კაირი ირვინგი
კაირი ირვინგი | |||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ირვინგი 2016 წელს | |||||||||||||||||||||||||
№ 2 – დალას მავერიქსი | |||||||||||||||||||||||||
გამთამაშებელი ან მსროლელი | |||||||||||||||||||||||||
პირადი ინფორმაცია | |||||||||||||||||||||||||
დაიბადა |
23 მარტი, 1992 მელბურნი, ავსტრალია | ||||||||||||||||||||||||
ეროვნება | ამერიკელი | ||||||||||||||||||||||||
უმაღლესი სკოლა | |||||||||||||||||||||||||
სიმაღლე | 188 სმ | ||||||||||||||||||||||||
წონა | 88 კგ | ||||||||||||||||||||||||
კარიერა | |||||||||||||||||||||||||
NBA-ის დრაფტი | 2011 / რაუნდი: 1 / არჩევა: პირველი | ||||||||||||||||||||||||
არჩეული კლივლენდ კავალიერსი | |||||||||||||||||||||||||
პროფესიონალური კარიერა | 2011–დღემდე | ||||||||||||||||||||||||
კარიერის ისტორია | |||||||||||||||||||||||||
2011–2017 | კლივლენდ კავალიერსი | ||||||||||||||||||||||||
2017–2019 | ბოსტონ სელტიქსი | ||||||||||||||||||||||||
2019-2023 | ბრუკლინ ნეტსი | ||||||||||||||||||||||||
2023-დღემდე | დალას მავერიქსი | ||||||||||||||||||||||||
კარიერული მიღწევები და ჯოლდოები | |||||||||||||||||||||||||
მედლები
|
კაირი ენდრეუ ირვინგი (ინგლ. Kyrie Irving; დ. 23 მარტი, 1992, გრინვილი, ავსტრალია) — ამერიკელი პროფესიონალი კალათბურთელი. არის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კლუბისბრუკლინ ნეტსის
კალათბურთელი. იგი დასხელებულია 2011 წლის დრაფტის (კლივლენდ კავალიერსის მიერ) პირველ პიკად არჩევის შედეგ დასახელდა NBA-ს წლის ახალბედად. ირვინგს ექვსჯერ აქვს მონაწილეობა მიღებული NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩში. 2015 წელს იგი დასახელებულ იყო NBA-ის ყველა-მოთამაშის მესამე გუნდის წევრად. ირვინგი 2016 წელს კლივლენდ კავალიერსთან გახდა NBA-ს ჩემპიონი.
ირვინგი 2011 წლამდე საკოლეჯო კალათბურთს თამაშობდა „Duke Blue Devils“-ში (სანამ კავალიერსს შეუერთდებოდა). იგი 2014 წელს დასახელებულ იყო NBA All-Star მატჩის ყველაზე ღირებულ მოთამაშედ. 2016 წლის NBA-ის ფინალების მეშვიდე თამაშში ირვინგმა დამაშის დასრულებამდე 53 წამით ადრე სამქულიანი ჩააგდო რაც ძლიერ დაეხმარა კლივლენდ კავალიერსს გოლდენ-სტეიტ უორიორსის დამარცხებასა და ჩემპიონობის მოპოვებაში. გოლდენ-სტეიტ უორიორსის წინააღმდეგ განმეორებითი ფინალების წაგების შემდგომ (2017) ირვინგმა გაცვლა მოითხოვა რის შემდეგაც იგი ბოსტონ სელტიქსში გადავიდა. იგი აგრეთვე თამაშობდა აშშ-ის საკალათბურთო ნაკრებში სადაც მან მოიგო 2014 წლის ფიბა-ს მსოფლიო ჩემპიონატი და 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადა. 2018 წელს ირვინგმა ითამაშა ფილმში Uncle Drew (ბიძია დრიუ).
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კაირი ირვინგი დაიბადა 1992 წლის 23 მარტს მელბურნში, ავსტრალიაში, ამერიკელების ოჯახში.[1] იგი არის დრედერიკ და ელიზაბედ ერვნიგების ვაჟი.[2] მას ჰყავს უფროსი და ასია და უმცროსი და ლონდონი. მისი მამა, დრედერიკ ირვინგი თამაშობდა ბოსტონის უნივერსიტეტის კალათბურთის გუნდში შონ დეიგასთან ერთად და მწვრთნელთან — რიკ პიტინოსთან ერთად.[3] საკოლეჯო კარიერის დასრულების შემდეგ ირვინგის მამა გადავიდა ავსტრლიაში რათა ეთამაშა პროფესიონალური კალათბურთი Bulleen Boomers-ისათვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ავსტრალიის საკალათბურთო ლიგაში (SAEBL).[4] ირვინგი 2 წლის ასაკამდე მელბურნში ცხოვრობდა ხოლო შემდგომ საცხოვრებლად გადავიდა აშშ-ში.[5][6] მას ჰქონდა ამერიკისა და ავსტრალიის ორმაგი მოქალაქეობა.[5][7] ირვინგს დედა 4 წლის ასაკში ავადმყოფობით გარდაეცვალა და შემდგომ იგი აღიზარდა დრედერიკის და მისი დეიდაშვილების დახმარებით.[6][8][9]
ირვნიგი აღიზარდა დასავლეთ ორაჯნში, ნიუ ჯერსის შტატში სადაც იგი ხშირად მამის ზრდასრულ-ლიგაში თამაშობდა.[6][10] მას NBA-ში თამაში შთააგონა მეოთხე კლასში მოგზაურობის პერიოდში „Continental Airlines Arena“-ზე თამაშმა რის შემდეგაც მან თქვა: „მე ვითამაშებ NBA_ში, გპირდებით“."[6] მამის ბოსტონის უნივერსიტეტთან კავშირის შედეგად ირვნიგმა დიდი დრო გაატარა ბოსტონში (ამ პერიოდში შედის „BU-ის უნარების ბანაკში“ გატარებული დრო). თინეიჯერობის პერიოდში ირვინგი თამაშობდა Road Runners-ში, სამოყვარულო ათლეტურ კავშირში (AAU).[11][12]
კარიერა უმაღლეს სკოლაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ირვინგი უმაღლესი სკოლის პირველ და მეორე წლებში თამაშობდა „მონტქლეირ კიმბერლეის აკადემიაში“. იგი საშუალოდ აგროვებდა 26.5 ქულას, 10.3 გადაცემას, 4.8 მოხსნას და 3.6 ჩაჭრას. ამის გამო იგი გახდა სკოლის რიგით მეორე კალათბურთელი, ვინც 1000+ ქულა დააგროვა. ამ სკოლაში მეორე წლის შემდეგ ირვინგი გადავიდა წმ. პატრიკის უმაღლეს სკოლაში რადგან იგი გრძნობდა, რომ უფრო დიდი გამოწვევა სჭირდებოდა.[11] მას მოუწია 30 დღის გამოტოვება წმ. პატრიკის სეზონში რაც მისი ამ სკოლაში გაცვლით იყო გამოწვეული.[13] ირვინგი გუნდში მაიკლ კიდ-გილკრისტთან ერთად თამაშობდა; ნახსენები კალათბურთელი ფართოდ განიხილებოდა 2011 წლის კლასში, როგორც ერთ-ერთო საუკეთესო მოთამაშე.[14][15] ირვინგი პირველ სეზონში საშალოდ აგროვებდა 17 ქულას, 5 მოხსნას, 6 გადაცემას და 2 ჩაჭრას, აგრეთვე იგი გაუძღვა გუნდს აღმოსავლეთ აშშ_ის ტურნირში, Nike Global Challenge-ში მონაწილეობის პერიოდში. იგი ამ ტურნირში გახდა MVP საშუალოდ 21 ქულითა და 4.3 გადაცემით.[12] მომდევნო წელს წმ. პატრიკის ტურნირი აკრძალულ იყო სახელმწიფოს მიერ.[12][16]
2010 წლის 19 იანვარს ირვინგი შეირჩა ახალგაზრდულ ამერიკის ნაკრებში. ამ გუნდმა ითამაშა 2010 წლის Nike Hoop Summit-ზე, როუზ გარდენში, პორტლენდში, 10 აპრილს.[12][17] იგი აგრეთვე არჩეულ იყო 2010 წლის McDonald's-ის ყველა ამერიკელის თამაშზე და 2010 წლის ჯორდან ბრანდის კლასიკზე, სადაც ირვინგი ჰარისონ ბარნსთან ერთად დასახელდა მატჩის MVP-იდ.[18][19] 2010 წელს ირვინგი იყო ამერიკული ნაკრების ოქროს მედალოსანთა გუნდის წევრი, რომლებმაც მოიგეს FIBA-ის ამერიკის 18 წლამდელთა თემპიონატი.[20]
კარიერა კოლეჯში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ირვინგი 2010-2011 წლის საკალათბურთო სეზონის განმავლობაში თამაშობდა „ლურჯ ეშმაკებთან“ ერთად მთავარი მწვრთნელის, მაიკ კრჟიჟევსკის მეთაურობით. სეზონის პირველი რვა თამაშის განმავლობაში მან საშუალოდ დააფიქსირა: 17.4 ქულა (53.2% სროლის სიზუსტით), 5.1 გადაცემა, 3.8 მოხსნა და 1.5 ჩაჭრა.
