მიიჩნევენ, რომ ინდიელებისა და ესკიმოსების წინაპრები გადასახლდნენ ამერიკაში 30-20 ათასი წლის წინ, ჩრდილო-აღმოსავლეთი აზიიდანბერინგის ზღვისა და სრუტის გავლით. პირველი ახალმოსახლეების კულტურის დონე შეესაბამებოდა ძველი მსოფლიოს გვიანპალეოლითურ და მეზოლითურ კულტურებს. ინდიელების გადასახლება ორივე კონტინენტზე და მათ მიერ ახალი მიწების შესწავლა მრავალი ათასწლეულის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ამერიკის კოლინიზაციამდე (დაიწყო XVI საუკუნეში) ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ტომების უმრავლესობა თემური და ტომობრივი წყობის სხვადასხვა სტადიაზე იყო: ზოგიერთ ტომში დომინირებდა მდედრობითი სქესი (იროკეზები, მუსკოგები, ჰოპი, მდინარე ამაზონის აუზის მრავალი ტომი და სხვა), სხვებთან დომინირებდა მამრობითი სქესი (ჩრდილოეთ ამერიკის ჩრდილო-დასავლეთისა და სამხრეთ-დასავლეთის ტომები, სამხრეთ ამერიკის მრავალი ტომი). ხალხების ნაწილი იმყოფებოდა თემური წყობილებიდან კლასობრივ საზოგადეობაზე გადასვლის სხვადასხვა სტადიაზე. ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ინდიელები (აცტეკები, მაია, ინკები) უკვე კლასობრივ საზოგადოებებად ცხოვრობდნენ.
Гуляев В. И., Америка и Старый Свет в доколумбову эпоху / Отв. ред. д-р ист. наук А. Л. Монгайт. Академия наук СССР., М.: Наука, 1968.(Научно-популярная серия) 25 000 ეგზ. (обл.)