შინაარსზე გადასვლა

მაორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაორების ენის შესახებ, იხილეთ მაორი ენა.
მაორი



ხონე ხეკე ცოლთან ერთად • ხინეპარე  • ტუკუკინო • ტე რანგი ხიროა  • მერი ტე ტაი მანგაკახია  • აპირანა ნგატა  • კეიშა კასლ-ხიუზი  • უინსტონ პეტერსი • სტეფან კერნი
საერთო მოსახლეობა
დაახ. 800,000
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით
ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია 644,000 (2006 წლის მიხედვით)[1]
ავსტრალიის დროშა ავსტრალია 126,000 (2006 წლის მიხედვით)[2]
გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო 8,000 (დაახ.)[3]
დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ 3,500 (დაახ.)[4]
კანადის დროშა კანადა 1,305[5]
სხვა რეგიონები 8,000 (დაახ.)[3]
ენები მაორი, ინგლისური
რელიგიები ქრისტიანობა, მაორის რელიგია

მაორიახალი ზელანდიის მკვიდრნი. მათი წინაპრები აღმოსავლეთ პოლინეზიელები იყვნენ; მისდევდნენ მეცხოველეობას, მეთევზეობას და მებაღეობას. მაორის ხალხი, ხანგრძლივი დროის განმავლობაში გარე სამყაროსგან იზოლირებული იყო.

მაორის ენაზე, სიტყვა „მაორი“ (māori) ნიშნავს „ჩვეულებრივს“, „ბუნებრივს“ ან „ნორმალურს“. ლეგენდებში სიტყვა აღნიშნავს ჩვეულებრივ, მოკვდავ ადამიანს. არსებობს პოლინეზიურ ენებთან მონათესავე სიტყვებიც, რაც „ნამდვილს, ჭეშმარიტს, უტყუარს“ გულისმობს.[6]

ახალ ზელანდიაში ჩამოსული ევროპელები აქ მცხოვრებ ადამიანებს „ახალ ზელანდიელებს“ ან „ადგილობრივებს“ უწოდებდნენ, თავად მაორები კი იყენებდნენ ტერმინ „მაორის“ (Māori).

მაორები ხშირად იყენებენ ტერმინ tangata whenua - საც („მიწის ხალხი“), რათა ხაზი გაუსვან მათ მიწასთან დამოკიდებულებას.[7]

მაორი ახალი ზელანდიის მაცხოვრებელთა სახელწოდებაა. კულტურულად, ისინი აღმოსავლეთ პოლინეზიელებს მიეკუთვნებიან. ევროპელებთან კონტაქტის შემდეგ მათ დაიწყეს ტერმინის tangata maori გამოყენება, რაც „ჩვეულებრივ ხალხს“ [8] ნიშნავს. მაორების ისტორიული წინაპრები იზოლირებულნი იყვნენ დანარჩენი მსოფლიოსგან 1967 წლამდე. ინგლისელი მკვლევარის, კაპიტან ჯეიმზ კუკის (1728-79) სტუმრობის შემდეგ მაორის კულტურა საგრძნობლად შეიცვალა ერთ საუკუნეზე ნაკლებ დროში. 1840 წელს ხუთასამდე  ბელადმა ხელი მოაწერა ვაინტაგის ხელშეკრულებას ბრიტანეთის მთავრობასთან. ამ ხელშეკრულებით ბრიტანელები მათ მფარველობას ჰპირდებოდნენ, თუმცა მოგვიანებით მათ მიწები დაიკავეს და ადგილობრივები განდევნეს. ომის გამო მაორის მოსახლეობა მნიშვნელოვნად შემცირდა 1896 წლისთვის. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ (1939-45), ბრიტანელთა პოლიტიკა უფრო მოწყალე გახდა მაორების მიმართ. უკანასკნელ წლებში, ახალი ზელანდიის მთავრობამ მრავალი სასამართლო პროცესისა და პროტესტის შემდეგ  მაორებზე პასუხისმგებლობა აიღო.

1996 წელს მთავრობა  მაორების მისცა მიწა და  177 მილიონი დოლარის ოდენობის თანხა. ამის შემდეგ მაორებმა მოიპოვეს თევზაობის უფლებაც. 

 ახალი ზელანდია ორი კუნძულს მოიცავს: ჩრდილოეთსა და სამხრეთს. მაორები დასახლებულნი იყვნენ ძირითადად ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში. სამხრეთის კუნძული კი უფრო მეჩხერად იყო დასახლებული. არქეოლოგები მაორების ორ განშტოებას განასხვავებენ: არქაულსა და ტრადიციულს. არქაული მაორები ახალი ზელანდიის თავდაპირველი მკვიდრნი იყვნენ. ტრადიციული მაორების მიგრირება ჩრდილოეთ კუნძულზე დაახლოებით მე-14 საუკუნეში მოხდა.[9]

დღესდღეობით მაორები, ძირითადად,ახალი ზელანდიის ჩრდილოეთის კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილის ქალაქებში ცხოვრობენ. წარსულში ორი ტიპის დასახლება არსებობდა: დაცული (Pa) და ნაკლებად დაცული (Kainga). Pa ომის პერიოდში ადამიანთა თავშესაფარს წარმოადგენდა, რომელიც, ძირითადად, შემაღლებულ ადგილას მდებარეობდა. აქ სახლებიც ერთმანეთთან საკმაოდ ახლოს იყო აგებული. Kainga კი მცირე სოფელი იყო, რომელიც 5 ან 6 სახლისგან (Whare), სამზარეულოსგან (Kauta) და ერთი ან ორი გადახურული ორმოსგან, საწყობისგან (Hangi) შედგებოდა. შენობათა უმრავლესობა ჩალითა და ხის ბოძებით იგებოდა.  [10]

როდესაც კაპირანი კუკი ესტუმრა ახალ ზელანდიას 1769 წელს მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით 200,000-250,000 იყო. ევროპელებთან კონტაქტის შედეგად კი მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა შემდეგ ისევ ზრდა დაიწყო და ახლა 300,000-ს აღემატება.[11]

მაორები თანამედროვე, ყველაზე სანდო წყაროების მიხედვით ახალ ზელანდიაზში პირველად დაახლოებით ა.წ.1280 წელს დასახლდნენ. თუმცა ზოგი მკვლევარი მათი დასახლების თარიღად ძვ.წ. 3000 წელს ასახელებს.

ზეპირსიტყვიერებით გადმოცემული ინფორმაციის თანახმად, მაორთა წინაპრები ჰავაიკიდან (მითური სამშობლო ტროპიკულ პოლინეზიაში) ჩამოვიდნენ ვაკათი (კანოე), რომელსაც  მაორები მიგრაციისთვის იყენებდნენ. ოკეანის კანოეები აღმოსავლეთ პოლინეზიიდან გზას მრავალი განმავლობაში მიუყვებოდნენ ახალი ზელანდიის სანაპიროს სხვადასხვა წერტილში დასასახლებლად. ზოგი თეორია ამტკიცებს, რომ ისინი რარორონგადან ან რაიატიდან მოდიან. ამ ადგილების სახელებისა და ენის, კულტურისა და საცხოვრებელი გარემოს მსგავსება გვიმტკიცებს კავშირს ამ კუნძულებზე მცხოვრებ ხალხს შორის და კავშირს ამ კუნძულებსა და ახალ ზელანდიას შორის. ბოლო რამდენიმე ათწლეულში გაკეთებული მიტოქონდრიული დნმ-ს ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ საწყის მოსახლეობაში დაახლოებით 50-100 ქალი იყო.

ახალ ზელანდიაში ადამიანები სამ ტალღად შემოვიდნენ პოლინეზიური კუნძულებიდან ა.წ. 950, 1150 და 1350 წლებში. თავდაპირველად მორიორები დასახლდნენ, რომელთა ძირითადი საქმიანობა მეთევზეობა და ნადირობა იყო. მოგვიანებით კი შემოჭრილმა ადამიანებმა, მორიორები დაიმორჩილეს და ეს ხალხები უკვე მაორებად ჩამოყალიბდნენ.

