შინაარსზე გადასვლა

არაბი ბედუინები

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წარმოშობა და ადგილმდებარეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბედუინი უდაბნოს მაცხოვრებელია. პირველ საუკუნეებში მომთაბარე არაბები ახალი საძოვრების ძებნაში ბევრს მოძრაოდნენ, გადაადგილდებოდნენ. ბედუინები ზაფხულის თვეებს უდაბნოში არსებულ ოაზისებში, ჭებთან და წყაროებთან ატარებდნენ, წლის დანარჩენ დროს კი უდაბნოში.

მათი მიგრაციის მარშრუტები ძირითადად ნოტიო ჰავას ეყრდნობა, იმ ადგილებისკენ მიისწრაფიან სადაც ნაკლები ნალექი ან ცუდი წვიმიანი ზამთარი იცის, რათა თავიანთ პირუტყვს საძოვარი არ მოაკლონ. იმ ადგილებში, სადაც ზამთარში წვიმა მოდის გეგმიურად, მთის პლატოს უწოდებენ, ბედუინები თავის მუდმივ ბანაკებს ხეობებში შლიან, რათა წვიმის დაწყებისას და მის შემდგომ მათი ცხვარი თუ სხვა პირუტყვები მაღალმთიანი საძოვრებისაკენ გაწყემსონ. ბედუინებს არ აქვთ მუდმივი სახლი და საცხოვრებელი ადგილი. მათი ცხოვრების სტილის, ნირის და კულტურის შემხედვარე მუდმივი საცხოვრებელი მათთვის არაფრის მომცემი და არაპრაქტიკულია.

მარტივი ტატუირების სახე პრაქტიკულად არც ისე ადვილია უცხო ხელისთვის, მაგრამ საყურებლად თუ როგორ ადვილად აკეთებენ და როგორ ხელოვნებად აქვთ ქცეული ნამდვილად გამაოგნებელია. ხატავენ ქვიშით, ზოგჯერ ხნით, განსაკუთრებით ბავშვებში. ქალთა დაწნული ცხვრის მატყლით და ზოგჯერ თხის თმის სწორი ზოლებით. აკეთებენ და ხატავენ ფარდაგებს, საბნებს, ხურჯინს, აქლემის და ცხენის აკაზმულობას. მათი ხელოვნება სწორედ რომ არის მოხატვა, ისინი თავიანთ ბუნებას გამოხატავენ ხატვით და თავისებური დიზაინით. ყველაზე ესთეტიკური გამოხატვის თავისებურება პოეზიაა. ტრადიციული მუსიკალური ინსტრუმენტები ძირითადად შემოიფარგლება ერთსიმებიანი საკრავი, სხვადასხვა სახის დრამი და შიგადაშიგ ქარის ინსტრუმენტი.

ისტორია და კულტურული ურთიერთობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიწათმოქმედები და მწყემსები დასახლდნენ არიდული სირიის სტეპის სამხრეთ კიდეზე ძვ. წ. 6000 წელს. ძვ. წ დაახლოებით 850 წელს კომპლექსი ოაზისის დასახლებებისა და პასტორალური ბანაკები შეიქმნა ადამიანთა მიერ, რომლებიც ცნობილი არიან, როგორც: „ A'raab“. ისინი იყვნენ ყველაზე თანამედროვე მეურნეები და მეცხოველეები. ისინი გამოირჩევიან თავიანთი ასურელ ჩრდილოელი მეზობლებისგან, მათი არაბული ენითა და მათი შინაური აქლემების სავაჭროდ გამოყენებით. „A'raa b“ იყო კულტურული წინამორბედი თანამედროვე არაბებისა. ისინი ვაჭრობდნენ აქლემებით სამხრეთ არაბეთსა და სირიის დიდ ქალაქ-სახელმწიფოებს შორის. ძ. წ. პირველ საუკუნეებში ისინი გადავიდნენ დასავლეთით, იორდანიასა და სინაის ნახევარკუნძულზე და წითელი ზღვის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე. ისლამური სახელმწიფოს შექმნამ დასავლეთ არაბეთში მეშვიდე საუკუნის შუახანებში ახალი წელთაღრიცხვით დრამატული იმპულსი მისცა არაბთა გაფართოებას. ათასობით არაბმა - უმრავლესობა ბედუინთაგანი - დატოვეს არაბეთის ნახევარკუნძული, რათა დასახლებულიყვნენ ახალ დაპყრობილ ტერიტორიებზე მის გარშემო. ამის შედეგად განსხვავებები ვლინდებოდა ამ არაბულ ტერიტორიებზე, სადაც ცხოვრება ეკოლოგიურად და გეოგრაფიულად შესაძლებელი იქნებოდა.

