გლარუსი
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
გლარუსი | |||||
| |||||
ქვეყანა | შვეიცარია | ||||
კანტონი | გლარუსი | ||||
კოორდინატები | 47°02′00″ ჩ. გ. 9°04′00″ ა. გ. / 47.03333° ჩ. გ. 9.06667° ა. გ. | ||||
დაარსდა | 1 იანვარი, 2011 | ||||
ფართობი | 103,6 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 472 მ | ||||
ოფიციალური ენა | Swiss High German | ||||
მოსახლეობა | 12,170 კაცი (2010) | ||||
სიმჭიდროვე | 117 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 და UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 055 | ||||
საფოსტო ინდექსი | 8750 | ||||
საავტომობილო კოდი | GL | ||||
ოფიციალური საიტი | https://www.glarus.ch და https://www.glarus.ch/ | ||||
გლარუსი (გერმ. Glarus; ფრანგ. Glaris; იტალ. Glarona; რეტორმ. Glaruna) — მუნიციპალიტეტი აღმოსავლეთ შვეიცარიაში, გლარუსის კანტონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე ლინთის ნაპირებზე, გლარნის ალპების კალთებზე.
2011 წლის 1 იანვრის მიხედვით გლარუსის მუნიციპალიტეტი აერთიანებს: ენენდის, ნეტშტალისა და რიდერნის მუნიციპალიტეტებს. მუნიციპალიტეტის მოსახლეობა შეადგენს 5800 ათ. ადამიანს. განვითარებულია მერქნის, ტექსტილისა და პლასტმასის წარმოება. სიმბოლოს წარმოადგენს ნეო-რომანული ეკლესია.
გლარუსი პირველად მოიხსენიება VIII საუკუნეში კლარონას სახით. 1178 წელს პირველად მოიხსენიებენ გლარუსის სახელწოდებით. აბატების გავლენის ქვეშ იმყოფებოდა 1395 წლამდე, რის შემდეგ ხდება დამოუკიდებელი ტერიტორია.
2011 წლამდე გლარუსის მუნიციპალიტეტის ფართობი შეადგენდა 69,2 კმ²-ს. ტერიტორიის 23% გამოყენებულია სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის, 31,4% დაფარულია ტყით, 2,7% უკავია შენობებსა და გზებს. მას შემდეგ, რაც გლარუსის მუნიციპალიტეტში გაერთიანდა ენენდის, ნეტშტალისა და რიდერნის მუნიციპალიტეტები მისი ფართობი გაიზარდა 103,6 კმ²-მდე.
ყველაზე ნოტიო თვე აგვისტოა, სადაც საშუალოდ მოდის 177 მმ ნალექი. წლის ყველაზე მშრალი თვეა იანვარი. განვითარებულია ტურიზმი.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
ქალაქის ცენტრი
-
ერთ-ერთი მონაკვეთი
-
ერთ-ერთი მონაკვეთი
-
გასართობი ადგილი
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2015-03-20 საიტზე Wayback Machine. (გერმანული)
- გლარუსი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)