ირვინგი NCAA-ს ახალბედის ჯილდოს მოგების ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად მიიჩნეოდა საწყისი რვა თამაშის შემდეგ, თუმცა მეცხრე თამაშში მან მარჯვენა კიდურის მძიმე დაზიანება მიიღო.[21] ამავე სეზონის 17 მარტს, NCAA-ს ჩემპიონატში ჰამპტონთან პირველ რაუდში თამაშამდე ერთი დღით ადრე ირვინგი დაბრუნდა და ტრავმის შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა.[22][23]
ირვინგმა დიუკში ნათამაშებ უკანასკნელ მატჩში 26 ქულა დააგროვა.[24]
პროფესიონალური კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კლივლენდ კავალიერსი (2011-2017)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2011–12 სეზონი: NBA-ს წლის ახალბედის ჯილდო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2011 წელს ირვინგი შეუერთდა ამავე წლის NBA-ის „დრაფტს“, სადაც შემდგომში იგი არჩეულ იყო კლივლენდ კავალიერსის მიერ პირველი რაუნდის პირველ პიკად.[25][26] ირვინგმა 2012 წელს მონაწილეობა მიიღო ამავე წლის „NBA-ის ამომავალი ვარსკვლავების გამოწვევაში“, სადაც მოხვდა ჩარლზ ბარკლის გუნდში. ამ თამაშში მან დააგროვა 34 ქულა (ჩააგდო 8-იდან 8 3-ქულიანი) და გახდა მატჩის MVP.[27] კაირიმ აგრეთვე მოიგო NBA-ს წლის ახალბედის ჯილდო, სადაც 120-დან 117 პირველი-ხმა სწორედ მან მიიღო.[28] შემდგომში იგი ერთსულოვნად აირჩიეს NBA-ის ყველა ახალბედას გუნდის მონაწილედ.[29] ამ სეზონში ირვინგი საშუალოდ აგროვებდა 18.5 ქულას და 5.4 მოხსნას (იგი ისროდა 46.9% სიზუსტით (3-ქულიანი — 39.9)).[30]
2012–13 სეზონი: პირველი All-Star სეზონი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]NBA-ის 2012-13 წლის სეზონის დასაწყისში ირვინგმა საჩვენებელი თითი დაიზიანა. კაირიმ კავალიერსის შემდეგ თამაშში ითამაშა, თუმცა თითის დაზიანებამ იგი აიძულა სამ კვირიანი პაუზა აეღო და გამოეტოვა ამ დროში დანიშნული თამაშები.[31] მისი მეორეჯერ თამაშში დაბრუნებისას (ეს დაზიანება მიიღო მილოუკი ბაქსის წინააღმედ) ირვინგს სახეზე ეკეთა დამცავი ნიღაბი და ამ თამაშში, ნიუ-იორკ ნიქსის წინააღმდეგ 41 ქულა დააგროვა პირად ანგარიშზე. იგი გახდა ყველაზე აქალგაზრდა მოთამაშე NBA-ში ვინც მედისონ-სკვერ-გარდენში 40 ან მეტი ქულა დააგროვა; იგი იყო მაიკლ ჯორდანზე ერთ წლით უმცროსი, რომელმაც იგივე შედეგი 1985 წელს დააფიქსირა.[32]
მწვრთნელებმა ირვინგი შეარჩიეს რათა ეთამაშა მის პირველ NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩზე. მან თამაში დაასრულა 15 ქულით, 4 გადაცემითა და 3 მოხსნით.[33] აგრეთვე მან კვლავ მიიღო მონაწილეობა „NBA-ის ამომავალი ვარსკვლავების გამოწვევაში“ სადაც ამჯერად იყო შაკილ ო’ნილის გუნდში; მან ამ თამაშში 32 ქულა მოაგროვა თუმცა დამარცხდა.[34] ირვინგმა აგრეთვე მონაწილეობა მიიღო NBA-ის 3-ქულიანების კონკურსში, სადაც ფინალურ რაუნდში 23 ქულა და მოიგო ეს ღონისძიება.[35]
კაირიმ საკუთარ მეორე სეზონში საშუალოდ აგროვებდა: 22.5 ქულას, 5.9 გადაცემას, 3.7 მოხსნას და 1.5 ჩაჭრას.[36]
2013–14 სეზონი: NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩის MVP
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფანებმა ირვინგი აირჩიეს აღმოსავლეთ კონფერენციის ძირითად გამთამაშებლად 2014 წლის NBA-ის ყველა ვარსკვლავის თამაშზე.[37] იგი გახდა ამ თამაშის MVP რომელმაც დააგროვა 31 ქულა და 14 გადაცემა და აღმოსავლეთის გუნდმა დაამარცხა დასავლეთის გუნდი 163-155.[38]
2014 წლის 28 თებერვალს ირვინგმა დააფიქსირა კარიერაში პირველი სამმაგი დუბლი 21 ქულით, 12 გადაცემითა და 10 მოხსნით; ამ თამაშში კავალიერსმა დაამარცხა იუტა ჯაზი ანგარიშით 99-29. ეს შედეგი აგრეთვე იყო კავალიერსის მოთამაშის პირველი სამმაგი დუბლი 2010 წლის 16 აპრილის შემდეგ.[39] 2014 წლის 5 აპრილს ირვინგმა შარლოტ ბობკეტსის წინააღმდეგ დააფიქსირა კარიერაში საუკეთესო შედეგი ქულების მხრივ: მან მოახერხა 41 ქულის მოპოვება.[40][41]
ამ სეზონში ირვინგი საშუალოდ აგროვებდა: 20.8 ქულას, 6.1 გადაცემას, 3.6 მოხსნას და 1.5 ჩაჭრას.
