური პოზიცია | ცენტრიზმი |
წარმომადგენლობითობა | |
პარლამენტი |
11 / 150 |
საკრებულოები |
107 / 2 068 |
თბილისის საკრებულო |
3 / 50 |
ფერები | |
შტაბ-ბინა | დიმიტრი უზნაძის ქ. N4, თბილისი, საქართველო |
forgeo.ge |
საქართველოსთვის — პოლიტიკური პარტია საქართველოში, რომელიც საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დააფუძნა. პარტიის პრეზენტაცია 2021 წლის 29 მაისს ჩატარდა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. მისივე განმარტებით, გაუმართლებლად მიაჩნდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობდა პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე. გიორგი გახარიას თქმით, გადადგომის მიზეზი ასევე იყო ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ქართული ოცნების გუნდში შეთანხმებას ვერ მიაღწია.[1]
2021 წლის 22 მარტს, გახარიამ განაცხადა, რომ პოლიტიკაში რჩება და პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრაზე მუშაობს.[2]
2021 წლის 14 აპრილს პარტია „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს დეპუტატებმა: გიორგი ხოჯევანიშვილმა, ბექა ლილუაშვილმა, ანა ბუჩუკურმა, ალექსანდრე მოწერელიამ, შალვა კერესელიძემ და მიხეილ დაუშვილმა. დეპუტატების განცხადებით, ისინი გიორგი გახარიასთან ერთად ახალ პარტიას ქმნიან.[2]
„ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატებიდან 3 მაჟორიტარია და 3 პარტიული სიით არჩეული. გიორგი ხოჯევანიშვილი პარლამენტში გორი-კასპის მაჟორიტარ დეპუტატად არჩევამდე შიდა ქართლის გუბერნატორი იყო. სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია ამჟამად აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატია, ხოლო მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი შალვა კერესელიძე მცხეთა-დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატი.[2]
„ქართული ოცნების“ პარტიული სიით არჩეული ანა ბუჩუკური გიორგი გახარიას მთავრობაში იყო პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსის მოადგილე, ბექა ლილუაშვილი - პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, მიხეილ დაუშვილი კი - ბიზნესომბუდსმენი.[2]
28 მაისს გიორგი გახარიას გუნდში გაწევრიანება დაადასტურა საქართველოს პრეზიდენტის ყოფილმა ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა და საქართველოს ყოფილმა ელჩმა ნატო-ში, ლევან დოლიძემ.[1][3]
2024 წლის 3 ივნისს გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ პარტია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ შექმნილ „ქართულ ქარტიას“ არ შეუერთდებოდა.[4]
პოლიტიკური პლატფორმა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პარტია „საქართველოსთვის“ ესწრაფვის თავისუფალი ბაზრის პრინციპებზე დაფუძნებული პრაგმატული ეკონომიკური პოლიტიკის განვითარებას, სოციალური დაცვის სისტემის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს ძირითად სოციალურ მომსახურებას მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის, კანონის უზენაესობის გაძლიერებას, განათლების სისტემის რეფორმას კონკურენტუნარიანი ადამიანური კაპიტალის შესაქმნელად, ბიუროკრატიისა და ცენტრალიზაციის შემცირებას, აქტიური ზომების მიღებას კორუფციისა და ინტერესთა ჯგუფების სამთავრობო უწყებებზე გავლენის წინააღმდეგ, მხარს უჭერს საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას ევროკავშირსა და ნატო-ში.[5]
პოლიტიკური საბჭოს წევრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გიორგი ხოჯევანიშვილი – შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი, პარლამენტის წევრი, პარტიის თავმჯდომარის მოადგილე
- ნათია მეზვრიშვილი – მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, პარტიის თავმჯდომრის მოადგილე
- გიორგი შარაშიძე – ჟურნალ „Entrepreneur“-ის მთავარი რედაქტორი
- კახა ქემოკლიძე – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი, პარტიის პოლიტიკური მდივანი
- ანა ბუჩუკური – სამართალმცოდნე, პარლამენტის წევრი
- მიხეილ დაუშვილი – კორპორატიული სამართლი სპეციალისტი, პარლამენტის წევრი
- ბექა ლილუაშვილი – მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელი, პარლამენტის წევრი
- რუსუდან თევზაძე – სოციალური უსაფრთხოების ექსპერტი
- ალექსანდრე მოწერელია – სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი, პარლამენტის წევრი
- ბერდია სიჭინავა – მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი
- შალვა კერესელიძე – მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი, პარლამენტის წევრი
- კოტე ანანიაშვილი – აჭარის პოლიციის ყოფილი უფროსი
- გიგა ფარულავა – სამართალმცოდნე
- გიორგი გოგუაძე – საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი
პარტიის თავმჯდომარეები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სახელი | სურათი | წელი | |
---|---|---|---|
1 | გიორგი გახარია | 29 მაისი, 2021-დღემდე |
შედეგები არჩევნებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საპარლამენტო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არჩევნები | ხმები | % | მანდატები | +/– |
---|---|---|---|---|
2024 | 161 521 | 7,78 | 11 / 150 |
ახალი |
ადგილობრივი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არჩევნები | ხმები | % | მანდატები | +/– |
---|---|---|---|---|
2021 | 137 764 | 7,81 | 115 / 2 068 |
ახალი |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 „გიორგი გახარია დღეს პარტიის პრეზენტაციას გამართავს“. ციტირების თარიღი: 2021-05-31.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 „"გახარიას გუნდში" უარყოფენ, რომ მომავალი პარტიის უკან ივანიშვილი დგას“. ციტირების თარიღი: 2021-05-31.
- ↑ „გიორგი აბაშიშვილი გიორგი გახარიას გუნდს უერთდება“. ციტირების თარიღი: 2021-05-31.
- ↑ გიორგი გახარიას პარტია ხელს არ აწერს „ქართულ ქარტიას“
- ↑ პროგრამული ხედვა საქართველოსთვის. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 სექტემბერი 2021. ციტირების თარიღი: 9 ივნისი 2023