ბედუინთა საზოგადოებას ყოველთვის აკავშირებდნენ სხვა არაპასტორალურ საზოგადოებებს ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური ურთიერთობებით. ლოკალურ კონტექსტში ბედუინები იყვნენ რეგიონალური სპეციალისტები მეცხოველეობაში, რომლის უახლოესი სოციალური და პოლიტიკური კავშირები არის პასტორალურ ნათესავებთან. არაბთა წარმოშობის ადგილს ჰქონდა ნაკლები აქცენტი საგვარეულოების შორეულ ნათესავებთან ურთიერთობებზე. იმ პერიოდში, როდესაც პრემოდერნულ ქვეყნები სუსტი იყო და ფართომასშტაბიანი სოფლის მეურნეობაში ირიგაცია შემცირდა, ზოგიერთ დასახლებულ მევენახეებს გაეზარდათ დამოკიდებულება მეცხოველეობის მიმართ და გადავიდნენ ბედუინები სოციალურ წრეებში. თანამედროვე ეპოქაში, ძლიერმა ცენტრალიზებულმა ხელისუფლებამ და სოფლის მეურნეობის მონეტარიზაციამ აიძულა გარკვეული რაოდენობა ბედუინებისა, რომ მათ ეძებნათ ხელფასი ქალაქებში და ეს მათი პრიორიტეტი გამხდარიყო. მიუხედავად მათი საცხოვრებელი ადგილისა ისინი მაინც რჩებოდნენ ბედუინები მანამ, სანამ მჭიდრო სოციალური კავშირი ჰქონდათ ერთმანეთთან და ინარჩუნებდნენ საკუთარ ენობრივ და კულტურულ დამახასიათებელ თვისებებს, რომ ისინი ეცნოთ როგორც ბედუინთაგანი.

ბედუინების დასახლებას ტრადიციულად არასდროს არ ჰქონდა მუდმივი დასახლებები, ისინი ყოველთვის ცდილობდნენ ეცხოვრათ მცირე ზომის ადგილებში, რომლებიც შესაბამისად აკმაყოფილებდნენ მათ მოთხოვნებს. მათი ბინები აუცილებლად უნდა ყოფილიყო მარტივი და მოქნილი მომთაბარე ტომებისთვის. მათი ნათესაური ტომები და ოჯახები ძირითადად მიგრირებდნენ გაზაფხულის და ზაფხულის სეზონებზე და როგორც წესი გადადიოდნენ ნათესავებთან საცხოვრებლად ზამთრის თვეებში. წინათ ბედუინთა ჯგუფები ცხოვრობდა კარვებში. სეზონზე დამოკიდებულნი ზამთარში მიდიოდნენ მათ ნათესავებთან, რომელთაც ჰქონდათ ქვის სახლები (ზოგჯერ 15 ადამიანიც კი რჩებოდა ერთ საცხოვრებელში). ზოგი ბედუინთაგანი ატარებდა ზამთარს ერთი და იმავე ქვის ნაგებობაში ყოველ წელს. უმრავლეს შემთხვევაში ეს ქვის ნაგებობები გაზაფხულსა და ზაფხულის პერიოდებში იყო მიტოვებული, მაგრამ ზოგჯერ იქ ტოვებდნენ მოხუცებს და ბავშვებს, რათა გაევრცელებინათ განათლება ერთმანეთში. ჩრდილოეთ აფრიკის ზოგ არეალში არის ამგვარი ზამთარ-ზაფხულის გადაადგილების წესები იმავე პრინციპებით. სტრუქტურულად კარავი და ქვის სახლი ერთი და იგივე იყო, ორივე მართკუთხა ფორმის და ორივეში იყო ორ-ორი სექცია. ერთი სექცია არის ქალების სექცია სამზარეულო და სათავსო, მეორე ექსკლუზიურად კაცების და სტუმრების სამყოფელი. ხოლო, ზოგჯერ მათ აქვთ მესამე სექციაც, სადაც ავადმყოფი ცხოველები არიან მოთავსებული. ისინი ამ სექციაში მათ უვლიდნენ და კვებავდნენ.

