კარტოფილის ჩიფსი
ალტერნატიული სახელები |
კრისპსი (ბრიტანული და ირლანდიური ინგლისური) |
---|---|
რიგითობა | ხემსი, გარნირი |
წარმოშობის ადგილი | გაერთიანებული სამეფო, 1817 |
ტემპერატურა სერვირების დროს | ოთახის ტემპერატურა |
|
კარტოფლის ჩიფსი (ხშირად მოიხსებიენა, როგორც მხოლოდ ჩიფსი) ან კრისპსი (ბრიტანეთსა და ირლანდიაში) არის კარტოფილის თხელი ნაჭრები, რომლებიც იწვება ან ცხვება მანამ, სანამ ხრაშუნა არ გახდება. მათ ხშირად მიირთმევენ როგორც წასახემსებლებს, მთავარ კერძთან ერთად ან აპეტაიზერად. ძირითადად ჩიფსები მარილიანია. დღესდღეობით კატოფლის ჩიფსების მრავალი სპეციალური არომატი არსებობს, რისთვისაც კარტოფილს უმატებენ სხვადასხვა მარცვლეულს, სანელებლებს, ყველს, ბუნებრივ არომატიზატორებს, ხელოვნური არომატიზატორებსა და დანამატებს. ჩიფსი ძალიან პოპულარულ წასახემსებელს წარმოადგენს დასავლეთის ქვეყნებში. 2005 წელს კარტოფილის ჩიპსების მაკაკრნფჯგლობალურმა შემოსავალმა 16,49 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა შეადგინა, რაც ამ წელს მთლანად წასახემსებლების მიერ გამომუშავებული თანხის 35,5% -ია. [1]
წარმოშობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დღევანდელი კარტოფილის ჩიფსის უძველესი რეცეპტი უილიამ კეჩინერის წიგნში ,,მზარეულის მჭერმეტყველება" წერია, რომელიც 1817 წელს გამოიცა. წიგნი ბესტსელერი იყო გაერთიანებულ სამეფოსა და შეერთებულ შტატებში. [2] 1822 წლის გამოცემის რეცეპტში წერია: ,,გაფრცქვენით დიდი ზომის კარტოფილი და დაჭერით მრგვალად. გაახვიეთ სუფთა ნაჭერში და გააშრეთ. მოგვიანებით ნელ- ნელა ჩაუშვით ზეთში."[3] 1825 წლის ბრიტანულ წიგნში, რომელისც ფრანგული სამზარეულოს შესახებაა, ჩიფსები მოხსენიებულია, როგორც "Pommes de Terre frites" , რომელიც გამდნარ კარაქში იწვება, მოგვიანებით - კი მარილს აყრიან. [4]
პროდუქცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მე-20 საუკუნეში, კარტოფლის ჩიფსები რესტორნების გარეთ გავრცელდა და სახლებში მისი მასობრივი წარმოება დაიწყო. დაიტონში, ოჰაიოს შტატში 1910 წელს წარმოიქმნა კარტოფლის ჩიფსების კომპანია, სახელწოდებიით Mikesell's. ეს ,,უძველესი კარტოფლის ჩიფსების მწარმოებელი კომპანიაა ამერიკის შეერთებულ შტატებში". [5] ახალ ინგლისში შეიქმნა კომპანია Tri-Sum Potato Chips 1908 წელს, ლეომინსტერში, მასაჩუსეტსის შტატში, რომელიც ამერიკის პირველი კარტოფილის ჩიფსების მწარმოებლად ითვლება.
რეგიონალური ვარიაციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კანადა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კარტოფლის ჩიფსების კანადური ვარიანტის არომატებია მწვადი, არაჟანი და ხახვი, ასევე მარილი და ძმარი. ლეისმა (Lays) ახლახან გამოაქვეყნა კანადური სტილის ახალი ჩიფსები. ესენია: ზღვის მარილისა და ძმრის არომატიანი ჩიფსები, თაფლიანი მწვადის ჩიფსები და ზღვის მარილისა და თეთრი ჩედერის არომატიანი ჩიფსები. [6] ლობლაუ, კანადის უდიდესი საცალო ვაჭრობის მაღაზიათა ქსელი, მყიდველებს უცნაური არომატის ჩიფსებს სთავაზობს, როგორიცაა: ნეკერჩხლის ბეკონი, იამაიკური ქათამი, ბერძნული ფეტა და ზეთისხილი და ნეკნების მწვადი.
ირლანდია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ირლანდიაში ორი, ყველაზე გავრცელებული არომატი არის ყველი და ხახვი და მარილი და ძმარი. ირლანდიაში სიტყვა "Tayto" გამოიყენება კარტოფლის ჩიფსის აღწერისთვისაც. ტაიტო ადგილობრივი ჩიფსების მწარმოებელი ბრენდია. ამ სახელით აღნიშნავენ იმ ჩიფსებსაც, რომლებსაც ტაიტო არ აწარმოებს. 300
კოლუმბია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კოლუმბიაში იყიდება: ლიმონის, ქათმის, ჩორიზოს, ნეკნების სტეიკისა და სოკოს სოუსის ჩიფსები. [7]
დასავლეთ ევროპა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გერმანიაში, ბელგიასა და ნიდერლანდებში ტრადიციულად მხოლოდ ორი არომატი იყო ხელმისაწვდომი, წითელი წიწაკა (პაპრიკა, რომელსაც ზოგჯერ უნგარიშსაც უწოდებენ ("უნგრულიდან")) და მარილიანი (გესალცენი). სწორედ ეს არომატებია დღეს- დღეისობით ყველაზე პოპულარულები. ზოგიერთმა ადგილობრივმა ბრენდებმა სხვა არომატიანი ჩიფსების წარმოებაც დაიწყეს, როგორებიცაა არაჟანი და ხახვი, ყველი,აღმოსავლური და ეგზოტიკური სუნელები და სხვა.
იაპონია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იაპონური არომატები მოიცავს: ნორიშიოს (ნორის და მარილს), ვუასაბი, სოიას სოუსი, ნიორი, კარაქი, ქლიავი, პიცა, მწვადი, მაიონეზი და შავი პილპილი.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ "PotatoPro/Datamonitor" Potatopro.com. Archived from the original on 15 July 2011. Retrieved 26 May 2009.
- ↑ McElwain, Aoife (17 June 2019). "Did Tayto really invent cheese and onion crisps?". The Irish News.
- ↑ Berry, Steve & Norman, Phil (14 July 2014). "Crisps buoyed Britain in its darkest hour". The Telegraph. Archived from the original on 3 October 2014. Retrieved 26 August 2014.
- ↑ An English Physician, French Domestic Cookery, London: Thomas Boys, 1825, recipe 692, p. 238
- ↑ Katz, Marc (16 May 2010). "Mike-Sell's celebrating 100 years of potato chips; The company could be the oldest continuous potato chip operation in world". Dayton Daily News. Archived from the original on 3 November 2013.
- ↑ "Lay's Canadian website". Archived from the original on 31 October 2012. Retrieved 21 October 2012.
- ↑ "Super Ricas Productos". Super Ricas. Archived from the original on 23 June 2015. Retrieved 15 June 2015