შინაარსზე გადასვლა

თარგი:დღის მოვლენები:04-4

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაიკროსოფტი
მაიკროსოფტი
  • 1500 : პორტუგალიელმა ზღვაოსანმა პედრუ კაბრალმა ბრაზილია აღმოაჩინა, თუმცა თავდაპირველად ის კუნძული ეგონა.
  • 1581 : ყოფილმა პირატმა ფრენსის დრეიკმა მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა დაასრულა, რის გამოც ელისაბედ I-მა მას რაინდის წოდება მიანიჭა.
  • 1721 : რობერტ უოლპოლი ხაზინის პირველი ლორდი და თემთა პალატის ლიდერი გახდა, რითაც ფაქტობრივად ბრიტანეთის პირველი პრემიერ-მინისტრი გახდა, თუმცა ეს ტერმინი იმ პერიოდში არ გამოიყენებოდა.
  • 1949 : ვაშინგტონში თორმეტმა ქვეყანამ ხელი მოაწერა ჩრდილოატლანტიკურ შეთანხმებას ნატოს შექმნის შესახებ.
  • 1968 : ამერიკელი სამოქალაქო უფლებების დამცველი მარტინ ლუთერ კინგი, უმც. მოკლეს რასისტებმა მოტელის აივანზე, მემფისში, ტენესი.
  • 1973 : ნიუ-იორკში ოფიციალურად გაიხსნა მსოფლიოს უმაღლესი ნაგებობათა კომპლექსი — მსოფლიო სავაჭრო ცენტრი.
  • 1975 : ბილ გეიტსმა და პოლ ალენმა ნიუ-მექსიკოს შტატის ქალაქ ალბუკერკეში, კომპანია Microsoft-ი დააფუძნეს, რომლის მიზანი BASIC-ის ინტერპრეტატორების დამუშავება და გაყიდვა იყო.