ბუტუნგი
იერსახე
გეოგრაფია | |
---|---|
კოორდინატები | 5°03′ ს. გ. 122°53′ ა. გ. / 5.050° ს. გ. 122.883° ა. გ. |
ფართობი | 4,6 კმ² |
უმაღლესი წერტილი | 1190 მ |
პროვინცია | სამხრეთ-აღმოსავლეთი სულავესი |
უდიდესი ქალაქი | ბაუბაუ (მოს. 137 118) |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 447 408 (2010) |
ეთნიკური ჯგუფები | ბუტონელები, ბუგისები |
ბუტუნგი, ბუტონი (ინდონ. Butung, Buton) — დიდი ზონდის კუნძულების არქიპელაგის (ინდონეზია) მთაგორიანი კუნძული. მდებარეობს კუნძულ სულავესის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილის სიახლოვეს. ფართობი დაახლოებით 4,6 კმ².[1][2] მოსახლეობა 447 408 კაცი (2010 წ. აღწ.).[3] სიმაღლე 1190 მეტრამდეა. დაფარულია ნოტიო ეკვატორული ტყით. განვითარებულია ტროპიკული მიწათმოქმედება (ყავა, შაქრის ლერწამი, თამბაქო).[1][2] იღებენ ბუნებრივ ბიტუმს,[4] გააქვთ მერქანი. მისდევენ თევზჭერას. მთავარი ქალაქია ბაუბაუ.[1][2] ეთნიკური ჯგუფებიდან ცხოვრობენ ბუგისები [ბუგინები (ძირითადად სანაპიროებზე)],[5] ბუტონელები და სხვ.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 590.
- ↑ 2.0 2.1 2.2 Бутунг // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 4 — М., 1971.
- ↑ 2010 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგები. sp2010.bps.go.id'. ციტირების თარიღი: 28 აგვისტო, 2020.
- ↑ Мазеин Н. В. ИНДОНЕЗИЯ // Большая российская энциклопедия. т. 11. — М., 2008. — стр. 320.
- ↑ Buton. Encyclopædia Britannica. britannica.com (24-03-2010). ციტირების თარიღი: 28 აგვისტო, 2020.