კეი ბეილი ჰატჩინსონი
კეი ბეილი ჰატჩინსონი Kay Bailey Hutchison | |
აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი ნატოში | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 28 აგვისტო, 2017 |
პრეზიდენტი | დონალდ ტრამპი |
წინამორბედი | დაგლას ლიუტი |
აშშ-ის სენატორი ტეხასის შტატიდან | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
14 ივნისი, 1993 – 3 იანვარი, 2013 | |
წინამორბედი | რობერტ კრიუგერი |
მემკვიდრე | ტედ კრუზი |
დაბადებული | 22 ივლისი, 1943 გალვესტონი, ტეხასი, აშშ |
პოლიტიკური პარტია | რესპუბლიკური პარტია |
მეუღლე | რეი ჰატჩინსონი |
განათლება | ტეხასის უნივერსიტეტი ოსტინში |
რელიგია | ანგლიკანიზმი |
კეი ბეილი ჰატჩინსონი (ინგლ. Kay Bailey Hutchison, დაბადებით კეტრინ ენ ბეილი ინგლ. Kathryn Ann Bailey; დ. 22 ივლისი 1943, გალვესტონი, ტეხასი, აშშ) — ამერიკელი პოლიტიკოსი, აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი ნატოში 2017 წლის 28 აგვისტოდან. აშშ-ის სენატის წევრი ტეხასის შტატიდან 1993—2013 წლებში, რესპუბლიკური პარტიის წევრი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კეი ბეილი ჰატჩინსონი დაიბადა 1943 წლის 22 ივლისს გალვესტონში, ტეხასის შტატი[1]. იგი გაიზარდა და დაასრულა გალვესტონის ახლოს მდებარე ქალაქ ლა-მარკის საშუალო სკოლა, ხოლო შემდეგ სწავლობდა ოსტინში მდებარე ტეხასის უნივერსიტეტში, რომელიც 1967 წელს დაასრულა[1].
1972 წლიდან 1976 წლამდე იყო ტეხასის წარმომადგენელთა პალატის წევრი. 1976 წლიდან 1978 წლამდე ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს ვიცე-პრეზიდენტია[1].
1982 წელს მონაწილეობა მიიღო აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის არჩევნებში ტეხასის მესამე ოლქიდან, მაგრამ პრაიმერიზში წააგო სტივ ბარტლეტთან. 1990 წლიდან 1993 წლამდ იყო ტეხასის შტატის ხაზინადარი[1].
1993 წელს ტეხასიდან აშშ-ის სენატში გათავისუფლდა ადგილი, რადგან წინა სენატორმა ლოიდ ბენტსენმა მიიღო შეთავაზება დაეკავებინა აშშ-ის ფინანსთა მინისტრის თანამდებობა. მის დროებით შემცვლელად დანიშნეს დემოკრატი რობერტ კრიუგერი, მაგრამ გაიმართა არჩევნები, რათა გადაეწყვიტათ ვინ დაიკავებდა სენატორის ადგილს წინა სენატორის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე.
ვადამდელი არჩევნები გაიმართა 1993 წლის 6 ივნისს. კანდიდატები იყვნენ რობერტ კრიუგერი (დემოკრატიული პარტია) და კეი ბეილ ჰატჩინსონი (რესპუბლიკური პარტია). გაიმარჯვა ჰატჩინსონმა და მიიღო ამომრჩეველთა ხმების 67,34 %[2]. ამრიგად, იგი გახდა პირველი ქალი სენატორი ტეხასის შტატიდან. სენატორის უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა 1993 წლის 14 ივნისიდან[3].
ჰატჩინსონი აღნიშნულ თანამდებობაზე კიდევ სამჯერ აირჩიეს 1994, 2000 და 2006 წლებში. 2012 წლის არჩევნებში მას მონაწილეობა არ მიუღია და მის შემცვლელად აირჩიეს ტედ კრუზი[4], ასევე რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი, რომელმაც ოფიციალურად კეი ბეილ ჰატჩინსონი შეცვალა 2013 წლის 3 იანვარს.
2013 წლის თებერვლიდან კეი ბეილი ჰატჩინსონი მუშაობს დალასში მდებარე იურიდიული ფირმის Bracewell & Giuliani-ის უფროს ადვოკატად[5].
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კეი ბეილ ჰატჩინსონი 1982 წელს მეორედ გათხოვდა და ცოლად გაჰყვა დალასელ პროკურორსა და პოლიტიკოსს რეი ჰატჩინსონს (მისი პირველი ქორწინება მხოლოდ 2 წელი გაგრძელდა 1967 წლიდან 1969 წლამდე)[6].
ჰატჩისნონების წყვილს შეეძნათ 2 შვილი (ჰიუსტონ ტეილორი და კეტრინ ბეილი), გარდა ამისა რეი ჰატჩინსონს ჰყავს ორი შვილი წინა ქორწინებიდან ბრენდა და ჯულია[7].
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Hutchison, Kathryn Ann Bailey (Kay) (HTML). Biographical Directory of the United States Congress — bioguide.congress.gov. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-24. ციტირების თარიღი: 31.08.2012.
- ↑ TX US Senate - Special Runoff (HTML). www.ourcampaigns.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-24. ციტირების თარიღი: 02.09.2012.
- ↑ Hutchison, Kay Bailey (HTML). www.ourcampaigns.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-24. ციტირების თარიღი: 02.09.2012.
- ↑ Jay Root. (November 6, 2012) Ted Cruz Easily Wins U.S. Senate Race (HTML). The Texas Tribune — www.texastribune.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-12. ციტირების თარიღი: 28.12.2012.
- ↑ Kay Bailey Hutchison joins Bracewell & Giuliani as senior counsel (HTML). The Dallas Morning News, www.dallasnews.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-06. ციტირების თარიღი: 03.04.2013.
- ↑ Index to Politicians: Hutchison to Hyche (HTML). politicalgraveyard.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-24. ციტირების თარიღი: 02.09.2012.
- ↑ Kay Bailey Hutchison (HTML). www.nndb.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-24. ციტირების თარიღი: 02.09.2012.