ბედუინთა ძირითადი ეკონომიური საქმიანობა იყო მეცხოველეობა, კერძოდ კი ცხვრები, თხები და აქლემები. ეს ცხოვრება, რომელსაც ასევე უწოდებენ პასტორალურ ცხოვრების მომთაბარე წესს, უკვე მინიმუმ 3 ათასი წლის არის. პასტორალური ცხოვრების მომთაბარე წესის ძირითადი დამახასიათებელი თვისებაა მიგრაცია, რომელიც დამოკიდებულია სეზონურ ცვლილებებზე, ბუნების ცვალებადობაზე საძოვრებისა და წყლის ტერიტორიებში. იმის გამო, რომ ზოგან დეფიციტური ხდება საძოვარი ადგილები, ორივე - ბუნება და ლოგიკა მოითხოვს, რომ გადასახლდნენ ნაკლებად დეფიციტურ ადგილებში, სადაც ორივე - წყლითა და საძოვრებით უზრუნველყოფილნი იქნებიან. საძოვრებიც და წყალიც სეზონზე დამოკიდებულებაში რეგულარულად არის ამა თუ იმ ადგილას. 1960-იან წლებამდე აქლემებს გამოიყენებდნენ, როგორც ძირითად მძიმე ტვირთვის გადამზიდავ ცხოველებს, რადგან მათ შეეძლოთ უდაბნოს მკაცრ პირობებში დიდი ტერიტორიების დაფარვა უწყლოდ.

ხელოვნებათმცოდნეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პასტორალური ადაპტაციის ეკოლოგიური გარემო გულისხმობს სხვადასხვა საზოგადოების არსებობას. ლითონი და ტყავი არ მზადდებოდა გლეხთა მიერ. ისინი დამოკიდებულნი არიან ხალხზე, რომლებიც არიან მათი დაჯგუფების გარეთ თითქმის ყველა იარაღის დამზადებისთვის. ზოგიერთ რეგიონში სხვა საზოგადოების ხალხი ბედუინებს სთავაზობდა სპეციალურ სერვისებს.

არსებობდა რამდენიმე ტრადიცია ბედუინებში, რაც უზრუნველყოფდა მათ ხელმისაწვდომობას მარცვლეულსა და სხვა აუცილებელ პროდუქტებთან. თუ მათი ტომის მიწა ახლოს არის წვიმასთან და მათი მიწა უხვ მოსავლიანია, მაშინ ეს ტომი აქირავებს ამ მიწას და მოსავლიანობის შემდეგ კრეფენ ქირას, როგორც ეს თანამედროვე სამყაროში ხდება. ერთხელ, ერთ-ერთმა ტომმა მიაქირავა მორიგ ტომს მისი მიწა დაცვისა და რეიდებისაგან სანაცვლოდ მათ რეგიონში. ეს იყო ორ დაჯგუფებას შორის დადებული ე. წ. „ხელშეკრულება“, რომლის დროსაც მწყემსი მიიღებდა საკუთარ მოგებას მარცვლეულის სახით, ხოლო მეორე ტომი კი უზრუნველყოფილი იქნებოდა დაცვით. მათი ამგვარი ურთიერთობა თითქმის არ განსხვავდებოდა ჩვენი დღევანდელი ბიზნეს შეთანხმებებისგან, როდესაც ცხოველთა პროდუქტს ცვლიან სხვადასხვა მარცვლეულში.