2014–15 სეზონი: დიდი სამეულის ჩამოყალიბება და პირველი NBA-ის ფინალები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის 10 ივლისს ირვინგმა კავალიერსთან გააფორმა 5 წლიანი 90 მილიონიანი კონტრაქტი.[42][43] ასეთი კონტრაქტის გაფორმებას გამოიწვია ლებრონ ჯეიმსის კლივლენდ კავალიერსში დაბრუნება და კევინ ლავის მინესოტა ტომბერვულვზიდან კვივლენდ კავალიერსში გაცვლის მოთხოვნა; ასე ჩამოყალიბდა ტრიო რომელითაც კავალიერსში შეიქმნა ახალი „დიდი სამეული“. სეზონის 5-7 ბალანსით დაწყების შემდეგ, 21 ნოემბრიდან მოყოლებული გუნდმა ზედიზედ 8 თამაშში მოიპოვა გამარჯვება; ამ თამაშებში ირვინგი საშუალოდ აგროვებდა 19.3 ქულას (აღსანიშნავია მისი 37 ქულიანი მატჩი ნიუ-იორკ ნიქსის წინააღმდეგ).[44] მოგებათა სერია შეწყდა 11 დეკემბერს როდესაც ისინი დამარცხდნენ ოკლაჰომა-სიტი თანდერის წინააგმდეგ, თუმცა მათ დეკემბრის თვეში 5 თამაშის მოგება მოახერხეს და 2014 წელი 18-14 ბალანსით დაასრულეს. დეკემბერში ჩატარებული თამაშების დიდი ნაწილი კავალიერსის „დიდმა სამეულმა“ გამოტოვა და ამიტომ გუნდი დალაგებულად ვეღარ თამაშობდა. ახალი 2015 წელი გუნდმა 2 იანვარს დაიწყო და ამ თამაშში მათ შეწყვიტეს სამ მატჩიანი წაგებათა სერია ირვინგის დახმარებით. ამ თამაშში ირვინგმა დააგროვა 23 ქულა, ხოლო ლავმა 27; ნაჩვენები შედეგით მათ დაამარცხეს ჩარლოტ ჰორნეტსი ანგარიშით 91-87.[45] კავალიერსის შემდეგ თამაშში დალას მავერიქსის წინააღმედ, 4 იანვარს ირვინგმა სეზონის ყველაზე დაბალი შედეგი დააფიქსირა ქულების მხრივ: მან მხოლოდ 6 ქულის აღება მოაგროვა მესამე მეოთხედამდე, ხოლო შემდგომ მან თამაშის გაგრძელება ტრავმის გამო ვეღარ მოახერხა; კავალიერსი დამარცხდა ანგარიშით 90-109.[46] კაირიმ მომდევნო თამაში გამოტოვა და დაბრუნდა 7 დეკემბერს ჰიუსტონ როკეტსთან თამაშში სადაც მან პირველ ნახევარში მოაგროვა 23 ქულა და დააფიქსირა პირველ ნახევარში ჩაგდებული ქულების პირადი რეკორდი. ირვინგმა ამ თამაშში დააგროვა სეზონის საუკეთესო შედეგი ქულების მხრივ, 38 ქულა, თუმცა ვერ მოახერხა გუნდისათვის გამარჯვების მოპოვება და კავალიერსი კვლავ დამარცხდა ანგარიშით 93-105; ეს იყო კავალიერსის ბოლო 9 თამაშში მეშვიდე მარცხი.[47]
4-13 იანვრის პერიოდში, 6 თამაშიანი წაგებათა სერიის შემდეგ გუნდის შედეგი იყო 19-20, თუმცა შემდეგ ირვინგი და ჯეიმსი გაუძღვა გუნდს რის შედეგადაც მათ ზედიზედ 12 თამაში მოიგეს. ამ მოგებათა სერიის პერიოდში კაირი საშუალოდ აგროვებდა 24.5 ქულას და ამავე პერიოდში, 28 იანვარს დააფიქსირა კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი — 55 ქულა (პორტლენდის წინააღმდეგ).[44] ნახსენები შედეგის დაფიქსირებისას მან ჩააგდო 11 სამქულიანი და მოხსნა ფრენჩაიზის რეკორდი. აგრეთვე მისი 55 ქულა იყო ფრენჩაიზის ისტორიაში მეორე საუკეთესო შედეგი (ჯეიმსის 56 ქულის შემდეგ). მისი ამავე პერფორმანსის პირველ ნახევარში ჩაგდებული 28 ქულა იყო პირველ ნახევარში ჩაგდებული ქულების პირადი რეკორდი.[48]
2015 წლის 12 მარტს ირვიგმა კვლავ დააფიქსირა კარიერის საუკეთესო შედეგი — 57 ქულა (ბაზერ ბითერის ჩათვლით) — ამ თამაშში მოახერხა თამაშის დამატებით დროშ გადაყვანა სადაც კავალიერსმა სან-ანტონიო სპურსი 128-125 საამარცხა.[49] ამ შედეგმა ფრენჩაიზის ერთი მოთამაშის მიერ დაგროვებული ქულების რეკორდი მოხსნა; ეს ლებრონ ჯეიმსს ეკუთვნოდა 56 ქულით, რომელიც ლებრონ ჯეიმსმა 2005 წლის 3 მარტს დააფიქსირა ტორონტო რაპტორსის წინააღმდეგ.[50]
ირვინგი დაეხმარა კავალიერსს რათა დარჩენილი 43 თამაშიდან 34-ში მოეპოვებინა გამარჯვება და აღმოსავლეთ კონფერენციაში 53-29 შედეგით მეორე ადგილზე დაეხურათ სეზონი.[51] 2014-15 წლების სეზონში კაირიმ საკუთარი კარიერის პირველი playoff-ის მატჩი ჩაატარა ბოსტონ სელტიქსის წინააღმდეგ და თამაში 30 ქულითა და გამარჯვებით (103-100) დაასრულა.[52] მას სურდა დახმარებოდა კლივლენდ კავალიერსს რათა მისულიყვნენ ფრენჩაიზის ისტორიაში მეორედ NBA-ის ფინალებამდე (მიუხედავად იმისა, რომ კაირიმ აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში, ატლანტა ჰოუქსის წინააღმდეგ ორი მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა).[53] 2016 წლის ფინალებში გოლდენ სტეიტ უორიორსის წინააღმდეგ პირველ თამაშში ირვინგს დამატებით დროში მოედნის იძულებითი დაპოვება მოუწია ტრავმის გამო; ამ შემთხვევიდან მომდევნო დღეებში გაირკვა, რომ მას მუხლზე ესაჭიროებოდა ოპერაცია[54] და ამ ოპერაციის შემდგომ სამი თვე ვერ შეძლებდა პროფესიონალური კალათბურთის თამაშს.[55]. ამის შემდგომ გუნდმა ფინალური სერია ექვს თამაშში წააგო.
2015–16 სეზონი: NBA-ის ჩემპიონობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2015 წლის 27 აგვისტოს ირვინგმა გამორიცხა, რომ 2015-16 წლის სეზონის გახსნით საღამოზე თამაშს შეძლებდა და ამის მიზეზი წინა წლის ფინალებში გოლდენ სტეიტ უორიორსთან მიღებული მუხლის ტრავმა იყო.[56] ამ სეზონში მისი დებიუტი 20 დეკემბერს მოხდა და მან 17 წუთში 12 ქულის მოგროვება მოახერხა ფილადელფიის წინააღმდეგ.[57] 6 იანვარს დააგროვა სეზონის უმაღლესი მაჩვენებელი 32 ქულა და მოიპოვა გამარჯვება ვაშინგტონ ვიზარდსის წინააღმდეგ (121-115).[58] 8 თებერვალს საკრამენტო კინგსის წინააღმდეგ (120-100) გაიმეორა სეზონის რეკორდული მაჩვენებელი 32 ქულა და აგრეთვე ამ მატჩში დააფიქსირა კარიერის საუკეთესო შედეგი გადაცემებში — 12 გადაცემა.[59] ორი დღის შემდეგ კაირიმ გააუმჯობესა სეზონის რეკორდული მაჩვენებელი და ლოს-ანჯელეს ლეირეკსის წინააღმდეგ 35 ქულა დააგროვა (მატჩში კლავალიერისი დარჩა გამარჯვებული).[60]