ზეპირი გადმოცემის მიხედვით, ზოგი კანოე დასახლდა ჩრდილოეთ კუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროზე. Whangaparāoa, ყურეს აღმოსავლური ტიპი ხშირად მოხსენიებულია, როგორც სადგომი ადგილი კანოეებისთვის. აქ არსებული ერთ–ერთი ყურე – „Mataatua“  ქმნის მეწყერს მდინარის – „whakatane“ სათავესთან, შესაბამისად აქ კანოეები ვერ განთავსდებოდნენ. კანოეების უმეტესობამ გამოიკვლია სანაპიროები, შეისწავლა მიწა და მოძებნა უსაფრთხო თავშესაფარი. მაგალითად, Tainui-ზე ამბობენ, რომ  მოგზაურობდა „დიდი ყურეს“ სანაპირო ზოლის გასწვრივ მანამ, სანამ ის ჰაურაკის ყურესა და გუაიტემატას ნავსადგურში მოაწყობდა მოგზაურობას და მათ დაათვალიერებდა. შემდეგ კი გაემგზავრა ტამაკის მდინარეზე. მათ დაიწყეს კანოეების წაყვანა ტამაკის ყელზე, სანამ ისევ გაცურავდნენ მანუკაუს ნავსადგურისკენ. ამის შემდეგ, ისინი გაემგზავრნენ მოკაუსკენ, სამხრეთის მიმართულებით, მეფის ქვეყანაში, შემდეგ კი  დაბრუნდნენ ჩრდილოეთით, მეწყერის შესაქმნელად ადგილზე სახელად „Rangiāhua“, Kāwhia-ს ნავსადგურზე.

მაორის ზეპირი გადმოცემა ინფორმაციას გვაწვდის მკვლევრებზე, რომლებიც ხანგრძლივად მოგზაურობდნენ ამ ტერიტორიაზე. ასეთი იყო , მაგალითად, ტამატეა პოკაი ვენუა, რომელმაც იმოგზაურა შორეული აღმოსავლეთიდან შორეულ სამხრეთამდე. მან, რა საკვირველია, მეთოთხმეტე საუკუნის ბოლომდე მთლიანი ქვეყანა გამოიკვლია. ასევე გამოიკვლია დარჩენილი, თავის ქვეყანასთან ახლოს მყოფი, თავდაპირველი კოლონიები. ტაინუის ხალხები შემორჩნენ Kāwhia-ს ნავსადგურთან ახლოს მეექვსე თუ მეშვიდე თაობით. ამ ხნის განმავლობაში, ისინი იყენებდნენ გამოცდილებას, როგორც ახალ კლიმატში(უფრო ცივი კლიმატი ვიდრე ადრე)  ფლორასა და ფაუნის ახალ სახეობებში. ეს უძველესი კოლონიები ძირითადად იყო ან ნავსადგურზე, ან მდინარის ყელში, ზღვასთან ახლოს, თევზაობის ან მოლუსკების დაჭერის კარგი შესაძლებლობით. გავრცელებული იყო ნადირობა სელაპებსა და დიდ უფრთო ჩიტებზე, რომლებსაც მოას უწოდებდნენ.

იმ უცხო ახალ ქმნილებებს შორის, რომლებსაც მაორები აღმოაჩენდნენ ხოლმე ახალ მიწაზე , იყო სელაპის ტყავი, რომელიც ჩვეულებრივი იყო ორივე კუნძულისთვის. მაორებმა მას დაარქვეს კეკენო - „ირგვლივ მიმოხედვა“. ამ ტერმინს დაეთამხმებოდნენ სელაპების კოლონიის მნახველები, რადგან  ამ სიტყვაში ის იყო აღწერილი, რასაც სელაპები ნამდვილად აკეთებდნენ.

ევროპელების მოსვლისას მაორები უკვე დამკვიდრებულნი იყვნენ მიწაზე და ყველა კუთხე იყო კონკრეტული ტომის ან დაჯგუფების ინტერესის და გავლენის ქვეშ.

ევროპულმა სამყარომ ტომურ ახალ ზელანდიაში შეაბიჯა 1642 წელს, ჰოლანდიელი მკვლევარის აბელ ტასმანის, შემდგომ კი ბრიტანელი მკვლევარის - ჯეიმზ კუკის სახით 1769 წელს.

ტასმანი მოგზაურობდა ქვეყნის დავალეთის სანაპიროს გასწვრივ, თუმცა, კუკისგან განსხვავებით, ნაპირზე არ გადასულა. კუკის გატარებული დრო ახალ ზელანდიაში კარგადაა აღწერილი და შემონახული. მის გამოჩენაზე მაორების პასუხის შესახებ ნაკლები ინფორმაცია არსებობს, მხოლოდ ფრაგმენტები მეცხრამეტე საუკუნის ლიტერატურული ნაწარმოებიდან. კუკი საუბრობდა მაორების გამაგრებულ ქალაქებზე, მათი იარაღის კარგად დამუშავების წესზე, მაგრამ აღსანიშნავია ის, რომ მათ არ იცოდნენ რკინის დამუშავება. აღსანიშნავია ასევე ის ფაქტი, რომ არასდროს მომხდარა მკვეთრი დაპირისპირება კუკსა და მაორებს შორის და ერთმანეთთან მეგობრულ დამოკიდებულებას ინარჩუნებდნენ. საინტერესო და ყველაზე ცნობილი მაგალითი, რაც კუკსა და მაორებს ეხება დაკავშირებულია ჰორეტა ტანივჰასთან, კორომანდელის ნახევარკუნძულიდან. გადმოცემით ეს ამბავი მაშინ მოჰყვა ჰორეტამ, როდესაც  უკვე მოხუცებული იყო. იგი იხსენებს უხუცესების დასკვნას, რომ ევროპელები უნდა ყოფილიყვნენ გობლინების მსგავსი არსებები, რადგან ისინი თავისი ნავებით უკუმიმართულებით ცურავდნენ.

„ჩვენ ვიყავით ვიტიანგასთან და მათი გემი მოვიდა. ჩვენმა უხუცესებმა დაინახეს მათი გემი და თქვეს, რომ ეს იყო ღმერთი და მისი ეკიპაჟი გობლინებისგან შედგებოდა. გემმა ღუზა ჩაუშვა და ნავი გამოემართა სანაპიროსკენ. ჩვენმა უხუცესებმა მაშინ თქვეს, ისინი ნამდვილად გობლინები არიან, მათ თვალები თავის უკანა მხარეს აქვთ, ამიტომ ისინი ნაპირასაკენ ზურგშექცევით მოცურავენ.“

სანაპიროს გაყოლებაზე კუკს პირველად მიეცა საშუალება გამაგრებულ ადგილზე დაკვირვებისა და ყველაზე მეტი ყურადღება მან თავდაპირველად ადგილმდებარეობის სელექციაზე გამახვილა. კუკი ამ ადგილს ახასიათებდა როგორც ადგილს,რომელიც იდეალურია იმისთვის, რომ მცირე რაოდენობის ადამიანებმა თავი მრავალრიცხვოვანი მეტოქის წინაშე დაიცვან და რომ ასეთ ადგილ, რომელიც თავად ბუნებამ შექმნა, საუკეთესო ინჟინერიც კი ვერ შეარჩევდა. მოგვიანებით კუკი საუბრობს იმაზე, რომ ეს კლდოვანი, რიფებიანი ადგილი დამუშავებული იყო ქვისა და ხის იარაღებისგან,შექმნილი ჰქონდათ გამაგრებული „ქალაქები“, რაც მეტყველებდა იმაზე, რომ ადგილობრივი მოსახლეობა გაწაფული უნდა ყოფილიყო საომარ სიტუაციებსა და მუშაობაში. ნაპოვნი იარაღებიდან გამომდინარე ივარაუდებოდა,რომ მათთვის უცხო იყო რკინის დამუშავების ტექნიკა. ასევე კუკმა აღწერა თუ რაოდენ კარგად ჰქონდათ შესწავლილი გემებისა და ნავების მშენებლობის ტექნიკა,რომელთაც შეეძლოთ 40 დან 80,100 კაცამდე გადაყვანა და საუცხოო იყო  უცნობი ბალახისგან დამზადებული უზარმაზარი თევზსაჭერი ბადეები.

