სერგო ქიტიაშვილი
სერგო ქიტიაშვილი | |
საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
7 ივნისი, 2008 – 21 ოქტომბერი, 2012 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
წინამორბედი | ვალერი გელაშვილი |
მემკვიდრე | ვალერი გელაშვილი |
დაბადებული | 28 სექტემბერი, 1975 ხაშური, ხაშურის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ |
საარჩევნი ოლქი | ხაშურის 35-ე საარჩევნო ოლქი |
მოქალაქეობა | საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
პოლიტიკური პარტია | ერთიანი ნაციონალური მოძრაობა |
განათლება | თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი „საქართველო“ |
საქმიანობა | ხაშურის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში |
სერგო ქიტიაშვილი (დ. 28 სექტემბერი, 1975, ხაშური) — ქართველი ექიმი, პოლიტიკოსი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი „საქართველო“. 1997-1999 წლებში იყო საქართველოს სტუდენტ მედიკოსთა ასოციაციის (IFMSA- Georgia) სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების დირექტორი, ხოლო 1999-2000 წლებში - ამავე ასოციაციის პრეზიდენტი. 2000-2001 წლებში — ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე. 2001-2003 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდა მედიკოსთა კავშირის პრეზიდენტი. 2003-2006 წლებში — საქართველოს სოციალური სამართლიანობის ინსტიტუტის დირექტორი. 2006-2008 წლებში იყო შ. პ. ს. BI&BI დირექტორი (ვილნიუსი, ლიეტუვა). 2008-2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (ხაშურის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სერგო ქიტიაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- სერგო ქიტიაშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
|