ალეხანდრო სელკირკის კუნძული
ალეხანდრო სელკირკის კუნძული — კუნძული ჩილეს სანაპიროსთან, სიდიდით მეორე და ყველაზე დასავლეთით მდებარე ხუან-ფერნანდესის კუნძულების ჯგუფიდან. მდებარეობს რობინზონ კრუზოს კუნძულიდან 181 კილომეტრით დასავლეთით.
სახელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1966 წელს, ჩილეს მთავრობამ მას-აფუერას კუნძულს სახელი გადაარქვა და უწოდა ალეხანდრო სელკირკის კუნძული, ისევე როგორც ისლა-მას-ე-ტიერას - რობინზონ კრუზოს კუნძული. ალეხანდრო სელკირკი იყო შოტლანდიელი მეზღვაური, რომელიც 1704 წელს გადასვეს რობინზონ კრუზოს კუნძულზე (იმ დროისათვის უკაცრიელი), სადაც მან 4 წელი გაატარა. სწორედ ეს ფაქტი დაედო საფუძვლად დანიელ დეფოს ნაწარმოებს „რობინზონ კრუზო“.
დასახლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გასულ საუკუნეში, კუნძულზე არსებობდა ციხე-კოლონიები, სადაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული პირები იხდიდნენ სასჯელს. 1927-1930 წლებში აქ იმყოფებოდა 160 პოლიტპატიმარი. კუნძულის დღევანდელ მოსახლეობას სწორედ ყოფილი პატიმრები შეადგენენ.