ახალმა ზელანდიელებმა გააოცეს კუკი, რადგან მიუხედავად ქვის იარაღების დიდი სიყვარულისა, ისინი მათთან ურთიერთობაში ამჟღავნებდნენ საკუთარ გახსნილ, მამაც, მეომარ და ნაკლებად მუხანათურ ხასიათს. კუკის თქმით,როცა ზელანდიელებმა შენიშნეს, რომ ჩასულები საკუთარ სამხედრო უპირატესობას არ იყენებდნენ, ისინი ძალიან მეგობრულ დამოკიდებულებას ინარჩუნებდნენ და მიუხედავად არაერთი შანსისა,არასდროს დაფიქსირებულა კონფლიქტის ან მათთან ერთად დარჩენილი მცირე რაოდენობის ევროპელის დახოცვის ფაქტი.

კუკის ძალიან ზუსტ, აკურატულ დაკვირვებასა და მის გამჭრიახულ უნარზე დაყრდნობით,შეიძლება ითქვას,რომ მან ზუსტად ასახა ის ასპექტები, რაც მაორის საზოგადოებას ახასიათებდა. კუკის ვარაუდით იმ დროისათვის კუნძულზე დაახლოებით ასი ათასი მაორელი ცხოვრობდა, თუმცა დოქტორი პიტერ ბაქის ვარაუდით, ეს რიცხვი რეალურზე მცირე იყო, რადგან მაორელები ერთმანეთისგან განცალკევებით, რამდენიმე ათას ტომად ცხოვრობდნენ,რომლებიც ერთ ენაზე საუბრობდნენ, მინიმალური განსხვავებებით.

მაორელები საკუთარ მიწაზე ძალიან კარგად მუშაობდნენ. მუშაობდა ყველა, განურჩევლად რანგისა, სქესისა თუ ასაკისა. დილიდან მამაკაცები, ქალები და ბავშვები უვლიდნენ საკუთარ კულტივირებულ მეურნეობებს, მიდიოდნენ ტყეში, სათევზაოდ, საღამოს კი ბრუნდებოდნენ, საუბრობდნენ პოლიტიკურ საკითხებზე, ერთობოდნენ, კავდებოდნენ სიყვარულით და ისვენებდნენ. უმაღლესი რანგის პიროვნებას, რომელიც „თანამდებობას“ მემკვიდრეობით იღებდა მაორელები უტილიტარისტულად უდგებოდნენ. მას ევალებოდა ნავის შექმნის, კულტივიზაციის, მოსავლის აღებასთან დაკავშირებული ინსტრუქციების გაცემა, და დასახლების დაცვა ომის შემთხვევაში, ხოლო ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც თავად ტომზე აისახებოდა, მაორელები ერთხმად, ტომის საბჭოზე იღებდნენ.

აღსანიშნავი იყო ქალთა დამოუკიდებლობა. ხშირი იყო შემთხვევები ძლიერი ქალების პოლიტიკურ თუ რელიგიურ „თანამდებობაზე“ ყოფნისა და მიუხედავად იმისა,რომ ქორწინებები ძირითადად მატერიალურ ან ოჯახურ პოლიტიკას ეყრდნობოდა, თავისუფალ არჩევანს მამაკაცსა და ქალს არავინ უშლიდა.

მაორელებს სწამდათ მათში არსებული სუპერნატურალური ძალის, მანის, რომელსაც ყველა ადამიანი ატარებდა და მისი გამოყენება შეეძლო.ბავშვები თამაშობდნენ და მუშაობდნენ თავისუფლად, ყველანაირი შიშის გარეშე და ემზადებოდნენ საკუთარი ინტელიგენციის,სიმამაცისა და კომპაქტურობის დასახვეწად, მაქსიმალურად გასავითარებლად.

დროის მონაკვეთი დაახლოებით 1800 წლიდან, როდესაც დაიწყო ევროპელების ახალ ზელანდიაში დამკვიდრება - ვაიტანგის ხელშეკრულების ხელის მოწერამდე 1840 წელს, მიჩნეულია მთავარ ძვრების პერიოდად მაორების ქვეყანაში. დაპირისპირებულ მხარეებს შორის კონფლიქტი გაიზარდა, რასაც ხელი შეუწყო ახალი ტექნოლოგიების გამოჩენამ, უფრო ზუსტად ახალი ტიპის ტრანსპორტმა, წიგნიერების გაზრდამ და რა თქმა უნდა, მუშკეტმა. ეს იყო ომების პერიოდი დაპირსპირებულ ტომებს შორის.

1830-იან წლებში მაორებზე ზეგავლენის მოხდენა დაიწყო ქრისტიანების მისიონერულმა სამუშაოებმა, რომელიც პირველად დაიწყო 1814 წელს. დაარსდა სკოლები და მისიონერული პუნქტები ქრისტიანული ცნებების გასავრცელებლად. ტომების ნაწილი ჩაერთო ევროპელებთან სავაჭრო ურთიერთობაში, ცვლიდნენ კარტოფილს, ღორებს, ხე-ტყეს და სელს მუშკეტების სანაცვლოდ.

ვაიტინგის ხელშეკრულება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1840 წელს ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ინგლისის დედოფალ ვიქტორიას წარმომადგენლებმა და 500–ზე მეტმა მაორთა ბელადმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ურიცხვი ტომებიდან. ვაიტინგის ხელშეკრულების ეფექტი იყო ტომთა შორის კონფლიქტის დასრულება და ახალ ზელანდიაში ბრიტანული კანონის და მთავრობის დამკვიდრების კონსტიტუციური საფუძველით უზრუნველყოფა. ხელშეკრულების ინგლისურ ვერსიაში მითითებული იყო, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი დათმობილი იყო ინგლისის დედოფლისათვის. მაორთა ვერსიაში კი ნათქვამი იყო, რომ ხელშეკრულება უზრუნველყოფდა ახალ ზელანდიაში მაორთა ბელადების ძალაუფლების შენარჩუნებას. ამ საკითხზე დებატები დღესაც მიმდინარეობს.[11][12][13][13]

მაორების ენა ცნობილია, როგორც ტე რეო მაორი ან უბრალოდ ტე რეო. ტე რეო მაორი ახალი ზელანდიის ოფიციალური ენაა ინგლისურთან  ერთად  1987 წელიდან.

2013 წელს მაორების 21,3%  ამ ენახზე საუბრობდა. სულ 148,395,რომელთაგან  125,352 მაორელია.

მაორების ენა ჰავაის, სამოას და ტონგას ენებთან ერთად პოლინეზიურ ენათა ჯგუფის ტაიტურ განშტოებას  მიეკუთვნება. ევროპულ კოლონიზაციამდე ორი დიალექტი არსებობდა: ჩრდილოეთისა და სამხრეთის, რომელიც ახლა უკვე გამქრალია. მათი ერთი მესამედი მხოლოდ წინაპართა ენაზე საუბრობს, უმრავლესობა კი ინგლისურსაც ფლობს.[14]

მაორების ანბანი 15 ასო-ბგერისგან შედგება:

8 ხმოვანი: h, k, m, n, p, r, t, w

2 დიგრაფი: ng, wh

5 თანხმოვანი: a, e , i , o , u[15]

ახალ ზელანდიაში სამი ძირითადი დიალექტური განსხვავება არსებობს: ჩრდილოეთ კუნძულის აღმოსავლური დიალექტი,  ჩრდილოეთ კუნძულის დასავლური დიალექტი და სამხრეთ კუნძულის დიალექტი. ამ ადგილებში სიტყვებს განსხვავებულად გამოთქვამენ. მაგალითად, Ngāi Tūhoe-ები „ნგ-ს“ წარმოთქვავენ როგორც „ნ“, მაშინ როცა Ngāi Tahu-ები „კ-ს“ ამბობენ.