როგორც ყველა პასტორალურ საზოგადოებაში, ბედუინებთანაც იყო განაწილებული შრომა ცხოველთა ჯიშის და სიდიდის მიხედვით. ძირითადად დიდი ცხოველებისთვის ყურადღების მიქცევა და მოვლა, როგორიცაა აქლემი, იყო კაცის ვალდებულება. ქალთა და ბავშვთა ძირითადი ვალდებულებაა მოვლა, საკვების მიცემა და მოწველა შედარებით პატარა ცხოველებისა. როდესაც მხოლოდ ცხვარი და თხა ჰყავთ ამ ტომებს, კაცები საკუთარ თავზე იღებენ მწყემსობის ვალდებულებას, ხოლო ქალები ეხმარებიან მათ გამოკვებასა და მოწველაში.

ყოველი ბედუინთა ჯგუფი ცდილობს გააკონტროლოს მიწის ფართობი, რომელიც შეიცავს საკმარის რესურსს, რათა დაეხმაროთ მათ კომუნალურ ცხოვრებაში. ყოველ მათგანს აქვს გარკვეული ზონა საკუთრებაში და გარკვეული უფლებები ამ ზონის დაფარვის არეალში, რომელიც სხვა ბედუინთა ჯგუფს არ აქვს. მხოლოდ საგანგაშო მომენტებში ცდილობს ბედუინთა დაჯგუფება, რომ ნერგები დათესოს საკუთარი ტერიტორიის გარეთ, ხოლო ეს ყველაფერი უმრავლესად ხდება მაღალი უფლებამოსილების ხალხთა შეთანხმების შედეგად. მთავრობები ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში აღარ აღიარებენ ბედუინთა ტერიტორიას. ეს ტერიტორიები ახლა განიხილება, როგორც "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული" მიწები.

ქორწინება ჩვეულებრივი ინიშნება კონტრაქტით მინიმალური ხაზის (უახლოესი ნათესავების-ოჯახის წევრების-ბაუთის) მიერ. ქორწინება ოჯახის წევრებს შორის იკრძალება ყურანის მიერ. ეს ვრცელდება, დედმამიშვილებს შორის. მისაღებია ქორწინება ვაჟსა და ბიძაშვილს (მამის ძმისშვილს) შორის, ან ქალიშვილსა და ბიძაშვილს (მამის ძმის შვილს) შორის, ეს ტრადიცია არა მხოლოდ ითვლება როგორც მისაღები, არამედ მამაკაც ბიძაშვილს (მამის ძმისშვილს) აქვს უფლება გამოთქვას სურვილი, რომ მას სურს, იქორწინოს მის ბიძაშვილზე. ამის მიუხედავად არის შანსი, რომ ქალიშვილმა უარი განაცხადოს ქორწინებაზე მის ბიძაშვილთან, ამის შემდეგ მას არ ექნება უფლება იქორწინოს ვინმეზე, ბიძაშვილის დაუკითხავად. იმის მიუხედავად, რომ ბიძაშვილ-მამიდაშვილური ქორწინება მიღებულია, ხშირ შემთხვევაში ტერმინი "პირველი ბიძაშვილი" არის მხოლოდ კლასიფიცირებული ერთეული. ხშირ შემთხვევაში ბიძაშვილურ-მამიდაშვილური ქორწინება ხდება მეორე ან მესამე შვილებს შორის. მიუხედავად ამისა, ეს ბიძაშვილური ქორწინებები აღიქმება, როგორც უახლოესი შთამომავლობის ერთიანობის და უფლებამოსილების გამყარებად. მართალია, რომ მრავალცოლიანი ქორწინება დასაშვებია, მაგრამ ეს მოქმედება არც ისე ხშირია. მრავაცოლიანი ხალხის უმეტესობა არის უკვე ხანშიშესული მამაკაცები, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა შეინახონ რამდენიმე სახლი სხვადასხვა ცოლისთვის. განქორწინება ხშირია და შეიძლება წამოწყებული იყოს, როგორც ცოლის ასევე ქმრის მიერ, ორივე შემთხვევაში ცოლი დაუბრუნდება მამის სახლს დახმარებისთვის, სანამ ოჯახური კრიზისი გადაწყვეტილი იქნება.

