ბორის ელცინი
ბორის ნიკოლოზის ძე ელცინი (რუს. Бори́с Никола́евич Е́льцин; დ. 1 თებერვალი, 1931, სოფელი ბუტკა, ტალიცის რაიონი, სვერდლოვსკის ოლქი ― გ. 23 აპრილი, 2007, მოსკოვი) — რუსეთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტი 1991-1999 წლებში (1996 წლის 3 ივლისს აირჩიეს მეორედ, 1999 წლის 31 დეკემბერს გადადგა დაკავებული თანამდებობიდან).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბორის ნიკოლოზის ძე ელცინი დაიბადა 1931 წლის 1 თებერვალს რსფსრ-ის სვერდლოვსკის ოლქის სოფელ ბუტკაში. 1955 წელს დაამთავრა ურალის პოლიტექნიკური ინსტიტუტი (სპეციალობა – ინჟინერ-მშენებელი). 1968-1988 წლებში ეკავა სხვადასხვა პარტიული თანამდებობა. 1976 წლიდან იყო სვერდლოვსკის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი, 1985-1986 წლებში — სკკპ ცკ-ის მდივანი, 1985-1987 წლებში — მოსკოვის ქალაქკომის პირველი მდივანი; 1989 წელს აირჩიეს სსრკ-ის სახალხო დეპუტატად. 1990 წელს გამოვიდა კომპარტიიდან. 1990-1991 წლებში გახდა რსფსრ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. 1991 წლის დეკემბერს ბელორუსიასა და უკრაინასთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას სსრკ დაშლის და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის შექმნის შესახებ.
ელცინი სამჯერ იყო საქართველოში: პირველად, არაოფიციალურად – 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებით; მეორედ – 1991 წელს (დაბა ყაზბეგში შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს – ზ. გამსახურდიას, სადაც გაიმართა მოლაპარაკება საქართველო-რუსეთის ურთიერთობის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში შექმნილი ვითარებისა და სხვა საკითხების შესახებ); მესამედ – 1994 წლის 3 თებერვალს, როდესაც ხელი მოაწერა საქართველო-რუსეთის ხელშეკრულებას მეგობრობის, კეთილმეზობლობისა და თანამშრომლობის შესახებ. 1992 წლის მაისში ელცინი მონაწილეობდა დაგომისის შეთანხმების შემუშავება-ხელმოწერაში.
ნაშრომები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Yeltsin, Boris. 'Against the Grain'. London: Jonathan Cape, 1990
- Yeltsin, Boris. 'The Struggle for Russia. New York: Times Books, 1994
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია
- სსრკ-ის დაშლა
- მიხეილ გორბაჩოვი
- ვლადიმერ პუტინი
- რუსეთის პრეზიდენტი
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 651-652.
- Aron, Leon. Boris Yeltsin : A Revolutionary Life. Harper Collins (2000). ISBN 0-00-653041-9
- O'Clery, Conor. Moscow 25 December 1991: The Last Day of the Soviet Union. Transworld Ireland (2011). ISBN 978-1-84827-112-8
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Obituary and public tributes on Lasting Tribute დაარქივებული 2007-12-23 საიტზე Wayback Machine.
- CNN Cold War — Profile: Boris Nikolayevich Yeltsin დაარქივებული 2008-06-13 საიტზე Wayback Machine.
- Yeltsin and Post-Soviet Problems
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ 8.0 8.1 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ Енциклопедія сучасної України — Інститут енциклопедичних досліджень НАН України, 2001. — ISBN 966-02-2075-8
- ↑ 10.0 10.1 Munzinger Personen
- ↑ 11.0 11.1 Исаев Ю. Н. Чувашская энциклопедия — Чувашское книжное издательство, 2006. — 2567 с. — ISBN 978-5-7670-1471-2
- ↑ http://news.bbc.co.uk/1/hi/world/europe/6584481.stm
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #118900048 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ (unspecified title) — ISBN 978-5-389-06946-6
- ↑ https://regnum.ru/news/tatarstan/662053.html
- ↑ https://www.kommersant.ru/doc/345873
- ↑ https://www.quirinale.it/onorificenze/insigniti/10521
- ↑ https://lenta.ru/news/2010/01/29/eltsin/
- ↑ 19.0 19.1 https://ria.ru/20060201/43271701.html
- ↑ https://web.archive.org/web/20150118121253/http://www.v1.sahistory.org.za/pages/artsmediaculture/culture%20&%20heritage/national-orders/1999.htm
- ↑ https://lv.sputniknews.ru/20171103/orden-nagrada-mistika-6348652.html
- ↑ https://demo.garant.ru/#/document/8124132/paragraph/1/doclist/724/
- ↑ https://web.archive.org/web/20070928144145/http://www.volgainform.ru/allnews/583249/
- ↑ https://web.archive.org/web/20071117141326/http://www.lenta.ru/russia/2000/01/06/yeltsin/
- დაბადებული 1 თებერვალი
- დაბადებული 1931
- გარდაცვლილი 23 აპრილი
- გარდაცვლილი 2007
- მოსკოვში გარდაცვლილები
- ლენინის ორდენის კავალრები
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- საპატიო ნიშნის ორდენის კავალრები
- ვლადიმერ ლენინის დაბადების 100 წლისთავის აღსანიშნავი მედლით დაჯილდოებულები
- 1941–1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 30 წლის მედლით დაჯილდოებულები
- სსრ კავშირის შეიარაღებულ ძალთა 60 წლის საიუბილეო მედლით დაჯილდოებულები
- I ხარისხის მამულის წინაშე დამსახურებისათვის ორდენის კავალრები
- სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის ოქროს მედლით დაჯილდოებულები
- საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატები
- რუსეთის პრეზიდენტები
- რუსეთის პრემიერ-მინისტრები