ტანსაცმელი და მორთულობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაორები ტანსაცმლით საკუთარ სტატუსს წარმოაჩენდნენ. როცა მათი წინაპრები ახალ ზელანდიაში ჩამოვიდნენ, მათ უწევდათ ახალ კლიმატურ პირობებთან შეგუება და ახალი მცენარეებისა და ცხოველების ტყავისგან ტანსაცმლის დასამზადების შესწავლა. ისინი იყენებდნენ ისეთ მცენარეებს, როგორიცაა ჰარაკეკე, უბრალო ბალახი და ა.შ.  ასევე იყენებდნენ ფრინველთა ბუმბულსა და სელაპების ტყავს.

მაორები ტანსაცმელს ქსოვდნენ კიდეც და ტექნიკას თაობიდან თაობას გადასცემდნენ. ტრადიციული ქსოვის ხელოვნება გაქრობის პირას იყო, თუმცა მე-20 საუკუნის დასაწყისში წამოწყებულმა პროგრამებმა ის შეგვინარჩუნა.

მაორთა ტანისამოსის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის მოსასხამი, რომელსაც მხოლოდ ბელადი ატარებდა. მოსასხამს ამზადებდნენ პოლინეზიური ძაღლის( კურის) ტყავისა და ბეწვისგან, რთავდნენ ფრინველთა ბუმბულით.

ისინი ასევე ამზადებდნენ ლაბადებს, რომელიც საწვიმრის ფუნქციას ასრულებდა. 2000-იან წლებში მათ ძირითადად ატარებდნენ ისინი, ვინც ვაკას (კანოეს) მართავდნენ.

მაორებში ვარცხნილობა სოციალურ სტატუსს ან გლოვას აჩვენებდა. იმის გამო, რომ თავი სხეულის ყველაზე წმინდა ნაწილად მიიჩნეოდა, ვარცხნილობას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ.

ყელსაბამებს ძვლის, ბუმბულისა და ქვისგან ამზადებდნენ (ჰეი ტიკი ადამიანის ფორმის კულონია).[16]

მაორის კულტურაში ქსოვილებს ამზადებდნენ სხვადასხვა მცენარეებისაგან. როგორც წესი, გამოყენებული ფერები იყო: წითელი, შავი და თეთრი. მაორის ხალხები ქსოვდნენ, ძირითადად, მოსასხამებს, კალათებსა და ჭილობებს. ტექსტილს ჰქონდა გეომეტრიული ფორმები, მაგ.: სამკუთხედისებური, ალმასისებური, დიაგონალური ბარები და სხვა.

ქსოვის დროს გამოყენებული ფორმები იყო: nigotaniwha („დრაკონის კბილები“) დიდი სამკუთხედები; nihoniho („პატარა კბილები“) მცირე ზომის სამკუთხედები; waharua („ორმაგი პირი“) ალმასის ფორმის კონტურები და kaokao – „W-ს“ ფორმის კონტურები.[17]

კულტურული მემკვიდრეობა - ჰაკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჰაკას შესრულების პროცესი

ჰაკა ყველაზე ცნობილი პოლინეზიური ტრადიციაა. ეს ცეკვები სიმღერების ფონზე სრულდება და შედგება ტაშის დაკვრისგან, ფეხების სწრაფი, რიტმული მოძრაობისგან. მას ასრულებს ლიდერი და მისი გუნდი, რომელიც პასუხობს ლიდერის ხაზს. თავად ცეკვა ენერგიულ, საომარ და აგრესულ მოძრაობებს მოიცავს. ტომების რეპუტაცია დამყარებული იყო იმაზე, თუ რამდენად კარგად შეეძლოთ ჰაკას შესრულება. ჰაკას რამდენიმე სახესხვაობა არსებობს და განსხვავდება დანიშნულების მიხედვით. ტრადიციის,თანახმად პირველი კაპა ჰაკა დაკავშირებულია ბელად ტინირაუსთან, რომელმაც ქალების ჯგუფს უბრძანა ჰაკა მათი მტრის - კაესთვის შეესრულებინათ.

ქრისტიანი მისიონერები ცდილობდნენ მაორებისთვის აეკრძალათ ჰაკას შესრულება და აიძულებდნენ ჰიმნებისა და ევროპული სიმღერების მღერას. 1880-იან წლებში კაპა ჰაკას ჯგუფებმა დაიწყეს ევროპული მელოდიისა და მაორული სიტყვების გამოყენება. ზოგიერთი ჯგუფი საზღვარგარეთაც მოგზაურობდა და კონცერტებს მართავდა.

ჰაკას შემსრულებლები იმოსებიან მაორების ტრადიციულ ტანისაოსით, რომელიც მოიცავს პიუპიუსაც (სელის ქვედაბოლო).

კაპა ჰაკას პირველი შეჯიბრი ჩატარდა 1934 წელს. 2004 წლიდან შეჯიბრში მონაწილეობას იღებს 40 გუნდი და 2000 შემსრულებელი 30000 მაყურებლით.

[18] 

სვირინგი სახეზე

ტატუირება საკმაოდ გავრცელებულია წყნარი ოკეანის კუნძულებში. ახალ ზელანდიაში, მაორებმა განავითარეს განსაკუთრებული ტექნიკა, კანში ღრმად შესაღწევად და შრამის დასატოვებლად.

მოკო (სვირინგი) გლოვიდან მომდინარეობს. ქალები ხშირად ისერავდნენ საკუთარ სხეულს ნიჟარებითა და ობსიდიანით. ლეგენდის მიხედვით, ტა მოკოს ტრადიცია დედამიწაზე ბელადმა მატაორამ ჩამოიტანა, რომელიც სულ ნივარეკაზე დაქორწინდა.

ტატუს გასაკეთებლად ისინი ნახშირს და ზეთს აზავებდნენ, შემდეგ კი სპეციალურ კონტეინერში ათავსებდნენ. მჭრელებს კი ზღვის ფრინველთა ძვლებისგან აკეთებდნენ, რომელსაც „უჰი“ ეწოდებოდა. მეტალის ნემესების გამოყენება პირველი მსოფლიო ომისას, ევროპელების ჩამოსვლის დროს დაიწყეს. მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში კი სპეციალური ტექნიკა - ტატუს ხელსაწყოებიც გამოჩნდა.

მამაკაცთა სახის სვირინგი (ta moko) ზრდასრულობის ასაკში კეთდებოდა. სხვა პოლინეზიური ტექნიკისაგან იმით განსხვავდებოდა, რომ ფორმები ამოჭრილი იყო უშუალოდ ხორცზე, ნაცვლად მარტივად შესრულებული ნაჩხვლეტებისა.  მაორის ტექნიკით შესრულებული ტატუ იყო ნამდვილი ხელოვნების ნიმუში, რომელიც, როგორც წესი, რთულ ფიგურებს გამოხატავდა. კაცები ნიკაპზე იხატავდნენ სპირალს, რომელსაც „Pu-kuawae“ ეწოდებოდა; პარალელურ ხაზებს ნიკაპიდან ცხვირამდე („rarepei“); ორ დიდ სპირალს თითოეულ ლოყაზე („paepae“); სპირალს ცხვირზე („pongiangia“) და ყურებისა და წარბების შემაერთებელ სხივებს („tiwhana“).

დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც მაორის ტრადიციის მიხედვით ტატუირებული მამაკაცი გარდაიცვალა, თუმცა ნიკაპზე ტატუირებული ქალების ნახვა ახლაც შესაძლებელია რამდენიმე კუნძულზე. ქალებს სვირინგი ძირითადად ტუჩებსა და ნიკაპზე უკეთდებოდათ (ta ngutu).[19]

მაორის ხელოვნებაში ძირითადი ტრადიციული მიმართულებებია ხეზე, ძვალზე ან ქვაზე კვეთა, დაწნა, ქსოვა, ხისა და კედლების მოხატვა და ტატუირება. 

