კუაუტემოკი
იერსახე
კუაუტემოკი (ნაუატ. დამავალი არწივი) (დ. 1502 – გ. 1525, მეხიკო) — აცტეკთა უკანასკნელი უზენაესი მმართველი - ტლატოანი 1521-1525 წლებში. მონტესუმა II-ის ძმისშვილი. დაქორწინებული იყო მის შვილზე ტეჩუიშპოზე. ესპანელი დამპყრობლების წინააღმდეგ შეიარაღებული აჯანყების ხელმძღვანელი, მექსიკის ეროვნული გმირი. განსაკუთრებული სამხედრო ნიჭი და გმირობა გამოამჟღავნა ტენოჩტიტლანის დაცვის დროს. ქალაქის დაცემის შემდეგ იგი ესპანელებმა შეიპყრეს, აწამეს და მოკლეს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 47.