ვეშაპისებრი ზვიგენი
იერსახე
ვეშაპისებრი ზვიგენი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Rhincodon typus | ||||||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||||||
სტატუსი არ არის მითითებული ძიება IUCN-ის ვებ-გვერდზე: ??? | ||||||||||||
|
ვეშაპისებრი ზვიგენი (ლათ. Rhincodon typus) — თევზი ზვიგენისნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 15 (ზოგი ცნობით 20) მ აღწევს, წონა 12-15 ტ. გავრცელებულია ყველა ოკეანეში. მრავლდება კვერცხებით. დღემდე მოპოვებულია ვეშაპისებრი ზვიგენის ერთადერთი კვერცხი (სიგრძე 67 სმ, დიამეტრი 40 სმ). აქვს 15 ათასამდე კბილი. იკვებება პატარ-პატარა თევზებით, კალმარებით და კიბოსნაირებით. სარეწაო მნიშვნელობა არ აქვს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 389.