ზოგიერთი ტომის მიხედვით, ხეზე კვეთა რაურუმ, ტოის შვილმა გამოიგონა. ზოგიერთი ტომის მიხედვით კი, მათმა წინაპარმა - რუამ - პონატურის (ზღვის ქვეშ მცხოვრები ხალხების) დამარცხების შემდეგ მათი „შეხვედრების სახლიდან“ წამოიღო მოჩუქურთმებული ფილები და მაორის სახლისათვის ნიმუშად გამოიყენა. თუმცა, ევროპელი სტუდენტების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ მაორის ხეზე კვეთის ტექნიკა განსხვავდება ტროპიკული პოლინეზიისაგან.

შენობებსა და ნავებზე კვეთა, როგორც წესი, დამსახურებული და მაღალანაზღაურებადი პროფესია იყო. ამ საქმეში განსწავლული ადამიანები ემსახურებოდნენ როგორც საკუთარ, ისე უცხო ტომსაც. ხეზე, ქვაზე ან ძვალზე კვეთა გარკვეულ რიტუალებთან და აკრძალვებთან იყო დაკავშირებული, მაგ.: ქალებს არ შეეძლოთ დასწრებოდნენ კვეთის პროცესს. ხელობის შედეგად დარჩენილი ხის ნარჩენები კი უნდა შეგროვებინათ და დაეწვათ.

მაღალი რელიეფის გამოსახულება სრულდებოდა ბაზალტის იარაღით (დღეს ბაზალტი ფოლადმა ჩაანაცვლა). დაბალი რელიეფის გამოსახულება კი - მცირე ზომის, მოკლესახელურებიანი იარაღებით. ზედაპირის დეკორაცია სრულდებოდა პატარა საჭრისებითა და ხის ჩაქუჩით, რომელსაც ევროპული ხის ჩაქუჩისაგან განსხვავებული ფორმა ჰქონდა. ეს იყო გრძელი ჯოხი, რომლის ერთი მხარეც მართკუთხა ან მომრგვალებული ჯვრით ბოლოვდებოდა. საჭრისები, როგორც წესი, ბაზალტის ან ძვლისაგან მზადდებოდა.

ნაკეთობებზე, როგორც წესი, ადამიანთა სხეულებს გამოსახავდნენ. მაორის ხალხისათვის, სხეულის გარდა, სულიც მნიშვნელოვან ელემენტად ითვლებოდა. გვხვდება ზღვის მონსტრების (მარაკიჰაუსა და ვეშაპის), ფრინველების, თევზების, ხვლიკისა და ა.შ. გამოსახულებები.

ადამიანთა ფიგურების ორგვარი სახე არსებობს: ნატურალისტური და გროტესკული. ნატურალისტური გამოსახულებები, როგორც წესი, ცოცხალი ადამიანების პორტეტებს წარმოადგენდა, გროტესკული კი - ფანტასტიკურის. მაორის რელიეფებზე თითოეულ ჭრილს თავისი მნიშვნელობა აქვს. აღსანიშნავია ისიც, რომ გამოსახულებებს აქვთ არა რელიგიური, არამედ სეკულარული მნიშვნელობები და განასახიერებენ არა კერპებს, არამედ ტომის წინაპრებს.

შენობებსა და ნავებზე შესრულებულ ნახაზებს „kowhaiwhai“ ეწოდებოდათ. გამოყენებული ფერები იყო: წითელი და შავი (მოგვიანებით, თეთრიც). შავ ფერს, ძირითადად, ჭვარტლისაგან იღებდნენ, წითელს კი - წითელი ჟანგმიწისა და ზვიგენის ცხიმისაგან. „kowhaiwhai-ს“ ძირითადი ელემენტებია „კორუ“ და სპირალი. „კორუ“ წარმოადგენს მრუდ ღეროს, რომლის ერთი (ხანდახან ორივე) ბოლო მომრგვალებულია. მის შესასრულებლად ხშირად თეთრი ფერია გამოყენებული. „კორუს“ წრიული ფორმა აღნიშნავს „დასაწყისშ დაბრუნებას“ და გამოხატავს ახალ ცხოვრებას, სრულყოფას, აღორძინებას, გამოღვიძებას, სულიერ გაახალგაზრდავებასა და სიმშვიდეს. რაც შეეხება მეორე ელემენტს, ის ძირითადად ორმაგი სპირალის სახითაა წარმოდგენილი და უკვდავებას, მარადისობას განასახიერებს.  [20]

მისალმების წესი

ახალ ზელანდიაში მაორის ხალხთა მისალმების ფორმას „ჰონგი“ ეწოდება. „ჰონგი“ ერთმანეთთან შეხვედრისას ცხვირებისა და შუბლების ერთდროულად მიდებას გულისხმობს. ეს წესი სრულდება როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ისე ოფიციალური შეხვედრებისას არა მარტო მაორის კულტურის წარმომადგენლებს შორის, არამედ სხვა ქვეყნებისა და კულტურების წარმომადგენლებთანაც. „ჰონგი“ ისეთივე მნიშვნელობის მატარებელია, როგორიცაა ხელის ჩამორთმევა. შეიძლება „ჰონგი“ და ხელის ჩამორთმევა ერთდროულადაც იქნეს გამოყენებული.

მაორის კულტურის თანახმად, ჰონგის დროს ადამიანები ერთმანეთთან „ჰა-ს“, ანუ სიცოცხლის სულს, ცვლიან, რაც მათ დაახლოებას უწყობს ხელს.

მარაე - მაორის ხალხთა შეხვედრის ადგილი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარაე არის კომუნალური და წმინდა ადგილი, რომელიც მაორის ხალებში რელიგიურ-სოციალური საკითხებისათვის გამოიყენება. მარაე არის შემოსაზღვრულ ადგილას აღმართული მოჩუქურთმებული ნაგებობები, რომელიც კონკრეტულ ტომს (ივის), სუბ-ტომს (ჰაპუს) ან ოჯახს (ვანაუს) ეკუთვნის.უმსხვილესი სანათესაო მაორების საზოგადოებაში ტომადაა წოდებული. ივი ახალი ზელანდიის კულტურაში არსებული დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეულია, რომელსაც დისკრეტული ტერიტორია ეკავა. მაორების საზოგადოებაში დაახლოებით 50 ივი არსებობდა, რომლებიც ზომისა და პრესტჟის მიხედვით განსხვავდებოდნენ. ჰაპუ კი საზოგადოების ერთ-ერთი ძირითადი პოლიტიკური ერთეული იყო. ტომის წევრობას სწორედ გენეალოგია განსაზღვრავდა. ჰაპუ შედგებოდა რამდენიმე ვანაუსგან (გაფართოებული ოჯახი)

მარაე, ძირითადად, გამოიყენება შეხვედრების, დღესასწაულების, პანაშვიდების, საგანმანათლებლო სემინარებისა და სხვა მნიშვნელოვანი მოვლენების აღსანიშნავად.

მარაე აერთიანებს მოჩუქურთმებულ „შეხვედრების სახლს“ (ვარენუის), სასადილო დარბაზს, სამზარეულოს, საპირფარეშოსა და საშხაპეს. „შეხვედრების სახლი“ ღია სივრცესაც (აივანი) უნდა შეიცავდეს.

მარაე

მარაეს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი შეხვედრების სახლი - ვარენუია. ვარენუი ასახავს ადამიანის სხეულის სტრუქტურას და, როგორც წესი, ოჯახის ან ტომის რომელიმე წინაპარს მიემართება.

ტეკოტეკო (სახურავზე გამოსახული მოჩუქურთმებული ფიგურა) წარმოადგენს ადამიანის თავს, ხოლო მაიჰი (გვერდით გამოსახული გრძელი დაფები) - ადამიანის მხრებს, რომელიც მოსულ სტუმრებს ხვდება. ამო (მოკლე დაფები) არის ადამიანის ფეხები, ტაჰუჰუ ( გრძელი, წვრილი ბოძი) - ხერხემალი, მასზე გამოსახული მოჩუქურთმებული ფიგურები (ჰეკე) კი - ნეკნები.