კავალიერსმა რეგულარული სეზონი დაასრულა 57-25 შედეგით და დაიკავა აღმოსავლეთ კონფერენციის პირველი ადგილი. playoffs-ის პირველ რაუნდში კავალიერსი დაუპირისპირდა მერვე ადგილზე მყოფ დეტროიტ პისტონსს; პირველი მატჩი 17 აპრილს გაიმართა და ამ მატჩში ირვინგმა playoffs-ში ჩაგდებული ქულების პირადი რეკორდი გააუმჯობესა (მოიპოვა 31 ქულა).[61] კაირიმ 31 ქულიანი შედეგი კვლავ გაიმეორა ამავე სერიის მეოთხე თამაშში; ამ თამაშით სერიაში პისტონსი დამარცხდა.[62] playoffs-ში კავალიერსმა 12-2 შედეგი დააფიქსირა რის შემდეგაც მათ NBA-ის ფინალების საგზური მოიპოვეს; ფინალებში მათ კვლავ გოლდენ სტეიტ უორიორსი დაუპირისპირდა. კაირიმ ფინალების სადებიუტო მატჩში 26 ქულა მოაგროვა (31.8% სიზუსტით); მატჩი 104-89 შედეგით დასრულდა და კავალიერსი დამარცხდა.[63] მეოთხე თამაშის შემდეგ სერიაში ანგარიში 3-1 გახდა უორიორსის სასარგებლოდ თუმცა მეხუთე თამაშში ლებრონმა და ირვინგმა 41-41 ქულა დააგროვეს და აიძულეს უორიორსი ეთამაშათ მეექვსე თამაში. ირვინგი და ჯეიმსი გახდნენ პირველი თანაგუნდელები, რომლებმაც მოახერხეს 40+ ქულის ჩაგდება NBA-ის ფინალების ერთ მატჩში.[64] მეშვიდე თამაშში ირვინგმა მატჩის დასრულებმადე 53 წამით ადრე ჩააგდო 3-ქულიანი და ანგარიში გახდა 92-89 კლივლენდის სასარგებლოდ; საბოლოოდ მატჩი 93-89 დასრულდა. ამ გამარჯვებით კავალიერსი გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ფინალურ სერიაში 1-3 ანგარიშიდან მოახერხა 4-3-ის მოგება; აგრეთვე დასრულდა კავალიერსის 52 წლიანი ჩემპიონობის მშრალი სერია და მათ ისტორიაში პირველად მოახერხეს NBA-ის ჩემპიონობის მოპოვება.[65]
2016–17 სეზონი: საბოლოო სეზონი კავალიერსში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2016 წლის 25 ოქტომბერს, ჩემპიონობის ბეჭდის მიღების შემდეგ ირვინგმა ნიუ-იორ ნიქსის წინააღმდეგ დააფიქსირა მატჩის საუკეთესო შედეგი 29 ქულა და კავალიერსმა გაიმარჯვა ანგარიშით 117-88.[66] სამი დღის შემდეგ მან ტორონტო რაპტორსის წინააღმდეგ დააგროვა 26 ქულა და მატჩის დასრულებამდე 44.3 წამით ადრე მოწინააღმდეგე გუნდს 3-ქულიანი სროლა ჩაუგდო; თამაში 94-91 დასრულდა კავალიერსის გამარჯვებით.[67] 27 ნოემბერს კაირიმ სეზონის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა —შააგდო 39 ქულა; აქედან 19 ქულა მეოთხე მეოთხედში მოიპოვა და კავალიერსმა 116-112 დაამარცხა ფილადელფია სიქსერსი.[68] 5 დეკემბერს ირვინგს ჰქონდა 10 მატჩიანი სერია, რომლის დროსაც თითოეულ თამაშში მინიმუმ 20 ქულას აგროვებდა; ეს სერია დასრულდა ტორონტო რაპტორსთან აღებული 26 ქულით (გაიმარჯვა კლივლენდა 116-112).[69] 21 დეკემბერს დააფიქსირა 31 ქულა და კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი გადაცემებში — 13 გადაცემა; ამ მატჩში კავალიერსმა დაამარცხა მილუოკი ბაქსი 113-102.[70] 2017 წლის 23 ინვარს დააგროვა 49 ქულა ნიუ-ორლეან პელიკანსის წინააღმდეგ თუმცა მატჩში კავალიერსი დამარცხდა — ბოლო შვიდი თამაშიდან ეს იყო მათი მეხუთე მარცხი.[71] 1 თებერვალს ირვინგმა კვლავ გააუმჯობესა პირადი კარიერული შედეგი გადაცემებში და მინესოტა ტიმბერვულვზის წინააღმდეგ მოგებულ მატჩში დააგროვა 14 გადაცემა.[72] 3 მარტს ჰქონდა 43 ქულიანი პერფორმანსი ატლანტა ჰოუქსის წინააღმდეგ, რომელიც კავალიერსის გამარჯვებით, ანგარიშით 135-130 დასრულდა. ამ თამაშში კავალიერსმა NBA-ის რეგულარული სეზონის რეკორდი დააფიქსირა 25 ჩაგდებული 3-ქულიანით.[73] 19 მარტლს ირვინგმა ლოს ანჯელეს ლეიკერსის წინააღმდეგ მოგებულ მატჩში (125-120) მოიპოვა 46 ქულა,[74] ხოლო 9 აპრილს ატალანტაა წინააღმდეგ დამატებით დროში წაგებულ თამაშში (126-125) დააგროვა 45 ქულა.[75]
აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალებში მან ბოსტონ სელტიქსის წინააღმდეგ დააფიქსირა playoff-ში ჩაგდებული ქულების პირადი რეკორდი — 42 ქულა; მატჩი 112-99 დასრულდა და სერიაში 3-1 ანგარიშით კავალიერსი დაწინაურდა.[76] მეხუთე თამაშში აღებული 26 ქულით იგი დაეხმარა კავალიერსს, რათა ბოსტონი დაემარცხებინათ და კვლავ დაბრუნებულიყვნენ NBA-ის ფინალებში.[77] თავიდან კავალიერსი ფინალურ სერიაში მარცხდებოდა 3-0, თუმცა მეოთხე თამაშში ირვინგმა დააფიქსირა 40 ქულა და დაეხმარა კავალიერსს, რომ ამ მატჩში მოეპოვებია გამარჯვება გოლდენ სტეიტ უორიორსის წინააღმდეგ.[78] კავალიერსი მეხუთე თამაშში დამარცხდა და სერია წააგო ანგარიშით 4-1.
ბოსტონ სელტიქსი (2017-2019)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2017–18 სეზონი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2017 წლის ივლისში ირვინგმა კავალიერსს გაცვლა მოსთხოვა, რადგან მას ერჩია ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ფიგურა ყოფილიყო გუნდში ვიდრე ლებრონ ჯეიმსთან თამაშის დროს იყო..[79][80] შემდეგ თვეს, 22 აგვისტოს ირვინგი გაიცვალა ბოსტონში აიზია ტომსის, ჯო ქროუდერის, ანტე ზიზიჩისა და 2018 წლის დრაფტის პირველი რაუნდის ბრუკლინ ნეტსის პიკის სანაცვლოდ.[81]
მისი დებიუტი სელტიქსში მოხდა 2017 წლის 17 ოქტომბერს; გუნდი დაუპირისპირდა კლივლენდ კავალიერსს; ირვინგმა ამ თამაშში 22 ქულა და 10 შედეგიანი გადაცემა დააგროვა თუმცა გუნდი მაინც დამარცხდა ანგარიშით 102-99. მას ჰქონდა შანსი, რომ 3-ქულიანის მეშვეობით დაწეოდა კავალიერსს ქულებში, თუმცა მას ეს სროლა ააცილა.[82] 2017 წლის 30 ოქტომბერს მან დააგროვა 24 ქულა და დაეხმარა გუნდს სან ანტონიო სპურსის დამარცხებაში ანგარიშით 108-94. ამ თამაშში მათ 2011 წლიდან მოყოლებული პირველად მოახერხეს სან ანტონიოს დამარცხება. 2017 წლის 6 ნოემბერს ირვინგმა ატლანტა ჰოუკსის წინააღმდეგ დააგროვა 35 ქულა და გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა (110-107); 35 ქულიანი პერფორმანსის შემდეგ იგი გახდა პირველი მოთამაშე სელტიქსის ისტორიაში, ვინც საწყის 11 თამაშში 245 ქულა მოიპოვა.[83] ატლანტასთან მოგებით სელტიქსის ბალანსი 7-2 გახდა და ეს იყო მათი ზედიზედ მეშვიდე მოგებული თამაში; ეს იყო ბოლო შვიდ წელიწადში ბოსტონის ყველაზე დიდი წაუგებელი სერია.[83] 2017 წლის 20 ნოემბერს დალას მავერიკსის წინააღმდეგ მოიპოვა 47 ქულა, საიდანაც 10 დამატებით დროში იყო აღებული; ამ თამაშში ბოსტონმა ზედიზედ მეთექვსმეტე გამარჯვება მოიპოვა.[84] 16 მატჩიანი მოგებათა სერია დასრულდა 22 ნოემბერს, მაიამი ჰიტთან დამარცხებისას.[85] 2018 წლის 11 იანვარს მან დააგროვა 40 ქულა თუმცა გუნდი ორლანდო მეჯიქთან 103-95 დამარცხდა. 2018 წლის 27 იანვარს ირვინგმა გოლდენ სტეიტ უორიორსის წინააღმდეგ წაგებულ მატჩში 37 ქულის მოპოვება შეძლო (იგი თამაშიდან უტევდა 72.2% სიზუსტით).[86] 2018 წლის 24 მარტს ირვინგს დაუდგინეს ტრავმა, რომლის გამოც 3-6 კვირის განმავლობაში კალათბურთის თამაშს ვერ შეძლებდა.[87] ორი კვირის შემდეგ გაირკვა, რომ ირვინგს 2015 წელს NBA-ის ფინალებში მიღებული ტრავმის გამო ოპერაცია ესაჭიროებოდა და ამიტომ იგი ხუთი თვე კალათბურთის თამაშს ვეღარ მოახერხებდა; მისი დაბრუნება მომდევნო სეზონში მოხდებოდა.[88][89]
