კელტური ენები
კელტური kɛltɪk | |
გავრცელებულია | დიდი ბრიტანეთი |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | ინდოევროპული ოჯახი: |
დამწერლობის სისტემა | ლათინური |
ენის კოდები | ISO 639-2: cel |
რუკა | |
მოლაპარაკეთა არეალი |
კელტური ენები — მონათესავე ენათა ჯგუფი, ნაწილი ინდოევროპული ენების ოჯახისა. ოდესღაც კელტურ ენებზე ლაპარაკობდნენ დასავლეთ და ცენტრალური ევროპის დიდ ნაწილში, ისინი ახლა შემორჩენილია მხოლოდ უკიდურეს დასავლეთით: ირლანდიაში, უელსში, ბრეტანში, კორნუოლში, შოტლანდიაში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კელტური ენების და ერების გავრცელება ევროპაში დაკავშირებული არის რკინის ხანასთან ხოლო შემდგომ ლათინურ კულტურასთან. სავარაუდო სამშობლოდ მიიჩნევა ცენტრალური ევროპა მდინარე რაინსა და დუნაის შორის. I ათასწლეულის პირველ ნახევარში მათ შეაღწიეს ბრიტანეთის კუნძულზე დაახლოებით VII-ში ჩვ.წ, გალიაში VI-ში ჩვ.წ., იბერიის ნახევარკუნძულზე V-ში ჩვ.წ. ისინი ვრცელდებოდნენ სამხრეთით ალპების გავლით და სახლდებოდნენ ჩრდილოეთ იტალიაში და ბოლოს III საუკუნეში ჩვ.წ. მიაღწიეს საბერძნეთამდე და მცირე აზიამდე.
კლასიფიკაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კელტური ენები ინდოევროპული ენების ერთ-ერთი დასავლური ოჯახია. ის ახლოსაა იტალიკურ და გერმანიკულ ენებთან. მიუხედავად ამისა კელტურ ენებს ყველა შეხედულებით არ ჩამოუყალიბდა სპეციფიკური ერთობა სხვა ჯგუფებთან, როგორც ზოგჯერ ადრე თვლიდნენ. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსგავსი ჰიპოთეზა კელტურ-იტალიკურის ენების ერთობისა ეკუთვნის ფრანგ მეცნიერ ანტუან მეიეს.
კელტური ენები იყოფა ოთხ ძირითად ჯგუფად: გოიდელური, ბრიტული, გალიური და ჰისპანო-კელტური.
კელტური ენების შიდა გენეალოგიურ კლასიფიკაციასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი მოსაზრებებია. ძირითადი ჰიპოთეზის მიხედვით კელტურ ენებს ყოფენ კუნძულოვან (ახალ კელტურ) ენებად და კონტინენტურ (ძველ კელტურ) ენებად. მსგავსი დაყოფა ხდება, როგორც ლინგვისტური, ასევე ქრონოლოგიური ურთიერთკავშირის და ტერიტორიული გავრცელების მიხედვით. კუნძულოვან ენათა ჯგუფში აჯგუფებენ ცოცხალ და არც ისე დიდი ხნის წინ გამქრალი ენებს: ბრიტულს და გოიდელურს, ხოლო კონტინენტურში მკვდარ და ძალიან ცუდად დოკუმენტირებული ენებს: ჰისპანო-კელტურს და გალიურს. ჰიპოთეზის მომხრეები ყურადღებას ამახვილებენ ლინგვისტურ მახასიათებლებზე, რომელიც V საუკუნის შემდეგ გაჩნდა ძირითადად კუნძულოვანი ენებში, მათ შეიძინეს გარკვეული განმასხვავებელი ნიშნები, რომელთა უმრავლესობაც უნიკალურია არა მარტო კელტური ენების ფარგლებში, არამედ მთლიანად ინდოევროპულ ოჯახში.
მეორე ჰიპოთეზის მიხედვით ეგრეთ წოდებულ Q ჯგუფის ენებში ერთიანდება გალიური და ბრიტული ენები, ხოლო P ჯგუფში ჰისპანო-კელტური ენები და გოიდელური ენები.
კუნძულოვანი კელტური ენები
- ბრიტული ენები
- დასავლეთ ბრიტული ენები
- კუმბრიკული ენა
- უელსური ენა
- სამხრეთ-დასავლეთ ბრიტული ენები
- ბრეტონული ენა
- კორნუოლური ენა
- პიქტური ენა
- დასავლეთ ბრიტული ენები
- გოიდელური ენები
კონტინენტალური ენები
- გალიური ენები
- გალიური ენა
- ლეპონტიური ენა
- გალათიური ენა
- ნორიული ენა
- ჰისპანო-კელტური ენები
- კელტიბერიული ენა
- გალეციური ენა
- ლუზიტანური ენა ?
- ტარტესიული ენა ?
დღევანდელი მდგომარეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ენა | მშობლიური სახელი | ჯგუფი | სულ მოსაუბრე | არეალი |
---|---|---|---|---|
უელსური ენა | Cymraeg | ბრიტული ენები | უელსი: 611 000 ინგლისი: 150 000 არგენტინა: 5 000 |
უელსი |
ირლანდიური ენა | Gaeilge | გოიდელური ენები | ირლანდიის რესპუბლიკა: 538 283 ჩრდ. ირლანდია: 95 000 აშშ: 18 000 |
ირლანდია |
ბრეტონული ენა | Brezhoneg | ბრიტული ენები | ბრეტანი: 200 000 | ბრეტანი |
შოტლანდიური ენა | Gàidhlig | გოიდელური ენები | შოტლანდია:92 400 | შოტლანდია |
კორნუოლური ენა | Kernewek | ბრიტული ენები | კორნუოლი: 3 000 | კორნუოლი |
მენური ენა | Gaelg | გოიდელური ენები | მენი: 1 700 | კუნძული მენი |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 464.