ვარენუიზე გამოსახული ჩუქურთმები ტომის ვაკაპაპას (გენეალოგიას) წარმოადგენს და მაორის ისტორიისა და ლეგენდების შესახებ მოგვითხრობს. ოჯახურ სურათებისა და გარდაცვლილთა სახეების კედლებზე გამოსახვა თითქმის ყველა ტომს ახასიათებს.

მარაე არ არის სამუდამო საცხოვრებელი, მაორის მოსახლეობა აქ მხოლოდ დროებით, მნიშვნელოვანი მოვლენების აღნიშვნისათვის იკრიბება. მათ, როგორც წესი, ერთ ოთახში (ვარენუიში) სძინავთ ერთად, ერთდროულად მიირთმევენ სასადილო დარბაზში და  დროს მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში ატარებენ.

ვარენუიში შესულმა დამთვალიერებელმა აუცილებლად უნდა გაიხადოს ფეხსაცმელი, იკრძალება საჭმლითა და სასმლით შესვლა, ასევე, აუცილებელია ნებართვის აღება ვარენუის ინტერიერისათვის სურათების გადასაღებად.[21]

მაორების ტრადიციულ საზოგადოებაში მხოლოდ ერთი ტომის წარმომადგენლები ქორწინდებოდნენ ერთმანეთზე. ქორწინება წინასწარ იგეგმებიდა. არ არსეობობდა კონკრეტული ცერემონია, თუმცა საჩუქრებს აუცილებლად უგზავნიდნენ ერთმანეთს. ახალგაზრდები სექსუალურ თავისუფლებას ამჯობინებდნენ და ქორწინებამდეც მრავალ ადამიანთან ჰქონდათ სასიყვარულო კავშირი. ოჯახის უხუცესები ირჩევდნენ ადამიანს, რომელზეც მათი ოჯახის წევრი უნდა დაქორწინებულიყო. ქორწინების საშუალებით ორი ნათესაობრივი ჯგუფი ერთმანეთს უკავშირდებოდა და ჰაპუსაც ემატებოდა ახალი წევრი. ხშირი იყო ახალშობილთა დანიშვნაც. ქორწინებათა უმრავლესოაბა მონოგამიური იყო, თუმცა ბელადებს ზოგჯერ რამდენიმე ცოლი ჰყავდათ. განქორწინებაც საკმაოდ მარტივი პროცესი იყო. აბორტსა და საკუთარი შვილის მკვლელობას ისინი მოსახლეობის რაოდენობის კონტროლისათვის იყენებდნენ.

ტრადიციული ქორწინება 1950-იან წლებამდე გრძელდებოდა, შემდეგ კი შეიცვალა კანონი, რომლის მიხედვითაც ადამიანები კაჯეჰას გზით უნდა დაქორწინებულიყვნენ, რათა მათ შთამომავლობას მემკვიდრეობა მიეღო.

ბრიტანელებმა ახალ ზელანდიაში ქორწინების ახალი კანონები შემოიტანეს. ქორწინება და ოჯახი საზოგადოების საძირკველი გახდა და სოციალურ სტაბილურობას უწყობდა ხელს. როცა წყვილი ქორწინდებოდა, ქმარი კანონიერად ფლობდა საკუთრებას და ევალებოდა ცოლისა და შვილების ფინანსური უზრუნველყოფა.

დაქორწინებულ ადამიანებს ჰქონდათ დაუქორწინებლებისგან განსხვავებული უფლებები. მაგალითად, დედები, რომლებიც ქორწინებაში არ იმყოფებოდნენ ვერ იღებდნენ მთავრობისგან სარგებელს.

1970 წლიდან უფრო მეტმა წყვილმა დაიწყო ერთად ცხოვრება და მათ ქორწინების გარეშე ჰყავდათ შვილები. 2013 წელს ჰომოსექსუალთა ქორწინებაც კანონიერი გახდა.[11]

ნათესაური კავშირები მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გამოსვლები ხშირად იწყება მოსაუბრის ვაკაპაპით ანუ გენეალოგიით. მაორების უმრავლესობას, რომელიც შეიძლება ქალაქშიც კი ცხოვრობდეს, მაინც აქვს ნათესაური კავშირი მაორების ტომებთან.

ძირითადი სოციალური ერთეული იყო ოჯახი - ვანაუ, რომელიც შედგებოდა მამაკაცისგან - კუმატუა, მისი ცოლისგან ან ცოლებისგან, მათი შვილებისგან და შვილიშვილებისგან.

მაორებში ბავშვობიდანვე იყო შთანერგილი აგრესიულობა და კონკურენტუნარიანობა.

ყველა ჰაპუს ჰყავდა ბელადი რანგატირა, რომლის ტიტული თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ის ტომში სადავო საკითხებს წყვეტდა და სხვა ტომებთან სასაზღვრო პრობლემებს აგვარებდა.

ოჯახის წევრებისადმი მიმათვა ამერიკული კულტურისგან განსხვავდება. მაორები ადამიანის ძმებს, მამაკაც ბიძაშვილებს, დეიდაშვილებსა და მამიდაშვილებს „ძმას“ უწოდებენ. მსგავსად, ადამიანის დასა და მის ქალ ნათესავებს „დად“ მოიხსენიებენ.[11][12]

ტრადიციულ საზოგადოებაში, ტოჰუნგა იყო ადამიანი, რომელიც ატარებდა რიტუალებს, რათა ბავშვები ტომში მომავალი ცხოვრებისათვის მოემზადებინა. ბავშვები სწავლობნდნენ ჯგუფებად.

მისიონერმა ტომას კენდალმა 1816 წელს ახალ ზელანდიაში პირველი ევროპული სტილის სკოლა გახსნა.1830-იანი წლებისთვის უკვე მრავალი სკოლა არსებობდა, 1894 წლიდან კი სავალდებულოც გახდა. ბავშვებს ასწავლიდნენ ინგლისურს და ზოგჯერ სჯიდნენ კიდეც მაორის ენაზე საუბრის გამო.ბავშვები განათლებას მათივე ნათესავებისგან იღებდნენ, ძირითადად, ბებია-ბაბუისგან. მათ ასწავლიდნენ სიმღერებს, ზღაპრებსა და თამაშებს.  სკოლებში აღინიშნებოდა კვალიფიცირებული პედაგოგებისა და ინვენტარის ნაკლებობა. საშუალო განათლება უფასო გახდა 1930-იან წლებში, მაგრამ მაორების მხოლოდ მცირე ნაწილს ჰქონდა მასზე წვდომა.

მაორებს შემდეგ დამხარება მთავრობამაც გაუწია და დააფინანსა[22].[9]

მე-19 საუკუნეში ევროპელებმა ახალ ზელანდიას სპორტის ახალი სახეობები გააცნეს. ზოგიერთმა მათგანმა მაორებში დიდი პოპულარობა მოიპოვა. 1883 წელს მაორელმა ბოქსიორი ჰერბერტ სლეიდი ამერიკელ ჩემპიონს შეებრძოლა ნიუ იორკში. დამარცხების მიუხედავად ის ვარსკვლავი გახდა. 1888-89 წლებში რაგბის ეროვნულმა გუნდი პირველი ახალ ზელანდიური გუნდი გახდა, რომელიც ავსტრალიის ფარგლებს გასცდა.

მეოცე საუკუნის დასაწყისში მაორებმა საკუთარი გუნდები ჩამოაყალიბეს, მათ შორის გოლფისა და ტენისის. პირველი ოფიციალური რაგბის გუნდი 1910 წელს აირჩიეს.

მაორებმა გოლფში დიდ წარმატებას მიაღწიეს. გამორჩეული მოთამაშეები არიანი ფილ ტატაურანგი და მაიკლ კემპბელი. 1990 წელს ადამ პარორმა ახალი ზელანდია კრიკეტის მატჩზე წარმოადგინა. მნიშვნელოვანი ჩოგბურთელები არიან რუია მორისონი და კელი ევერდინი. ყველაზე ცნობილი მაორელი ფეხბურთელი იყო ვინტონ რაფერი, რომელმაც 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა.

