შინაარსზე გადასვლა

იაპონიის ალპები

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იაპონიის ალპები
აკაისის ქედი
აკაისის ქედი
კოორდინატები: 35°40′27″ ჩ. გ. 138°14′12″ ა. გ. / 35.67417° ჩ. გ. 138.23667° ა. გ. / 35.67417; 138.23667
ქვეყანა იაპონიის დროშა იაპონია
უმაღლესი წერტილი კიტა
სიმაღლე 3193 
იაპონიის ალპები — იაპონია
იაპონიის ალპები
სურათები ვიკისაწყობში

იაპონიის ალპები (იაპონ. 日本アルプス) — ჰიდის, კისოსა და აკაისის ქედების კრებითი სახელწოდება იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუზე. მაქსიმალური სიმაღლე 3193 მ (მთა კიტა). ვულკანებიდან მნიშვნელოვანია ონტაკე (3067 მ). არის 7 მყინვარი.[1] ჰიდის ქედზეა ტიუბუ-სანგაკუს ეროვნული პარკი, ხოლო აკაისის ქედზე მინამის ალპების ეროვნული პარკი. განვითარებულია თხილამურებით სრიალი და ალპინიზმი.[2] სახელწოდება „იაპონიის ალპები“ მარტოოდენ ჰიდის მთების აღსანიშნავად შემოიღი ინგლისელმა არქეოლოგმა უილიამ გოულანდმა, ხოლო გაავრცელა ინგლისელმა მისიონერმა უოლტერ უესტონმა, რომლის მემორიალური დაფა განლაგებულია კამიკოტის ხეობაში, ჰიდის მთებში. ამჟამად ტერმინი კისოსა და აკაისის ქედებზეც ვრცელდება.[3]

  1. 北アルプス唐松沢を氷河に認定 流動を確認、国内7番目
  2. Japanese Alps | Encyclopedia Britannica www.britannica.com
  3. John Morris. Traveller from Tokyo, London, The Cresset Press, 1943