2018-19 სეზონი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]17 ივნისს, სეზონით გახსნით თამაშში ირვინგმა მარტის შემდგომ პირველი თამაში ითამაშა და ფილადელფია სიქსერსის წინააღმდეგ შვიდი ქულისა და შვიდი შედეგიანი გადაცემის მოგროვება შეძლო. მან ააცილა პირველი რვა სროლა, თუმცა მესამე მეოთხედში საჯარიმო სროლების საშუალებით მოახერხა ქულების მოპოვება.[90] 30 ოქტომბერს მან დააგროვა 31 ქულა და მოიპოვა გამარჯვება დეტროიტ პისტონსის წინააღმდეგ ანგარიშით 108-105.[91] 8 ნოემბერს, ფინიქს სანსის წინააღმდეგ კაირიმ სეზონის უმაღლესი მაჩვენებელი, 39 ქულა დააფიქსირა რომელიდანაც 18 ქულა დამათებით დროში იყო მოპოვებული; ნახსენებ მატჩში ბოსტონმა გაიმარჯვა ანგარიშით 116-109.[92] 16 ნოემბერს მან კვლავ გააუმჯობესა სეზონის უმაღლესი მაჩვენებლი ქულებში — მოიპოვა 43 ქულა და 11 შედეგიანი გადაცემა ტორონტო რაპტორსის წინააღმდეგ მოგებულ მათჩში.[93] 12 დეკემბერს ვაშინგტონ უიზარდსის წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში დააგოროვა 38 ქულა და მოიპოვა გამარჯვება.[94] 16 იანვარს დააფიქსირა კარიერის საუკეთესო შედეგი შედეგიან გადაცემებში — რაპტორსთან 117-108 მოგებულ მატჩშ დააგროვა 18 შედეგიანი გადაცემა.[95] 21 იანვარს მაიამი ჰიტის ჭინააღმდეგ დააგროვა კარიერული მაჩვენებელი — 8 ჩაჭრა.[96] 26 იანვარს მოიპოვა 32 ქულა და 10 შედეგიანი გადაცემა, თუმცა გოლდენ სტეიტ უორირსის წინააღმდეგ გამარჯვება ვერ მოახერხა.[97] კაირიმ 14 მარტს დააფიქსირა კარიერაში მეორე სამმაგი დუბლი 31 ქულით, 12 შედეგიანი გადაცემითა და 10 მოხსნით; შედეგი დააფიქსირა საკრამენტო კინგსის წინააღმდეგ ჩატარებულ შეხვედრაში.[98]
კაირიმ ბოსტონის მაისურით ჩატარებულ პირველ მატჩში დაფიქსირებული შედეგით იგი გახდა მესამემო მოთამაშე ფრენჩაიზის ისტორიაში, რომელმაც playoff-ის სადებიუტი შეხვედრაში 20+ ქულის, 5+ შედეგიანი გადაცემისა და 5+ მოსნის მოპოვება შეძლო; ამ მაჩვენებლით იგი გუნდს დაეხმარა რათა დაემარცხებინათ ინდიანა პეისერსი სერიის პირველ მატჩში (84-74).[99] ამავე სერიის მეორე თამაშში მან 37 ქულის მოპოვება მოახერხა.[100]
ბრუკლინ ნეტსი (2019-დღემდე)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2019 წლის 7 ივლისს ირვინგმა თავისუფალი აგენტის სტატუსით ბრუკლინ ნეტსთან კონტრაქტი გააფორმა.[101]
კარიერა ეროვნულ ნაკრებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ირვინგი იყო აშშ-ის ეროვნული საკალათბურთო ნაკრების წევრი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო 2014 წლის FIBA-ის კალათბურთის მსოფლიო თასზე. იგი გუნდს დაეხმარა, რათა ტურნირში გუნდს მოეპოვებინა ოქროს მედალი. შემდგომში კაირი დასახელდა ამ ტურნირის MVP-იდ. მან ითამაშა ცხრიდან ცხრა თამაში ჩემპიონატში, სადაც საშუალოდ 12.1 ქულასა და 3.6 გადაცემას აგროვებდა. კაირი ირვინგი 2014 წელს დასახელდა ამავე წლის აშშ-ის წლის კაც ათლეტ კალათბურთელად.[102]
2016 წელს ირვინგი აშშ-ის გუნდს დაეხმარა 2016 წლის ზაფხულის ილომპიადაზე ოქროს მედლის მოპოვებაში. ამ გამარჯვებით იგი გახდა მეოთხე კალათბურთელი ისტორიაში, რომელმაც ოლიმპიური ოქრო და NBA-ის ჩემპიონის ტიტული ერთ წელს მოიგო (წინა სამი კალათბურთელი იყო: ლებრონ ჯეიმსი, მაილკ ჯორდანი და სკოტი პიპენი.[103]
კარიერული სტატისტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Legend | |||||
---|---|---|---|---|---|
GP | ნათამაშები თამაშები | GS | სასტარტოში იყო | MPG | დრო თითოეულ თამაშში (წუთებში) |
FG% | სროლის პროცენტი | 3P% | 3-ქულიანების სროლის პროცენტი | FT% | საჯარიმო სროლის პროცენტი |
RPG | მოხსნა თითოეულ თამაშში | APG | შედეგიანი გადაცემა თითოეულ თამაშში | SPG | ჩაჭრა თთოეულ თამაშშ |
BPG | ბლოკი თითოეულ თამაშში | PPG | ქულა შითოეულ თამაშში | Bold | კარიერის უმაღლესი მაჩვენებელი |
NBA
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რეგულარული სეზონი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სეზონი | გუნდი | GP | GS | MPG | FG% | 3P% | FT% | RPG | APG | SPG | BPG | PPG |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
2011-12 | კლივლენდი | 51 | 51 | 30.5 | .469 | .399 | .872 | 3.7 | 5.4 | 1.1 | .4 | 18.5 |
2012-13 | კლივლენდი | 59 | 53 | 34.7 | .452 | .391 | .855 | 3.7 | 5.9 | 1.5 | .4 | 22.5 |
2013-14 | კლივლენდი | 71 | 71 | 35.2 | .430 | .358 | .861 | 3.6 | 6.1 | 1.5 | .3 | 20.8 |
2014-15 | კლივლენდი | 75 | 75 | 36.4 | .468 | .415 | .863 | 3.2 | 5.2 | 1.5 | .3 | 21.7 |
2015-16 | კლივლენდი | 53 | 53 | 31.5 | .448 | .421 | .885 | 3.0 | 4.7 | 1.1 | .3 | 19.6 |
2016-17 | კლივლენდი | 72 | 72 | 35.1 | .473 | .401 | .905 | 3.2 | 5.8 | 1.2 | .3 | 25.2 |
2017-18 | ბოსტონი | 60 | 60 | 32.2 | .491 | .408 | .889 | 3.8 | 5.1 | 1.1 | .3 | 24.4 |
2018-19 | ბოსტონი | 67 | 67 | 33.0 | .487 | .401 | .873 | 5.0 | 6.9 | 1.5 | .5 | 23.8 |
კარიერა | 508 | 508 | 33.8 | .465 | .390 | .875 | 3.6 | 5.7 | 1.3 | .3 | 22.2 |
Playoffs
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სეზონი | გუნდი | GP | GS | MPG | FG% | 3P% | FT% | RPG | APG | SPG | BPG | PPG |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
2014-15 | კლივლენდი | 13 | 13 | 35.7 | .438 | .450 | .841 | 3.6 | 3.8 | 1.3 | .8 | 19.0 |
2015-16 | კლივლენდი | 21 | 21 | 36.9 | .475 | .440 | .875 | 3.0 | 4.7 | 1.7 | .6 | 25.2 |
2016-17 | კლივლენდი | 18 | 18 | 36.3 | .385 | .373 | .905 | 2.8 | 5.3 | 1.3 | .4 | 25.9 |
