შინაარსზე გადასვლა

ლინკოლნის მემორიალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლინკოლნის მემორიალი

ლინკოლნის მემორიალი (ინგლ. Lincoln Memorial) — მონუმენტი ვაშინგტონში ნაციონალურ მოლზე, აგებული აშშ-ის მე-16 პრეზიდენტი აბრაჰამ ლინკოლნის პატივსაცემად. მონუმენტის არქიტექტორი იყო ჰენრი ბეიკონი, მოქანდაკე — დენიელ ჩესტერ ფრენჩი, ხოლო ინტერიერის მიურალების მხატვარი — ჯულს გერინი.

შენობას ბერძნული დორიული ტაძრის ფორმა აქვს, მასში მოთავსებულია დიდი ზომის დამჯდარი აბრაჰამ ლინკოლნის ქანდაკება, რომლის კვრაცხლბეკზე მისი ორი ყველაზე ცნობილი სიტყვაა გამოკვეთილი. ამ მემორიალთან წარმოთქმულ იქნა მრავალი განთქმული სიტყვა, მათ შორის მარტინ ლუთერ კინგის „მე მაქვს ოცნება“ 1963 წლის 28 აგვისტოს, დასაქმებისა და თავისუფლების დემონსტრაციული მარშის ბოლოს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]