სამთაობიანი ოჯახი არის იდეალური სამამულო ერთეული. მიუხედავად იმისა, რომ ამ ჯგუფის რაოდენობა მერყეობს 9-11 ადამიანს შორის, მათ შეიძლება ეძინოთ 1 კარვის ან თავშესაფრის ქვეშ, საკვებს ძირითადად მიირთმევენ ერთდროულად. ახლად ჩამოყალიბებული ოჯახს იფარებენ უფრო დიდი ერთეულები სანამ, მათ არ ექნებათ იმის ძალა და საშუალება, რომ იცხოვრონ სხვების დაუხმარებლად. ხანდახან რამდენიმე ძმა ან ერთმანეთის ნათესავი მამაკაცები, ერთიანდებიან, როგორც ერთი სამამულო ერთეული.

ქონება იყოფა ყურანში დაწერილი მცნებების მიხედვით, რომელიც გვეუნება, რომ ქონება იყოფა ცოცხალ შვილებს შორის: ვაჟი იღებს ნახევარს, ქალიშვილი მეოთხედს და სხვა შთამომავლები განსაზღვრულ პროცენტს. ბედუინებს შორის ცხოველების დაყოფა, რომლებსაც პატრონი აღარ ჰყავთ რთულია, ამას ისაც ართულებს, რომ ქალი არ უვლის დიდ სამამულო ცხოველებს. ასე რომ, ქალმა რომ მიიღოს მემკვიდრეობა აქლემებზე, მას უნდა ჰქონდეს დიდი ნდობა ასევე ხელშეწყობა მისი ძმის ან ბიძაშვილის ნახირიდან.

ბავშვები და ჩვილები იზრდებიან ოჯახის უმეტესი ნაწილის მიერ. მშობლები; უფროსი და-ძმები; ბებია-ბაბუა; მამიდები, დეიდები, ბიძიები და მათი შვილები, ყველა იღებს მონაწილეობას პატარის აღზრდაში, როდესაც ბავშვი გახდება 6 ან 7 წლის, იგი იწყებს მონაწილეობის მიღებას სახლის მართვის საქმეებში, ამის შემდეგ რამდენიმე ხნის შემდეგ გახდება სრულფასოვანი და მომუშავე ოჯახის წევრი. მოზარდობა ნაკლებადა აღიარებული, უკვე 10-12 წლის ბავშვი მიიჩნევა სრულფასოვან წევრად ბედუინების საზოგადოებისთვის.

