შინაარსზე გადასვლა

ანდრადიტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანდრადიტი
საერთო
კატეგორიაგრანატების ჯგუფის მინერალი
ქიმიური ფორმულა
იდენტიფიკაცია
ფერიშავი, მოყვითალო-ყავისფერი, წითელი, მომწვანო-ყვითელი ან ნაცრისფერი
კრისტალის სინგონიაკუბური
ტკეჩადობაარ აქვს
სიმაგრე მოოსის სკალით6.5-7
სიმკვრივე3700-4100 კგ/მ³

ანდრადიტი[1] (ინგლ. Androdite < პორტ. Andrade) — მინერალი გრანატების ჯგუფისა. ქიმიური შედგენილობა . ხშირად შეიცავს და სხვა მინარევებს. კრისტალდება კუბურ სინგონიაში. ანდრადიტის კრისტალები დოდეკაედრებია. აქვს შავი, მოყვითალო-ყავისფერი, წითელი, მომწვანო-ყვითელი ან ნაცრისფერი ფერი. სიმაგრე მინერალოგიური სკალით — 6.5-7, სიმკვრივე — 3700-4100 კგ/მ³. არ იტკეჩება. გვხვდება მეტამორფულ ქანებსა და პეგმატიტებში. იყენებენ სანახელავო ქვად და აბრაზიულ მასალად.

  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 252.