2018-19 | ბოსტონი | 9 | 9 | 36.7 | .487 | .310 | .900 | 4.4 | 7.0 | 1.3 | .4 | 21.3 |
კარიერა | 61 | 61 | 36.4 | .453 | .398 | .879 | 3.3 | 5.0 | 1.4 | .6 | 23.5 |
კოლეჯი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სეზონი | გუნდი | GP | GS | MPG | FG% | 3P% | FT% | RPG | APG | SPG | BPG | PPG |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
2010-11 | დიუკი | 11 | 8 | 27.5 | .529 | .562 | .901 | 3.4 | 4.3 | 1.5 | .5 | 17.5 |
ჯილდოები და პატივი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]NBA
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 2012 NBA-ის ამომავალი ვარსკვლავების გამოწვევის MVP
- 2012 NBA-ს წლის ახალბედის ჯილდო
- 2012 NBA_ის ყველა ახალბედის პირველი გუნდი
- 6× NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩი: 2013, 2014, 2015, 2017, 2018, 2019
- 2013 3-ქულიანების სროლის კონკურსის გამარჯვებული
- 2014 NBA All-Star მატჩის MVP-ს ჯილდო
- 2015 NBA-ის ყველა-მოთამაშის მესამე გუნდი
- 2016 NBA-ის ჩემპიონი
- სამსართულიანი სამახსოვრო ბანერი კლივლენდში[104][105]
უმაღლესი სკოლა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 2010 2010 McDonald's ყველა-ამერიკელი ბიჭის თამაში
- 2010 Nike Hoop-ის სამიტის ყველა ამერიკელის თამაში
- 2010 ჯორდან ბრანდის უმაღლესი სკოლის ყველა ამერიკელის თამაში
ეროვნული ნაკრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 2014 წლის FIBA-ის კალათბურთის მსოფლიო თასის ოქროს მედალოსანი გამარჯვებული
- 2014 FIBA-ის კალათბურთის მსოფლიო თასის MVP
- 2014 აშშ-ის წლის ათლეტი კაცი კალათბურთელი
- ზაფხულის ოლიმპიადის ოქროს მედალი კალათბურთში
მოქმედი კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2012 წელს ირვინგმა „პეპსი მაქსის“ რეკლამების სერიაზე ბიძია დრიუს როლი შეასრულა.[106][107] მანვე დაწერა და დაარედაქტირა რეკლამის მეორე და მესამე ეპიზოდები; მეორე ეპიზოდი მან გადაიღო ბილ რასლთან და კევინ ლავთან ერთად, ხოლო მესამე ეპიზოდი — ნეიტ რობინსონთან და მაია მურთან.[108] მან აგრეთვე დაწერა და დაარედაქტირა მეოთხე ეპიზოდი (Uncle Drew) რომელიც 2015 წლის ნოემბერში გამოჩნდა და ამ ეპიზოდს იგი იწყებდა ბარონ დევისთან, ჯ. ბ. სმუვთან და რეი ალენთან ერთად.[109] კაირიმ აგრეთვე ბიძია დრიუს როლი ითამაშა 2018 წლის ივნისში გამოსულ ფილმში სახელად „ბიძია დრიუ“; ამ ფილმში იგი სხვა NBA-ის ვარკსვლავებთან ერთად მონაწილეობდა.[110]
2012 წელს იგი გამოჩნდა დისნეი XD-ის სერიალში სახელად Kickin' It.[111]
2018 წელს კაირი გამოჩნდა სერიალ გრიფინების მეჩვიდმეტე სეზონის ეპიზოდში „Big Trouble in Little Quahog“.[112]
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კაირი ირვინგი სიამოვნებას იღებს კითხვისაგან და დააჩნია საკუთარი ჟურნალი.[4] მას აგრეთვე მოსწონს ცეკვა, სიმღერა და ბარიტონ საქსაფონზე დაკვრა. მისი ნათლია როდ სტიკლენდი არის NBA-ის ყოფილი მოთამაშე.[11] მისი ბიძაშვილი აიზია ბრისკო იყო მაღალრეიტინგული კალათბურთელი რომელიც თამაშობდა კენტუკის უნივერსიტეტში 2017 წლის NBA-ის დრაფტის გამოცხარებამდე.[113] კაირის და მის ყოფილ მეგობარ გოგონას ყავთ გოგონა სახელად აზური ელიზაბედ ირვინგი რომელიც 2015 წლის 23 ნოემბერს დაიბადა. აზურის სახელი ელიზაბედი კაირის დედის პატივსაცემად დააქრვეს.[114]
2011 წელს ირვინგმა მამამისს პირობა მისცა, რომ მომავალი 5 წლის განმავლობაში დიუკის უნივერსიტეტში მიიღებდა ბაკალავრის ხარისხს.[115] თუმცა, 2016 წელს მან ვერ მიიღო ბაკალავრის ხარისხი; სტატიაში მან განაცხადა:„როდესაც მე კალათბურთის თამაშს თავს დავანებებ, მაშIნ მე ყურადღებას გავამახვილებ ჩემი ცხოვრების შემდეგ ეტპზე“.[116]
შეთქმულების თეორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2017 წლის თებერვალში ირვინგმა ინტერვიუში გამოაცხადა, რომ მას მიაჩნდა, რომ დედამიწა ბრტყელი იყო.[117] 2017 წლის სექტემბერში მან უარყო ეს იდა და თვა,რომ მან ეს ხუმრობით ნათქვამი იყო.[118] თუმცა, 2018 წლის ივნისში ერთ-ერთ ინტერვიუში როდესაც მას ჰკითხეს აღიარებდა თუ არა დედამიწის მრგვალ ფორმას, მან უპასუხა „არ ვიცი, მე მართლა არ ვიცი“ და დასძინა, რომ „ადამიანებმა უნდა ჩაატარონ საკუთარი კვლევა რათა სჯეროდეთ“, რაგდან „ახლანდელი განათლების სისტემა გაყალბებულია“.[119] 2018 წლის ოქტომბერში კაირიმ დედამიწაზე გაკეთებული განცხადების გამო მოიბოდიშა.[120]
ირვინგმა აგრეთვე გამოაცხადა, რომ მას სხვა „შეთქმულების თეორიებისაც“ სჯეროდა; მათ შორისაა ჯონ ფიცჯერალდ კენედის მკვლელობა ფედერალური რეზერვის მიერ და ბობ მარლის მკვლელობის მცდელობა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მიერ.[121]
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფილმები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Year | Title | Role |
---|---|---|
2018 | ბიძია დრიუ | ბიძია დრიუ |
ტელევიზია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Year | Title | Role | Notes |
---|---|---|---|
2012 | Kickin' It | თავად | ეპიზოდი: "ერთადერთი ძმა"[122] |
2016 | ჩვენ ჩვეულებრივი დათვები ვართ | ეპიზოდი: "ჩარლი ბელი"[123] | |
2018 | გრიფინები | ვერნონ ვათერბერი | ეპიზოდი: "Big Trouble in Little Quahog |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Career statistics and player information from NBA.com, or Basketball-Reference.com დაარქივებული 2012-01-27 საიტზე Wayback Machine.
- Duke Blue Devils bio
- Kyrie Irving on Facebook
- Kyrie Irving on Twitter
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Sharing talent on a big trip home (June 25, 2013).
- ↑ For Kyrie and Dred Irving, a long, winding road took them to a magical draft night (and the Cleveland Cavaliers).
- ↑ Teague family at heart of hoops' little-man revolution. Lee Jenkins. ციტირების თარიღი: December 31, 2015.
- ↑ 4.0 4.1 Kyrie Irving Bio – Duke University. Duke Sports Information (May 16, 2011). ციტირების თარიღი: March 12, 2013.