სოციოპოლიტიკური ორგანიზაცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოციალური ორგანიზაცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბედუინების საზოგადოება არის დაფუძნებული რეალური და ფიქტიური შემხვედრი ჯგუფებისგან. ყველაზე მცირე ერთეული ბედიუნების მიერ შეთანხმებულია რომ ერქვას ბაუთი (მინიმალურიხაზი). ბედუინების საზოგადოების უმეტესი ნაწილი ამბობს იმას, რომ ისინი არიან შთამომავლები ფახადისა (მაქსიმალური ხაზი). თეორიულად ყველა მამაკაცი, იქნება ეს უბრალო სახლის მფლობელი ბაუთი ან/და ფახადი, ისინი არიან ყველა თანაბარი სხვა მამაკაცებთან შედარებით. პრაქტიკულად კი, წლოვანება, რელიგიური ღვთისმოსაობა, ადამიანური მახასიათებლები, როგორებიცაა: ხელგაშლილობა და სტუმართმოყვარეობა აყენებს ზოგიერთ მამაკაცს იმათზე მაღლა ვიდრე სხვები ამ ორგანიზაციაში.

პოლიტიკური ორგანიზაცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთი შეხედვით ბედუინები ქმნიან ერებს, რომელიც აერთიანებს საერთო წინაპრის მქონე ოჯახებს, ისინი იზიარებენ ტერიტორიებს. ექსპლუატაცია და თავდაცვა ამ ტერიტორიებზე ხორციელდება საყოველთაოდ აღიარებული სისტემის მიხედვით. საუკუნეების განმავლობაში, ბედუინების შექმნილი ერები, თამაშობდნენ დიდ როლს, ეკოლოგიურ და პოლიტიკურ ცვლილებებში ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში. მხოლოდ მეოცე საუკუნეში ჩატარდა კვლევები მათ მოქნილობასა და მობილობაზე. არსებობდა ფაქტორები, რომლებსაც ბედუინები ვერ ამჩნევდნენ, აზიანებდა სხვა ხალხის ტერიტორიას და მათ საზოგადოებას, ეს პროცესი კი საჭიროს ხდიდა ახალი ტერიტორიების მოძიებას და მათი ლიდერების დანიშვნას.

გადამყიდველები არიან ყველაზე უბრალოდ სოციალური და ეკონომიკური მნიშვნელობის მქონე ერთეულები ბედუინების საზოგადოებაში, მაგრამ მათი ლიდერები უკვე აყალიბებენ უხუცესთა საბჭოს, რომლის უფროსი დაკავშირებულია ტომის ლიდერთან. სხვა უფრო ცენტრალიზებულ ტომებში, ფახადის უფროსი არის დაკავშირებული ქვე-ტომების ლიდერებთან, რომელიც დაკავშირებულია ტომში არსებული ჯგუფების ბელად შაუხთან. ასე რომ ტრადიციული უფროსობის ჯაჭვი ბოლოს მიდის ჩვეულებრივ ჯგუფებთან. იგი ჩვეულებრივ განაგებს საძოვრების და საარბიტრაჟო დავების ადგილმდებარეობებს. მისი პოზიცია ძირითადად, როგორც წესი გამომდინარეობს მისი უნარიდან, თავშეკავებულად და უმრავლესობის აზრის მოსმენის შემდეგ მიიღოს საჭირო გადაწყვეტილება. მას რეალურად არ აქვს ძალა, რომ მისი გადაწყვეტილება აუცილებლად აღსრულდეს, ასევე მას არ აქვს უფლება გადაწყვიტოს მხოლოდ თავისი თავიდან გამომდინარე. ასე, რომ იგი ეყრდნობა მის ავტორიტეტს და თანამეგობრობის პრინციპით იღებს გადაწყვეტილებებს.

