ბოტაფოგო
ბოტაფოგო (პორტ. Botafogo) — პლაჟისპირა კვარტალი (bairro) ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში. მდებარეობს მუნდო-ნოვოს, დონა-მარტას და სან-ჟუანის ბორცვებს შორის. ძირითადად დასახლებულია მაღალი და საშუალო კლასის წარმომადგენლებით.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სახელი დაერქვა ჟუან ფერეირა დე სოუზა ბოტაფოგოს პატივსაცემად, რომელიც გემ ბოტაფოგოს არტილერიაზე იყო პასუხისმგებელი. სწორედა მიტომ დაუმატა მან ეს სახელი თავის გვარშიც. როდესაც ის საცხოვრებლად ბრაზილიაში გადავიდა, პორტუგალიის სამეფო ოჯახმა მას ის მიწები უბოძა, რომელიც დღეს ბოტაფოგოს სახელითაა ცნობილი. სიტყვასიტყვით ეს სახელი „ცეცხლის გახსნას“ ნიშნავს.[1]
მახასიათებლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბოტაფოგოს პლაჟი გუანაბარის უბეზეა გადაჭიმული და ატლანტის ოკეანისგან ურკის ნახევარკუნძული და შაქრისთავა მთა იცავს. ღირსშესანიშნაობებს შორისაა ინდიელთა მუზეუმი, რომელიც ბრაზილიის ძირითად ადგილობრივ ინდიელთა კულტურასა და ისტორიას იკვლევს; ასევე ვილა-ლობოსის მუზეუმი.[2] მეზობელი პლაჟისპირა კვარტლებისგან ბოტაფოგოს განასხვავებს კაფეებისა და კინოთეატრების მაღალი კონცენტრაცია.
ბოტაფოგოს ჰყავს მრავალსპორტული კლუბი ბოტაფოგო, რომელიც ამავე დროს ბრაზილიის ერთ-ერთუ უდიდესი საფეხბურთო კლუბია.
კვარტალს ემსახურება ერთი მეტროსადგური — ბოტაფოგო.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ http://martin.romano.org/ps05/ps05_394.htm
- ↑ Villa-Lobos Museum Website. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-12. ციტირების თარიღი: 2012-06-25.