შინაარსზე გადასვლა

ბუშის დოქტრინა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯორჯ ბუში სიტყვით გამოდის 2006 წელს პრესკონფერენციაზე ირანის ბირთვული ამბიციებისა და ჩრდ. კორეის ბირთვული გამოცდის შესახებ.

ბუშის დოქტრინა (ინგლ. The Bush Doctrine), ფრაზა, რომელიც აღწერს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ უ. ბუშის საგარეო პოლიტიკის პრინციპებს. თავდაპირველად ეს ფრაზა უფრო ზოგადად აღწერდა აშშ-ის პოლიტიკას, რომლის მიხედვით მას უფლება ჰქონდა აგრესიულად დაეცვა თავი ქვეყნებისგან, რომლებიც იფარავდნენ ან დახმარებას უწევდნენ ტერორისტულ ჯგუფებს, და რომელიც გამოყენებულ იქნა 2001 წელს ავღანეთში შეჭრისას.

მოგვიანებით ამ დოქტრინამ მოიცვა დამატებითი ელემენტები, მათ შორის პრევენციული ომის პოლიტიკა, რომლის მიხედვით აშშ-ს უნდა დაემხო უცხო ქვეყნების რეჟიმები, რომლებიც მის უსაფრთხოებას პოტენციურად საშიშროებას უქმნიდნენ, მიუხედავად იმისა, თუ ეს საშიშროება მოცემული მომენტისთვის გარდაუვალი არ იყო; დემოკრატიის მსოფლიოში გავრცელების პოლიტიკა, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში, როგორც ტერორიზმთან ბრძოლის სტრატეგია; და აშშ-ის სამხედრო ინტერესების ცალმხრივად განხორციელების სურვილი. ამ პოლიტიკათა ნაწილი წერილობით ჩამოყალიბდა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მიერ სახელწოდებით "შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია" (National Security Strategy of the United States) და 2002 წლის 20 სექტემბერს გამოქვეყნდა.