მცირე შკალაში, განსაკუთრებული საზოგადოებები, რომლებიც აყალიბებენ Bedonium საზოგადოებას, პირდაპირ ურთიერთობებს, არის უმნიშვნელოვანესი. ღირსების და სირცხვილის კონცეპტი არის მუდმივი პრეოკუპაცია და დიდი გადმოსახედიდან, ის ემსახურება ინდივიდების სოციალურ ქცევას. Sharaf (ღირსბა), რომელიც მემკვიდრეობით მიიღება ოჯახისგან, უნდა იყოს მუდმივად დამტკიცებული და შენარჩუნებული. კაცობრიობის ღირსება ძირითადად განსაზღვრულია თავიანთი ქცევიდან, მისი ყოფისა და მოდგმის მიხედვით. არსებობს განსაკუთრებული ტერმინი ird, რომელიც განსაზღვრავს ქალის ღირსებას მოდგმის მიხედვით, რაც ცალსახა კავშირშია ქალის უმანკოებასთან. Ird შარაფისგან განსხვავდება იმით, რომ შარაფი შეიძლება იყოს შეძენილი ან არგუმენტირებული სწორი ქცევით და მიღწევით, როცა ird იკარგება მხოლოდ ქალის ცუდ ყოფაქცევაში. როცა ერთხელ დაიკარგება, მეორედ ვეღარ შეიძენს მას ქალი. საზოგადოების შკალაში, ჯალაა-ს მოპყრობა, როგორც დასჯა საფლავის სოციალური შეურაცხყოფისთვის მიჩნეულია ძალიან სერიოზულად.

წარსულში იყო კონფლიქტები ტომებს შორის, ძირითადად საძოვრებისა და წყლის რესურსების გამო. რამდენიმე ტომის გაერთიანებამ სცადა შეეძინა ან დაეცვა საძოვრები და წყლის არხები. მეოცე საუკინის მეორე ნახევრის მერე, თანამედროვე პოლიტიკურმა გაერთიანებებმა მოახერხეს ტომებს შორის მშვიდობის დამყარება.

რელიგია და დამახასიათებელი კულტურა, რელიგიური რწმენა-წარმოდგენები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იორდანიაში რამდენიმე ბედუინთა ტომი დარჩა ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მაშინ როცა ისლამისტების გაძლიერების პერიოდი იყო, მათი უმეტესობა დღეს არიან სუნიტი მუსლიმები. ისლამის 5 სვეტი არის სიმბოლო რწმეისა, მარხვისა, დღეში 5ჯერ ლოცვის, მოწყალების გაცემის და მექაში მოსალოცად წასვლის. ბედუინთა უმეტესობა იცავენ რამადანის მარხვას, ასრულებენ სპეციალურ ლოცვებს, და აღნიშნავენ ორ უმნიშვნელოვანეს ისლამისტურ დღესასწაულს: Iid al-Fitr და 'Iid al-Adhha. ზოგიერთი დაგჯუფება მექაში ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ ერთხელ კი არა, რამდენიმეჯერ მიდის, ზოგჯერ ერთი ინდივიდის რწმენა აირეკლება სხვებზეც და მათაც უჩნდებათ წასვლის და მოლოცვის სურვილი. ბედუინებს სჯერათ სულების არსებობის, ზოგი ბოროტია, ზოგი კეთილი, ზოგი ხელს უშლის ადამიანებს. ასევე, აქვთ ამულეტები, რომელსაც მუდმივად თან ატარებენ „შურიანი თვალის“ ასაცილებლად, ისინი ბავშვებსაც ყოველთვის აძლევენ ამ ამულეტებს, რადგან მათი აზრით ისინი ყველაზე დაუცველები არიან. ზოგიერთ ბედუინს სჯერა ოგრების (რაღაც ტროლივით, დაბალი არსებაა) და ზებუნებრივი არსებების, რომლებიც ხვდებიან ხოლმე უდაბნოში მარტოხელა მოგზაურებს.

რელიგიური პრაქტიკოსები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისლამში არ არის ფორმალური სამღვდელოება და მღვდლების ცენტრები. ბედუინების საზოგადოებას არ ყავთ ფორმალური რელიგიის სპეციალისტები. როგორც წესი, მოსაზღვრე რეგიონებში აგზავნიან თავიანთ ახალგაზრდებს რამდენიმე თვით და ისინი იქ სწავლობენ ყურანის წაკითხვას. ეს სპეციალისტები, რომლებიც ასწავლიან ბედუინ ახალგაზრდებს, მოიხსენიებიან, როგორც სხვა სპეციალისტები, რომლებსაც ბედუინები საზღვრებს გარეთ ეძებენ ხოლმე.