სპორტის ზოგიერთი სახეობა მაორებში ბევრად პოპულარულია ვიდრე სხვაგან. მაგალითად კრიკეტი, რაგბი და კალათბურთი ქალთათვის ან რაგბი, ვაკა ამა მამაკაცებისთვის.

აღსანიშნავი სპორტსმენები:

  • რიკი ელისონი, ფეხბურთი
  • პერო კამერონი, კალათბურთი
  • ვეინ შელფორდი, რაგბი
  • ლიზა კერინგტონი, კანოე
  • მილი ხანი, ბოულინგი
  • შეინ კამერნი, ბოქსი[18]

 ლეგენდები და მითები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაორის უმდიდრესი კულტურა აქვს, რომელიც, ძირითადად, მათ ტრადიციებსა და ლეგენდებს ეფუძნება. ლეგენდები თაობიდან თაობას ზეპირსიტყვიერების გზით გადაეცემათ. ისინი მოგვითხრობენ როგორც ახალი ზელანდიის კუნძულების შექმნაზე, ასევე სხვა მრავალ თემაზე.

მაორის კულტურაში ლეგენდებსა და მითებს ქმნიან შავკანიანი ადამიანები, რომლეთა ფიზიკური მახასიათებლებია: აქვთ სქელი, ამობურცული ტუჩები, ფართო ცხვირი, დიდი ნესტოები და ხვეული თმები.

მაუი თევზაობს ჩრდილოეთის კუნძულებზე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაორის მითოლოგიაში უმნიშვნელოვანესი ფიგურა - მაუი - არ განიხილება ღმერთად, არამედ გმირად. თუმცა, მის სახელს ხშირად უკავშირებენ დღის, სინათლის, ცისა და მიწის შექმნას.

ლეგენდის თანახმად, მაუი-ტიკიტიკი-ა-ტარანგა იყო კადნიერი, თავხედი და ჭკვიანი ნახევარღმერთი, რომელსაც საზღვრების დარღვევა უყვარდა. ერთხელ მისმა ძმებმა გადაწყვიტეს, საზღვაო მოგზაურობა მოეწყოთ და ამ მოგზაურობის დროს უამრავი თევზი დაეჭირათ, მაგრამ მაუის წაყვანა არ სურდათ. მაუიმ გაიგო ეს ამბავი და ნავის წინა ნაწილში მოხერხებულად დაიმალა, თავი კი მაშინ გამოაშკარავა, როცა ნაპირიდან საკმაოდ დაშორებულები იყვნენ. ამ „სათევზაო მოგზაურობაში“ მაუიმ დაიჭირა უდიდესი თევზი - ჩრდილოეთის კუნძული.

ჩრდილოეთის კუნძულის აღმოსავლეთ კონცხზე მდებარე ჰიკურანგის მთა მიიჩნევა მაუის პირველ თევზად, რომელიც ზღვიდან ამოტივტივდა. მთა წმინდა, საღმრთო ადგილადაა მიჩნეული ადგილობრივი „ნგატი პოროუს“ ტომისათვის, რომლის წევრების თავიანთ თავს მაუის პირდაპირ შთამომავლებად მიიჩნევენ.

ტანე-მაჰუსტა ქმნის ნათელ სამყაროს

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტყის მეფე - ტანე-მაჰუსტა - მაორის კულტტურაში მნიშვნელოვანი ფიგურაა. 6 ძმას შორის ყველაზე უფროსი ტანე-მაჰუსტა გაიზარდა ტყის სიბნელეში, ზეციური მამისა (რანგინუის) და მიწიერი დედის (პაპა-ტუ-ა-ნუკუ) გარემოცვაში. რომ წამოიზარდა, ტანე-მაჰუსტამ გადაწყვიტა, ხელი ეკრა მათთვის და ახალი, ნათელი სამყარო (ტე აო მარამა) შეექმნა, სამყარო, რომელშიც დღეს ჩვენ ვცხოვრობთ.

ახალი ზელანდიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე კუნძულზე არის ერთ-ერთი უდიდესი ტყე, რომლის უძველეს ხეებს, ტყის მეფის პატივსაცემად, ტანე-მაჰუსტას უწოდებენ.

ჰინემოასა და ტუტანეკაის ცნობილი სასიყვარულო ისტორია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰინემოა და ტუტანეკაი ახალი ზელანდიის რომეო და ჯულიეტაა. ლეგენდა მათი სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ მგრძნობიარე და დაუვიწყარია. ამბავი საკმაოდ დრამატულია, ლეგენდის მთავარი გმირები იძულებულნი არიან, ოჯახის წევრებს დაუმტკიცონ თავიანთი სიყვარულის ძალა. საბოლოოდ, ამბავი მაინც ბედნიერად სრულდება.

პაიკეა - ვეშაპის „მატარებელი“

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაორის ლეგენდა მოგვითხრობს ამბავს ვეშაპ ტოჰორას ზურგზე ამხედრებული პაიკეას შესახებ, რომელიც მოგზაურობდა ახალი ზელანდიის გარშემო. ამბავი წარმოაჩენს სულიერ კავშირს ადამიანურ და ბუნებრივ სამყაროებს შორის და გამოხატავს დადებით დამოკიდებულებას იმ ფაქტის მიმართ, რომ ბუნება იყოს არა მარტო გამოყენებული, არამედ პატივცემული.

სწორედ ეს ლეგენდა იქცა შთაგონების წყაროდ იჰიმაერას წიგნისათვის - Whale Rider, რომლის მიხედვითაც მოგვიანებით გადაიღეს ამავე სახელწოდების ფილმი[23]

მაორების წარმოდგენით, პირველად ღმერთები ანუ ატუები შეიქმნენ. პირველი ღმერთი იყო  ტე კორე, შემდეგი ტე პო (ღამე) და მე აო მარამა (სინათლე). პაპატუანუკუს (მიწის დედა) და რანგინუის (ცის მამა) შვილები იყვნენ ტანე (ტყის ღმერთი), ტანგაროა (ზღვის ღმერთი), რონგო (საჭმლის ღმერღი) და ტუმატაუენგა (ომის ღმერთი). ტანემ შექმნა პირველი ქალი - ჰინეაჰუონე და მასზე დაქორწინდა.

ამას გარდა არსებობს სხვა გადმოცემებიც, რომლებიც მოდგმას - რანგისა და პაპას - ანუ ცასა და დედამიწას უკავშირდება. Tane, Tu, Rongo და Tangoaroa-სთან დაკავშირებული მითები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაორის კულტურისათვის. „ტანე“ და „რონგო“ ყველასათვის ნაცნობი ღვთაებებია. ტანე არის მზის განსახიერება, ხოლო რონგო - მთვარისა. ხშირად გვხვდება ამ სახელების კომბინაციაც - რონგო-მა-ტანე. მასთან დაკავშირებული რიტუალები, ძირითადად სასოფლო-სამეურნეო საქმიანობების დროს აღევლინებოდა. მაორთა რწმენით, მზისა და მთვარის ეს წყვილი დადებით გავლენას ახდენდა ბუნებაზე და ადამიანებს მასთან აკავშირებდა.

აღსანიშნავია, რომ მაორის მითის თანახმად, მთვარის ორი განსხვავებული სახე (ქალი და კაცი) არსებობს და, ასევე, მზემაც შეიძლება შეიძინოს განსხვავებული სახელები. „ტანე“ მათ შორის ყველაზე გავრცელებულია მზე ერთდროულად შეიძლება იწოდებოდეს ზეცის მამად და მიწის დედად. სფეროს ფორმის მთვარეს „მარამა“ ეწოდება, მთვარის ქალღმერთს კი - „ჰინა“. „ჰინა“ მთვარის მდედრობითი გამოვლინებაა და „ჰინას“, „ინას“ ან „სინას“ სახელწოდებებით ფართოდ გავრცელებულია პოლინეზიაში.

რაც შეეხება „რონგოს“, ის მთვარის მამაკაცური გამოვლინებაა და სოფლის მეურნეობის მფარველადაა მიჩნეული. მაორის მითოლოგიის თანახმად, რონგო ტანეს უფროსი ძმაა.