- ↑ 5.0 5.1 Kyrie Irving is Committed to the Red, White and Blue. usabasketball.com (June 21, 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — August 24, 2010.
- ↑ 6.0 6.1 6.2 6.3 Spears, Marc J.. (June 17, 2011) Irving rewards father's perseverance. Yahoo.com. ციტირების თარიღი: October 8, 2017.
- ↑ Neumann, Thomas. (June 21, 2016) Ben Simmons follows footsteps of these Aussies, Kiwis in NBA. ESPN.com. ციტატა: „Irving holds dual American and Australian citizenship but has lived in the United States since age 2.“ ციტირების თარიღი: October 8, 2017.
- ↑ Nichols, Rachel. (January 11, 2017) Rachel Nichols Sit down Interview with Kyrie Irving. ESPN.
- ↑ Windhorst, Brian. (August 22, 2018) Kyrie Irving finds new name and new family on North Dakota reservation. ESPN.com. ციტირების თარიღი: September 5, 2018.
- ↑ Appleman, Jake (February 29, 2012). „Cavs' Irving, a No. 1 Pick, Is Exceeding Expectations“. NYTimes.com. ციტირების თარიღი: March 12, 2013.
- ↑ 11.0 11.1 11.2 Boyer, Mary (May 31, 2011). „Kyrie Irving wants to remain normal, but Cleveland Cavaliers' potential No. 1 pick is anything but, say coaches, teammates“. The Plain Dealer. ციტირების თარიღი: March 12, 2013.
- ↑ 12.0 12.1 12.2 12.3 2010 USA Junior National Select Team Media Guide (PDF). USA Basketball (April 7, 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — September 15, 2012. ციტირების თარიღი: March 13, 2013.
- ↑ Zagoria, Adam. (January 19, 2009) Kyrie Irving ready to return after wait period. RivalsHigh (Yahoo! Sports). დაარქივებულია ორიგინალიდან — December 10, 2014. ციტირების თარიღი: March 13, 2013.
- ↑ 2011 Prospect Rating – Top 150. Rivals.com (November 11, 2011). ციტირების თარიღი: March 13, 2013.
- ↑ College Basketball Team Recruiting Prospects. Scout.com (2011). ციტირების თარიღი: March 13, 2013.
- ↑ Huff, Doug. (February 22, 2010) St. Patrick banned from state tourney. ESPNRise.com. ციტირების თარიღი: March 16, 2013.
- ↑ Ceglinsky, Sean. (January 20, 2010) It's the USA Against Everyone Else. Slam Online. ციტირების თარიღი: March 13, 2013.
- ↑ Kyrie Irving Selected For McDonald's All-American Game. Duke Sports Information (February 12, 2010). ციტირების თარიღი: March 14, 2013.
- ↑ Harrison Barnes And Kyrie Irving Named Co-MVPs Of The 2010 Jordan Brand Classic. TheStreet.com (April 18, 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 2, 2013. ციტირების თარიღი: March 12, 2013.
- ↑ Irving & Hairston Win Gold With USA U18 Team. USA Basketball (July 1, 2010). ციტირების თარიღი: March 14, 2013.
- ↑ „Duke guard Kyrie Irving out indefinitely with toe injury“. usatoday.com. Associated Press. December 9, 2010. ციტირების თარიღი: August 6, 2012.
- ↑ Kirk, Jason. Kyrie Irving Could Return To Play In NCAA Tournament First Round Vs. Hampton. sbnation.com. ციტირების თარიღი: August 6, 2012.
- ↑ Hall, Tim. Irving says toe feels good, could play in NCAA. wralsportsfan.com. ციტირების თარიღი: August 6, 2012.
- ↑ „Derrick Williams, Arizona crush Duke's hopes to repeat as champions“. ESPN. Associated Press. ციტირების თარიღი: August 6, 2012.
- ↑ „Cleveland Cavaliers select Kyrie Irving as first overall pick in NBA draft“. Guardian. London. June 24, 2005. ციტირების თარიღი: June 24, 2011.
- ↑ Hoffman, Benjamin (June 23, 2011). „In Draft Considered Low Impact, Cavaliers Choose Duke's Irving First“. New York Times. ციტირების თარიღი: June 24, 2011.
- ↑ Irving steals Rising Stars Challenge as Lin goes silent დაარქივებული 2012-07-03 საიტზე Wayback Machine. . Usatoday.com (February 24, 2012). Retrieved on 2012-05-05.
- ↑ Boyer, Mary Schmitt. (May 15, 2012) Early failure set path to Rookie of the Year success for Cleveland Cavaliers' Kyrie Irving. The Plain Dealer. ციტირების თარიღი: May 16, 2012.
- ↑ Irving, Rubio headline 2011–12 NBA All-Rookie First Team. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 25, 2012. ციტირების თარიღი: May 23, 2012.
- ↑ „Cavaliers' Kyrie Irving named Kia Rookie of the Year“ (პრეს-რელიზი). NBA. May 15, 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 15, 2012.
- ↑ ESPN.com Retrieved November 19, 2012.
- ↑ "Kyrie Irving drops career-high 41, but Cavs fall to Knicks." ESPN.com Retrieved December 16, 2012.
- ↑ basketballreference.com, 2013 NBA All-Star Game Box Score დაარქივებული 2019-08-08 საიტზე Wayback Machine. , accessed July 22, 2013.
- ↑ Team Shaq at Team Chuck.
- ↑ nba.com Irving wins Foot Locker Three-Point Contest, accessed July 22, 2013.
- ↑ espn.com, Kyrie Irving Stats, accessed July 22, 2013.
- ↑ release, Official. Curry starts in first All-Star Game; LeBron top vote-getter.
- ↑ East at West.
- ↑ Jazz at Cavaliers.
- ↑ Bobcats at Cavaliers.
- ↑ NBA. (April 5, 2014) Kyrie Irving Scores a Career-High 44 Points!.
- ↑ Cavaliers and Kyrie Irving Sign Contract Extension.
- ↑ Cavs owner on Irving deal: Big piece of plan.
- ↑ 44.0 44.1 Kyrie Irving 2014-15 Game Log - Basketball-Reference.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-05-25. ციტირების თარიღი: 2019-05-25.
- ↑ Cavaliers at Hornets.
- ↑ Cavs' Irving (back) out Monday vs. Sixers.
- ↑ Rockets at Cavaliers.
- ↑ Trail Blazers at Cavaliers.
- ↑ Kyrie Irving drops a career-high 57 points to lead Cavaliers over Spurs in overtime.
- ↑ Cavaliers at Spurs.
- ↑ Cleveland Cavaliers open postseason as odds on favorite to win the Eastern Conference, Las Vegas says.
- ↑ Celtics at Cavaliers.
- ↑ Kyrie Irving on playing alongside LeBron James: 'I became a fan'.
- ↑ Cavaliers Status Update – Kyrie Irving – June 5, 2015. NBA.com (June 5, 2015). ციტირების თარიღი: June 6, 2015.
- ↑ Cavs' Kyrie Irving Suffers Kneecap Fracture, Out For Finals. BallerStatus.com (June 5, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 6, 2015. ციტირების თარიღი: June 6, 2015.
- ↑ Kyrie Irving, Cleveland Cavaliers will not rush his return from knee injury; he may not play until January, sources say.
- ↑ 76ers vs Cavaliers.
- ↑ თარგი:Cite )web
- ↑ Kings vs Cavaliers.
- ↑ Lakers vs Cavaliers.
- ↑ Pistons vs Cavaliers.
- ↑ Cavaliers vs Pistons.
- ↑ Cavaliers vs Warriors.
- ↑ Cavaliers vs Warriors.
- ↑ Cavaliers vs Warriors.
- ↑ Knicks vs. Cavaliers - Game Recap - October 25, 2016 - ESPN.
- ↑ Cavaliers vs. Raptors - Game Recap - October 28, 2016 - ESPN.
- ↑ Cavaliers vs. 76ers - Game Recap - November 27, 2016 - ESPN.
- ↑ Cavaliers vs. Raptors - Game Recap - December 5, 2016 - ESPN.
- ↑ Bucks vs. Cavaliers - Game Recap - December 21, 2016 - ESPN.
- ↑ Cavaliers vs. Pelicans - Game Recap - January 23, 2017 - ESPN.
