შინაარსზე გადასვლა

ვატიკანის ბაღები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვატიკანის ბაღების ნაწილი
ვატიკანის ბაღების ნაწილი
ვატიკანის რუკა.[1]

ვატიკანის ბაღები (იტალ. Giardini Vaticani) — ურბანული ბაღები და პარკები ვატიკანში, რომლებიც განთავსებულია ვატიკანის ტერიტორიის ნახევარზე მეტზე, ქალაქ-სახელმწიფოს სამხრეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილებში. ბაღებში განთავსებულია სხვადასხვა შენობები, მაგალითად რადიო ვატიკანის შენობა. ბაღები დაახლოებით 23 ჰექტარზე (57 აკრი) არიან გაფენილი, რომელიც ვატიკანის გორაკის უმეტესს შეადგენს. ბაღების უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 60 მეტრას (200 ფუტი) წარმოადგენს. ჩრდილოეთით, დასავლეთით და სამხრეთით ბაღები შემოსაზღვრულია ქვის კედლებით.

ბაღები და პარკები რენესანსისა და ბაროკოს პერიოდებში ჩამოყალიბდა და შესაბამისად ფანტანები და ქანდაკებები მათ სახასიათო კომპონენტს წარმოადგენს. ბაღებში რამდენიმე მიწისქევაშა წყაროა, რომლებიც 2009 წლის შემდეგ აღარ გამოიყენებიან. ბაღებში ფლორის მრავალი სახეობაა და არემარე განიხილება, როგორც ბიოტოპი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


  1. ვატიკანის რუკა. www.saintpetersbasilica.org. ციტირების თარიღი: 2009-10-11.