შინაარსზე გადასვლა

ლატვიური სიმღერისა და ცეკვის ფესტივალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლატვიური სიმღერისა და ცეკვის ფესტივალი

2008 წლის ფესტივალის სურათი
გამართვის წლები 1873—დღემდე
ჟანრი საგუნდო მუსიკა, ხალხური მუსიკა

ლატვიური სიმღერისა და ცეკვის ფესტივალი (ლატვ. Vispārējie latviešu Dziesmu un Deju svētki) — მსოფლიოში ერთ ერთი უდიდესი სამოყვარულო საგუნდო და ცეკვის ფესტივალი, რომელიც ლატვიელებისთვის მნიშვნელოვან კულტურულ და სოციალურ მოვლენას წარმოადგენს.

2008 წლიდან ეს ფესტივალი როგორც ერთ ერთი ბალტიისპირეთის სიმღერების ფესტივალი არის იუნესკოს კაცობრიობის ზეპირი და არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრების სიაში.[1]

ლატვიური სიმღერის ფესტივალი 1873 წლიდან როგორც წესი ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ტარდება. 1948 წელს დაემატა ლატვიური ცეკვის ფესტივალის ნაწილი.[2] ფესტივალის განმავლობაში ასევე ტარდება: ფოტო გამოფენები, ხალხური რეწვისნიმუშების გამოფენა გაყიდვები, საორკესტრო კონცერტები და ასევე იმართება სადღესასწაულო აღლუმი.

ფესტივალზე მოსახვედრად ფესტივალებს შორის ტარდება შეჯიობრებები და მცირე ფესტივალები. დამატებითი ფესტივალები გაიმართა 2001 და 2011 წლებში. ორივე ეძღვნებოდა რიგის დაარსების მნიშვნელოვან იუბილეებს.

მთლიანობაში ფესტივალის ეგიდით გამართულ ღონისძიებებში დაახლოებით 40000 შემსრულებელი მონაწილეობს,[3] ხოლო დამსწრეების რაოდენობა 2018 წელს შეადგენდა დაახლოებთ 500000 ადამიანს.[4] კაპელა სიმღერაზე აქცენტით მღერიან როგორც ხალხურ ასევე კლასიკურ საგუნდო სიმღერებს, თუმცა ბოლო დროს რეპერტუარში თანამედროვე პოპულარული სიმღერებიც შევიდა.

1960-იანებიდან ალტერნატიული ხუთ წლიანი ციკლით და შესაბამისი მასშტაბით ტარდება ლატვიის სასკოლო ახალგაზრდული სიმღერისა და ცეკვის ფესტივალი.[5]

1950 წლის საბჭოთა ლატვიის სიმღერის ფესტივალი

ხალხური სიმღერების ფესტივალების ტრადიცია ბევრ ევროპულ ქვეყანაში XIX საუკუნის პირველი ნახევრიდან იღებს, მოგვიანებით ფესტივალების ორგანიზე ბალტიისპირელმა გერმანელებმაც დაიწყეს. პირველი ნაბიჯები ლატვიაში დიკის სამრევლოში ჩატარებული სიმღერების დღეების სახით 1864 წელს გადაიგა, რომელიც 1873 წელს რიგაში სრულმასშტაბიანი სიმღერის ფესტივალით გაგრძელდა. პირველ ფესტივალზე 1,003 მომღერალი და 30 ორკესტრის მუსიკოსი მონაწილეობდა. მას შემდეგ ფესტივალი ერთადერთხელ 1895 წელს ჩატარდა რიგის გარეთ ელგავაში.

1940 წელს საბჭოთა კავშირის მიერ ლატვიის ოკუპაციისა და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ფესტივალები ლატვიის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში გრძელდებოდა. იმ პერიოდში ფესტივალი განიცდიდა საბჭოთა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის იდეოლოგიის ძლიერ გავლენას და საოკუპაციო ძალისთვის ხოტბის შესასხმელად გამოიყენებოდა. ფესტივალი იმართებოდა ხუთ წელიწადში ერთხელ, ქვეყნის საბჭოთა კავშირთან მიერთების იუბილის თარიღებში. 1973 წელს ჩატარდა მისი ასი წლის იუბილის აღსანიშნავად, ხოლო 1977 წელს ოქტომბრის რევოლუციის ბრილიანტის იუბილის აღსანიშნავად. ოროვე ღონისძიება დაკავშირებულია ლატვიის პირველი ეროვნული გამოღვიძების ასი წლისთავთან.

ოკუპაციის პერიოდში ფესტივალს ასევე გადასახლებებში მყოფი ადამიანებიც ატარებდნენ თავიდან ევროპაში გაფანტულ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ დევნილთა ბანაკებში, ძირითადად გერმანიის დასავლეთ ზონებში. შემდგომ: ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში და ავსტრალიაში. მრავალი ცნობილი დირიჟორი მონაწილეობდა იმ პერიოდში ჩატარებულ კონცერტებში. დღეისთვის საზღვარგარეთ ფესტივალები კანადაში და ამერიკაში ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ მონაცვლეობით ტარდება.[6]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Baltic song and dance celebrations. UNESCO. ციტირების თარიღი: 20 August 2009.
  2. „Latvian Song and Dance Celebration – Uniting a Nation“. Borders Of Adventure (ინგლისური). 2018-08-23. ციტირების თარიღი: 2018-11-15.
  3. 23rd All Latvian Song Festival retrieved on 7 March 2007 (archived copy)
  4. XXVI Latvian Song and XVI Dance Celebration begins en. ლატვიის საზოგადოებრივი მაუწყებელი (1 July 2018). ციტირების თარიღი: 31 October 2019
  5. 10th Latvian Youth Song and Dance Celebration in Riga დაარქივებული 2015-04-27 საიტზე Wayback Machine. retrieved on June 28, 2011
  6. The Song and Dance Celebration — VIII NORDIC-BALTIC CHORAL FESTIVAL en. ციტირების თარიღი: 2018-11-15