იან კიონჯონი
იან კიონჯონი | |
---|---|
'양경종' | |
ეროვნება | კორეელი |
დაბადების თარიღი | 3 მარტი, 1920 |
დაბადების ადგილი | სინიიჯუ |
გარდაცვალების თარიღი | 7 აპრილი, 1992 (72 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ილინოისი, აშშ |
კუთვნილება |
იაპონიის იმპერია საბჭოთა კავშირი ნაცისტური გერმანია |
ჯარის სახეობა | იაპონიის საიმპერატორო არმია, წითელი არმია, გერმანიის სახმელეთო ჯარები (ჰეერი, 1935-1945) და Ostlegionen |
სამხედრო სამსახურის წლები |
იაპონიის საიმპერატორო არმია: 1938–1939 წითელი არმია:1942–1943 ვერმახტი:1943–1944 |
ბრძოლები/ომები |
იან კიონჯონი (დ. 3 მარტი, 1920 — გ. 7 აპრილი, 1992) — კორეელი ჯარისკაცი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს იბრძოდა იაპონიის საიმპერატორო არმიაში, წითელი არმიაში და ვერმახტში.[1][2][3][4]
1938 წელს, 18 წლის ასაკში, იანი იყო მანჯურიაში, როდესაც ის გაიწვიეს იაპონიის საიმპერატორო არმიის კვანტუნის გვარდიაში, რომელიც საბჭოთა კავშირს ებრძოდა. იმ დროს კორეა ოკუპირებული იყო იაპონიის მიერ. ხალხინ-გოლის ბრძოლების დროს, ის დაიჭირა საბჭოთა წითელმა არმიამ და გაგზავნა გულაგში. რთული სამუშაოს შესრულების გამო მან არჩია 1942 წელს სხვა პატიმრებთან ერთად აღმოსავლეთის ფრონტზე წასულიყო, სადაც საბჭოთა ჯარები გერმანიას ებრძოდნენ.[1][3]
1943 წელს უკრაინაში ხარკოვის მესამე ბრძოლის დროს, იანი შეიპყრეს ვერმახტის ჯარისკაცებმა და აიძულეს ებრძოლა გერმანიისთვის. იანი გაგზავნეს საფრანგეთის ფრონტზე საბჭოთა პატიმრებთან ერთად, რომელსაც „აღმოსავლეთის ბატალიონი“ ეწოდებოდა. 1944 წლის ივნისში, მას შემდეგ, რაც ანტიჰიტლერულმა კოალიციამ ჩრდილოეთ საფრანგეთი დაიკავა, იანი ამერიკელები დააპატიმრეს. ამერიკებს სჯეროდათ, რომ ის იყო იაპონელი გერმანელის უნიფორმით. კიონჯონი ბრიტანეთში პატიმრების ბანაკში გაგზავნეს, მოგვიანებით კი აშშ-ში გადაიყვანეს, ხოლო ომის შემდეგ გაანთავისუფლეს. იან კიონჯონი ცხოვრობდა ილინოისში, სადაც 1992 წელს გარდაიცვალა.[1][2][3]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 Antony Beevor, 2 June 2012, The soldier forced to fight for three sides in WW2... the ultimate tale of a man who became a reluctant veteran of the Japanese, German and Soviet armies, Daily Mail
- ↑ 2.0 2.1 26 June 2012, What's New About WW2, Huffington Post
- ↑ 3.0 3.1 3.2 Ambrose, Stephen (1994). D-Day June 6, 1944: The Climactic Battle of WWII. Simon & Schuster. ISBN 978-0671673345
- ↑ Antony Beevor, (2012). The Second World War. Weidenfeld and Nicholson. ISBN 0297860704