აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის არჩევნები (1854-55)
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის არჩევნები მიმდინარეობდა 1854 წლის 4 აგვისტოდან 1855 წლის 6 ნოემბრამდე.
წინასაარჩევნო გარემო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წარმომადგენელთა პალატის არჩევნებამდე უმრავლესობას დემოკრატიული პარტია აკონტროლებდა. მისი მთავარი ოპოზიცია იყო ვიგების პარტია. დემოკრატიული პარტიის რეიტინგი სერიოზულად დააზიანა კანზას-ნებრასკის აქტმა. წინასაარჩევნო პერიოდში პოპულარობა მოიპოვა ამერიკულმა პარტიამ, რომელიც მკაცრად დაუპირისპირდა ირლანდიელ და გერმანელ მიგრანტებს.
არჩევნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]234 კაციან წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატიულმა პარტიამ 83 მანდატი მოიპოვა, რის გამოც უმრავლესობა დაკარგა. წარმომადგენელთა პალატაში ჩამოყალიბდა „ოპოზიციური პარტია“, რომელშიც გაერთიანდნენ: ვიგების პარტია, თავისუფალი მიწის პარტია, რესპუბლიკური პარტია, ანტინებრასკის მოძრაობა, „ხალხის პარტია“(ინდიანა) და ჩრდილოელი დემოკრატები. არჩევნებში მესამე ადგილზე გავიდა ამერიკული პარტია, რომელმაც არსებობის ისტორიაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და წარმომადგენელთა პალატაში 51 მანდატი მოიპოვა.
წარმომადგენელთა პალატის სპიკერის არჩევნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1855 წლის 3 დეკემბრიდან 1856 წლის 2 თებერვლამდე მიმდინარეობდა წარმომადგენელთა პალატის სპიკერის არჩევნები. თავდაპირველად დარეგისტრირდა 6 კანდიდატი: ნათანიელ ბენქსი (ამერიკული პარტია), ლუის კემპბელი (ანტინებრასკა), ჰენრი ფულერი (ვიგი), ჰამფრი მარშალი (ამერიკული პარტია), ალექსანდრე პანინგტონი (ვიგი) და უილიამ რიჩარდსონი (დემოკრატი). სპიკერის არჩევა 2 თებერვლამდე ვერ მოხერხდა. 2 თებერვალს ნათანიელ ბენქსს 103-მა კაცმა დაუჭირა მხარი, ხოლო დემოკრატ უილიამ ეიკენს 100-მა.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Dubin, Michael J. (March 1, 1998). United States Congressional Elections, 1788-1997: The Official Results of the Elections of the 1st Through 105th Congresses. McFarland and Company. ISBN 978-0786402830.
- Office of the Historian (Office of Art & Archives, Office of the Clerk, U.S. House of Representatives)