ბედუინებს აქვთ ცერემონიები, როგორიცაა ქორწინება, ახალდაბადებული ჩვილების სახელის დარქმევის რიტუალი, წინადაცვეთა. სუფისტი ბედუინები წინასწარმეტყველების დღესაც კი აღნიშნავენ და მიდიან წმინდანების საფლავებზე. მათი სტუმარ-მასპინძლობა ძირითადად რიტუალებითაა სავსე, როდესაც სტუმრისთვის დაკლავენ ცხოველს, ის ისლამური შეწირვის წესით იკლება. სტუმრები თავიანთი მასპინძლების დაცვის ქვეშ იმყოფებიან და თუ რაიმე შეიარაღებული კონფლიქტი იქნება, მასპინძელი მათ დაიცავს, როგორც თავის ოჯახის წევრს. დანარჩენი რიტუალები უკავშირდება მემკვიდრეობის საკითხებს. მაგალითად, როცა გაჩნდება ბავშვი, ხდება მისი განწმენდის და განმარტოების რიტუალების ჩატარება, მისი დედა კი წმინდად ითველაბა 47 დღის მერე.

სახეზე იკეთებენ ტატუებს, ზოგჯერ კი ხელებზეც. ბავშვებს ასწავლიან ქვიშაზე ხატვას. ქალი ახვევს ცხვრის მატყლისგან ძაფს, თუმა ძირითადად თხის ბეწვს იყენებენ საბნების, ბალიშების, ხალიჩების, უნაგირების დასამზადებლად. მნიშვნელოვანი ხელოვნების ნუმუშია დიზაინი, ფერი და მოხატულობა, რომელიც მთლიანად ხელნაკეთია. მნიშვნელობა ენიჭება პოეზიასაც, თუ როგორ კითხულობენ მას, ზოგი გადმოცემით აქვთ, ზოგს კი პერიოდულად ქმნიან, ახალს. ქალების და კაცების ჯგუფური შეკრებების დროს გამოდიან და ეჯიბრებიან ერთმანეთს მეტყველების უნარ-ჩვევებში. რაც შეეხება ტრადიციულ ინსტრუმენტებს, აქვთ 1 სიმიანი საკრავი, განსხვავებული ტიპის დრამები და ზოგან რაღაც ჩამწერის მსგავსი ან სასულე ინსტრუმენტები. ავადმყოფობა ბევრი მიზეზით არის დახასიათებული: სხეულის ელემენტების დისბალანსი და სულის შეპყრობა, როგორც ბაქტერიების შეჭრა. დაავადებათა მკურნალობის ტრადიციული ხერხები მოიცავს ლოკალურად დამზადებულ მცენარეულ წამალს, თილისმის გაკეთებას, შემკობას და ყურანის წარწერების ტარებას. დასავლეთის მედიცინის მიდგომა ასევე პოპულარული გახდა, როცა ტრადიციულმა ხერხებმა არ გაამართლა.

ისლამური ტრადიცია გვთავაზობს/გვკარნახობს სიკვდილთან დაკავშირებულ პრაქტიკას. სხეული უნდა დაიმარხოს რაც შეიძლება ჩქარა, 24 საათის განმავლობაში. ზოგიერთი ბედუინური ჯგუფების შემთხვევაში, არის მცდელობები, როცა ისინი მარხავენ გარდაცვლილებს ერთ ადგილზე. თუმცა ხშირად ეს შეუძლებელია მკაცრი ისლამური მოთხოვნების გამო დროსთან დაკავშირებით. დაკრძალვის რიტულები არის ძალიან მარტივი და საფლავები ან შეუმჩნეველია, ან რთულად თუ განასხვავებთ მათ.