კალამიტის ყურე
იერსახე
კალამიტის ყურე | |
---|---|
კალამიტის ყურე | |
ზოგადი ინფორმაცია | |
ოკეანის აუზი | ატლანტის ოკეანე |
ტიპი | ყურე |
საშუალო სიღრმე | 30 მ |
კალამიტის ყურე (უკრ. Каламітська затока) — ყურე შავ ზღვაში, ყირიმის ნახევარკუნძულის დასავლეთ ნაპირთან. ხმელეთში იჭრება 13 კმ-ზე. შესასვლელთან სიგანე 41 კმ აღწევს. სიღრმეები 30 მ-მდეა. ჩრდილოეთიდან შემოზღუდულია ევპატორიის კონცხით, ხოლო სამხრეთიდან ლიკულის კონცხით. ერთვის მდინარეები ალმა და ბულგანაკი. დამახასიათებელია დაბალი ქვიშიანი ნაპირები. სანაპიროზე ბევრია მარილიანი ტბა. ჩრდილოეთ ნაპირთან იჭრება ევპატორიის უბე.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კალამიტის ყურე — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)