- ↑ Timberwolves vs. Cavaliers - Game Recap - February 1, 2017 - ESPN.
- ↑ Cavaliers vs. Hawks - Game Recap - March 3, 2017 - ESPN.
- ↑ Cavaliers vs. Lakers - Game Recap - March 19, 2017 - ESPN.
- ↑ Hawks cap 26-point rally vs. Cavaliers with stunning OT win. ESPN.com (April 9, 2017). ციტირების თარიღი: April 9, 2017.
- ↑ Kyrie Irving scores career playoff high 42 points to lead Cavs over Celtics. ESPN.com (May 23, 2017). ციტირების თარიღი: May 24, 2017.
- ↑ James passes Jordan, Cavs back in Finals with 135-102 win. ESPN.com (May 25, 2017). ციტირების თარიღი: May 25, 2017.
- ↑ LeBron, Cavs end Warriors' perfect postseason run in Game 4. ESPN.com (June 9, 2017). ციტირების თარიღი: June 10, 2017.
- ↑ Windhorst, Brian (July 21, 2017). „Kyrie Irving requesting trade out of Cleveland to find bigger role“. ABC News. ციტირების თარიღი: August 28, 2017.
- ↑ Irving's trade demand conveys latest disconnect in Cleveland. ESPN.com (July 22, 2017). ციტირების თარიღი: July 26, 2017.
- ↑ Celtics Acquire Four-Time All-Star Kyrie Irving. NBA.com (August 22, 2017). ციტირების თარიღი: August 22, 2017.
- ↑ Hayward breaks ankle, Cavs hold off Celtics 102-99 in opener. ESPN.com (October 17, 2017). ციტირების თარიღი: October 17, 2017.
- ↑ 83.0 83.1 Irving, Celtics hold off Hawks in closing minutes. ESPN.com (November 6, 2017). ციტირების თარიღი: November 6, 2017.
- ↑ Irving's 47 lead Celtics past Mavericks to maintain streak. ESPN.com (November 20, 2017). ციტირების თარიღი: November 20, 2017.
- ↑ Heat top Celtics 104-98, snap Boston's 16-game win streak. ESPN.com (November 22, 2017). ციტირების თარიღი: November 22, 2017.
- ↑ Curry scores 13 points over final 1:42, Warriors beat Boston. ESPN.com (January 27, 2018). ციტირების თარიღი: January 28, 2018.
- ↑ Kyrie Irving Injury Update. NBA.com (March 24, 2018). ციტირების თარიღი: March 24, 2018.
- ↑ Kyrie Irving Injury Update. NBA.com (April 5, 2018). ციტირების თარიღი: April 5, 2018.
- ↑ Wojnarowski, Adrian. (April 5, 2018) Kyrie Irving won't return this season, including playoffs. ESPN.com. ციტირების თარიღი: April 5, 2018.
- ↑ Celtics beat 76ers 105-87 as Hayward, Irving make returns. ESPN.com (October 16, 2018). ციტირების თარიღი: October 16, 2018.
- ↑ Irving scores 31, Celtics beat Pistons again 108-105. ESPN.com (October 30, 2018). ციტირების თარიღი: October 30, 2018.
- ↑ Irving, Celtics rally from 22 down to top Suns 116-109 in OT. ESPN.com (November 8, 2018). ციტირების თარიღი: November 8, 2018.
- ↑ Kyrie scores 43, Celtics beat Raptors 123-116 in OT. ESPN.com (November 16, 2018). ციტირების თარიღი: November 16, 2018.
- ↑ Irving scores Boston's last 12 in 130-125 OT win at Wizards. ESPN.com (December 12, 2018). ციტირების თარიღი: December 12, 2018.
- ↑ Irving's 27 points, 18 assists leads Celtics past Raptors. ESPN.com (January 16, 2019). ციტირების თარიღი: January 17, 2019.
- ↑ Hass, Trevor. (January 21, 2019) Kyrie Irving registered a career-high 8 steals against the Miami Heat. Boston.com. ციტირების თარიღი: January 22, 2019.
- ↑ Warriors win 10th straight, beat Celtics 115-111. ESPN.com (January 26, 2019). ციტირების თარიღი: January 27, 2019.
- ↑ Irving's triple-double leads Celtics past Kings 126-120. ESPN.com (March 14, 2019). ციტირების თარიღი: March 14, 2019.
- ↑ Irving, Morris lead Celtics' rally past Pacers in Game 1. ESPN.com (April 14, 2019). ციტირების თარიღი: April 15, 2019.
- ↑ Irving scores 37, Celtics beat Pacers 99-91 for 2-game lead. ESPN.com (April 17, 2019). ციტირების თარიღი: April 18, 2019.
- ↑ BROOKLYN NETS SIGN SIX-TIME ALL-STAR AND NBA CHAMPION KYRIE IRVING (July 7, 2019). ციტირების თარიღი: July 7, 2019.
- ↑ „NBA rookie-of-the-year candidate Kyrie Irving opts not to represent Australia at London Olympics“. Fox Sports (Australia). March 6, 2012. ციტირების თარიღი: June 14, 2016.
- ↑ „Kyrie Irving lauded by Team USA“. ESPN. December 21, 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 22, 2014.
- ↑ STACK on Twitter.
- ↑ Kyrie Irving's Iconic Game 7 Shot Has Been Immortalized In Cleveland (October 24, 2016).
- ↑ Kyrie Irving Reveals 'Uncle Drew' Inspiration. Bleacher Report. ციტირების თარიღი: January 15, 2013.
- ↑ Love Appears In Successful "Uncle Drew" Series. NBA. ციტირების თარიღი: January 15, 2013.
- ↑ Thornburgh, Tristan. Pepsi Max and Kyrie Irving Present Uncle Drew Chapter 3.
- ↑ Pepsi. (November 12, 2015) Uncle Drew - Chapter 4 - Pepsi.
- ↑ Gould, Andrew. Kyrie Irving Reveals June 29 Release Date for 'Uncle Drew' Movie. ციტირების თარიღი: February 14, 2018.
- ↑ Irving on Disney show, return of his 'uncle'.
- ↑ Yang, Nicole. (October 22, 2018) Kyrie Irving got a credit in the most recent episode of 'Family Guy'. Boston.com. ციტირების თარიღი: December 19, 2018.
- ↑ Jordan, Jason (April 1, 2015). „Isaiah Briscoe's on-court cockiness helps him consistently dominate“. USA Today. ციტირების თარიღი: June 23, 2015.
- ↑ Fedor, Chris (November 24, 2015). „Kyrie Irving announces birth of his daughter, says 'she came into the world to bring a shine to my world'“. Cleveland.com. ციტირების თარიღი: September 29, 2016.
- ↑ Leung, Diamond (May 19, 2011). „Kyrie Irving plans on degree in five years“. ESPN. ციტირების თარიღი: August 21, 2014.
- ↑ NBA star Kyrie Irving changes course, puts Duke degree on hold despite previous commitment. ციტირების თარიღი: 2019-05-07
- ↑ "Episode 7: Road Trippin' with RJ & Channing", NBA.com (National Basketball Association), February 17, 2017, http://www.nba.com/cavaliers/features/road-trip-170217. წაკითხვის თარიღი: February 18, 2017
- ↑ Bean, DJ. Kyrie Irving tells T&R he was trolling with flat earth stuff (September 25, 2017). ციტირების თარიღი: September 26, 2017.
- ↑ Edevane, Gillian. (2018-06-09) Is Kyrie Irving trolling, or does he really think the earth is flat? We may never know en-US. ციტირების თარიღი: 2019-05-07
- ↑ Kyrie Irving apologizes for saying Earth is flat: 'Didn't realize the effect'. ციტირების თარიღი: October 2, 2018.
- ↑ Shamus, Gregory. (August 23, 2017) This is what Kyrie Irving said about the earth being flat. The Boston Globe. ციტირების თარიღი: September 7, 2017.
- ↑ Irving on Disney show, return of his 'uncle' (October 22, 2012). ციტირების თარიღი: June 28, 2018.
- ↑ VIDEO: Damian Lillard, Kyrie Irving And Paul George To Appear On 'We Bare Bears' Cartoon (February 6, 2016). ციტირების თარიღი: June 30, 2018