შინაარსზე გადასვლა

საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
08:46, 17 იანვარი 2021-ის ვერსია, InternetArchiveBot (განხილვა | წვლილი) (გადარჩენა 6 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.8)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
საბუღალტრო აღრიცხვა
  • პირდაპირი დანახარჯები
  • ზედნადები დანახარჯები


ბუღ. აღრიცხვის საერთ. სტანდარტები
ბასსი და ფასსი
სააღრიცხვო პოლიტიკა
მარაგების აღრიცხვის მეთოდები
ანგარიშთა გეგმა
დაფა: იხ.  განხ.  რედ.

საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კოდექსის და მათ შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.[1]

იერარქია საგადასახადო კანონმდებლობაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზოგადად, არსებობს რიგი წინააღმდეგობები საკანონმდებლო აქტებში საგადასახადო კუთხით. აღნიშნული წინააღმდეგობების გადაჭრა ხდება, საგადასახადო კანონმდებლობაში კანონების იერარქიული განლაგების გზით. ის კანონი, თუ კანონქვემდებარე აქტი, რომელიც იმყოფება აღნიშნული იერარქიის ზედა ნაწილში, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა საგადასახადო კანონმდებლობაში. იერარქიულად, აღნიშნული საკანონმდებლო აქტები წარმოგვიდგება შემდეგნაირად:

I. საქართველოს კონსტიტუცია.

II. საერთაშორისო ხელშეკრულებაორმაგი დაბეგვრასთან დაკავშირებულ საკითხზე საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულება.

III. საქართველოს ორგანული კანონი.

IV. საქართველოს საგადასახადო კოდექსი[2] — გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა. (კომენტარები[3][4]).

V. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები — საქართველოს მთავრობა, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ამ კოდექსის აღსრულების მიზნით იღებს/გამოსცემს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს.

  • ფინანსთა მინისტრის ბრძანებები — საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი შემოსავლების სამსახურის უფროსი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის აღსრულების მიზნით გამოსცემს ბრძანებებს, შიდა ინსტრუქციებსა და მეთოდურ მითითებებს საგადასახადო ორგანოების მიერ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე.[5]
  • მთავრობის დადგენილებები[6] — მიკრობიზნესი, მცირე და ფიქსირებული გადასახადი.
  • შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებები[7] — მეთოდური მითითებები, მანუალები.
  1. საქართველოს საგადასახადო კოდექსი. თავი I, მუხლი 2
  2. საქართველოს საგადასახადო კოდექსი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-06-25. ციტირების თარიღი: 2014-06-04.
  3. ნაწილი I. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-12. ციტირების თარიღი: 2014-06-04.
  4. ნაწილი II. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-13. ციტირების თარიღი: 2014-06-04.
  5. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-06-25. ციტირების თარიღი: 2014-05-23.
  6. მთავრობის დადგენილებები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-06-25. ციტირების თარიღი: 2014-05-23.
  7. შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-06-25. ციტირების თარიღი: 2014-05-23.