ბადენი — საკურორტო ქალაქი ავსტრიაში, ქვემო ავსტრიის ფედერალურ მხარეში, ბადენის რაიონის დედაქალაქი. მდებარეობს ვენიდან 26 კმ-ით სამხრეთით. ხშირად მას Baden bei Wien-ს უწოდებენ (ბადენი ვენის სიახლოვეს), მაგრამ ეს სახელი არაოფიციალურია.
ბადენი მდებარეობს ვენის ტყის მასივში და გამოიყენება საზაფხულო კურორტად ვენის შეძლებულ მოსახლეთა მიერ. თბილი წყაროები, რომლებისგანაც წარმოსგდება ქალაქის სახელი, 22 °C (72 °F) — 36 °C (97 °F) ტემპერატურისაა და შეიცავს კირის სულფატს.
ბადენის ცნობადობა ჯერ კიდევ რომაული ხანით თარიღდება, რომლებიც მას Thermae Pannonicae-ს უწოდებდნენ. ქალაქი დღესაც იგივე მდებარეობას ინარჩუნებს. 869 წელს დასახლება პადუნის სახელით მოიხსენიება, 1480 წელს მან ქალაქის სტატუსი მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ იგი მრავალჯერ აიღეს უნგრელებმა თუ თურქებმა, ქალაქი ყოველთვის მალევე ხდებოდა კვლავ აყვავებული. ავსტრიის საიმპერატორო რამდენიმე ოჯახმა ბადენი თავიანთ სახაფხულო რეზიდენციად აქციეს, ააშენეს მდიდრული ვილები. მას შემდეგ, რაც 1812 წელს ქალაქი ცეცხლმა გაანადგურა, იგი მთლიანად იქნა აღდგენილი ბიდერმაიერის სტილში, არქიტექტორ იოსებ კორნჰაუზელის გეგმის მიხედვით. მეორე მსოფლიო ომის დროს, ბადენში დროებით განთავსებული იყო ავსტრია-უნგრეთის არმიის უმაღლესი მთავარსარდლობა. 1934 წელს სამორინეს გახსნამ, ქალაქი საბოლოოდ აქცია ავსტრიის უმთავრეს საკურორტო ქალაქად. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1955 წალმდე ბადენი წარმოადგენდა მოკავშირეთა მიერ მართული ავსტრიის საბჭოთა ძალების მთავარ შტაბ-ბინას.