ტოჰუნგები წარმოადგენდნენ ერთგვარ მღვდლებს ან რაიმე სფეროს ექსპერტებს. მაგალითად, ტოჰუნგა ვაკაირო ჩუქურთმების სპეციალისტი იყო. ისინი სპეციალურ განათლებას იღებდნენ, პასუხისმგებელნი იყვნენ ეზოთერულ რიტუალებზე და კარგად იცნობდნენ ტომთა ისტორიასა და გენეალოგიას. მაორების რწმენით, მლოცველებს შეეძლოთ ამინდის კონტროლიც. შამანები ემსახურებოდნენ ოჯახთა ღმერთებს.

ღმერთებსა და სულებთან კომუნიკაცია შეეძლოთ ტოჰუნგას საშუალებით, რომელსაც სხვადასხვა ხმით შეეძლო საუბარი. ტოჰუნგა ამოწმებდა სწორად ატარებდნენ თუ არა ადამიანები რიტუალებს საკვების შეგროვების ან ომის წინ. ტოჰუნგები ღმერთებთან კომუნიკაციას კარაკიას საშუალებით ახერხებდნენ. არსებობდა მრავალი ტიპის კარაკია, მათ შორის ბავშვებისაც.

მატაკიტები იყვნენ ადამიანები, რომლებსაც შეეძლოთ მომავლის დანახვა. ზოგი ტოჰუნდა მატაკიტიც იყო.

ადამიანებს ჰქონდათ არამატერიალური ძალა - მანა, რომელსაც სიცოცხლის განმავლობაში იღებდნენ. ჩვილებსა და ტოჰუნგებს უფრო ძლიერი მანა ჰქონდათ სხვებთან შედარებით. ადამიანის სულს ისინი ვაირუას უწოდებდნენ, რომელსაც შეეძლო სხეულის დატოვებაც.

ახალი ზელანდიელების მსგავსად, მაორები დღეს ქრისტიანები არიან (ძირითადად ანგლიკანები და კათოლიკეები). სხვა კულტურებთან კონტაქტამდე მათი წარმოდგენები მანასა და ტაპუს ეფუძნებოდა. ეს უკანასკნელი სიწმინდეს უკავშირდება, რომელსაც დაბადებისას იღებდნენ.[11][24]

სიკვდილის შემდეგ, ადამიანის სხეულს წმენდნენ და ტანსაცმლით მოსავდნენ. წარსულში ამ ყველაფერს ნათესავი ქალი აკეთებდა.

ტანგიჰანგა მაორების რიტუალია, რომელიც გლოვას უკავშირდება და რამდენიმე დღე გრძელდება. მეგობრები და ოჯახის წევრები მთელი რიტუალის განმავლობაში გარდაცვლილთან რჩებოდნენ, რომელიც მიჰყავდათ ღია ცის ქვეშ სპეციალურ ადგილას სახელწოდებით „მარაე“. ორკვირიანი გლოვის შემდეგ, სხეულს ნაჭრებში ახვევდნენ და მარხავდნენ გამოქვაბულში, ხეში ან მიწაში. ერთი წლის შემდეგ ახდენდნენ გვამის ექსჰუმირებას და ამზადებდნენ მეორედ გლოვისათვის. ცერემონიის შემდეგ ძვლებს ისევ მარხავდნენ. მათ სჯეროდათ, რომ გარდაცვლილთა სულები ამის შემდეგ მათ საბოლოო საცხოვრებელ ადგილს აღწევდნენ მისტიურ მიწისქვეშეთში.

კრემაცია სხეულის დაწვის პროცესია, რომელიც ძირითადად კრემატორიუმში ხდება, ფერფლს ოჯახის წევრებს გადასცემენ, რომლებიც მას მარხავენ ან თან იტოვებენ. პირველი კრემაცია ახალ ზელანდიაში 1909 წელს შესრულდა, 1960-იანი წლებიდან კი უფრო ხშირი გახდა. 2000-იანი წლებიდან სხეულთა 60%-ის კრემაციას ახდენენ.

ტრადიციულად, როცა ვინმე გარდაიცვლებოდა, მათი სული ტოვებდა სხეულს და მოგზაურობდა ახალი ზელანდიის ჩრდილოეთით, წმინდა ადგილას.  

მომაკვდავ ადამიანს აუცილებლად უნდა დაეტოვებინა ანდერძი. ქონების ძირითადი ნაწილი თანაბრად იყოფოდა მის შვილებს შორის. სანადირო, სათევზაო და სხვა მოწყობილობები იმავე სქესის შთამომავლებს გადაეცემოდა.[11][25]

ქრისტიანი მაორები ძირითად ქრისტიანულ დღესასწაულებს აღნიშნავენ. მათთვის მნიშვნელოვანი დღესასწაული იყო ვაიტანგის დღე (6 თებერვალი). ის უკავშირდება 1840 წელს დადებულ ხელშეკრულებას, რომლითაც უფლებებისა და პრივილეგიების გარანტია მიიღეს. 1994 რადიკალებმა ამ დღესასწაულის გაუქმება მოითხოვეს.[9]

ყოველდღიური საქმიანობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყოველდღიური რუტინა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახლის სამუშაოები დამოკიდებულია როგორც წელიწადის დროზე, ასევე ყოველკვირეულ კალენდარზეც.

მზის ამოსვლამდე, ქალები ანთებენ ზეთის სანათებს და ამზადებდნენ საუზმეს მათი ქმრებისთვის. მამაკაცები და უფროსი შვილები მოგვიანებით იღვიძებენ. ბავშვები  მხოლოდ მას შემდეგ იღვიძებენ, რაც უფროსები დაასრულებენ საუზმეს და წავლენ სამუშაოზე.

საუზმის შემდეგ მამაკაცები მიდიან სამუშაოზე - ძროხის ფერმაში, მდელოზე, ზღვაზე ან ბაღში. ძროხის ფერმაში მუშაობენ ის ქალებიც, რომლებსაც პატარა ოჯახი ან უფროსი ქალიშვილი ჰყავთ, რომელსაც შეუძლია ოჯახის წევრების გამოკვება და მათ შემოსვაზე ზრუნვა.

დილით დიასახლისი ასუფთავებს სახლს, ჭურჭელს რეცხავს, კერიას უვლის და იწყებს სადილის მომზადებას. საშინაო საქმეების დასრულების შემდეგ ის შეიძლება მეზობელს ესტუმროს, წაიკითხოს გაზეთ ან ითამაშოს ბანქო.

დიასახლისებს საჭმლის მომზადება თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარების გარეშე უწევთ, თუმცა ამ საქმეს თავს მშვენივრად ართმევენ. მათ ტემპერატურის განსაზღვრა თერმომეტრის, რაოდენობის - სასწორის, ხოლო დროის განსაზღვრა საათის გარეშე შეუძლიათ.

ქალები მზარეულობის ძირითად მეთოდებს ახალგაზრდობაში სწავლობენ, ახალ რეცეპტებს კი, რომლებიც უკვე მათთვის ნაცნობ ინგრედიენტებს შეიცავენ, ჟურნალ-გაზეთებიდან სწავლობენ.

მათი ტექნიკა შეიცავს შეწვას, მოხარშვას და შამფურზე შეწვას. ზოგი დიასახლისი ხილსაც ინახავს და მისჯან ჯემს ამზადებს. ისინი ხარშავენ ბოსტნეულს, წვავენ თევზს, კვერცხს, ბეკონს და ა.შ.

მათი საკვები ძირითადად ასეთია:

საუზმე - შვრიის ფაფა, ჩაი, კარაქი, ხორცი ან თევზი, რძე, ჯემი.

სადილი - პური, კარტოფილი, კარაქი, თევზი ან ხორცი

ვახშამი - პური, ჩაი, კარტოფილი, თევხი ან ხორცი

მამაკაცების უმრავლესობასაც შეუძლია სადილის მომზადება, მაგრამ ამას მხოლოდ ქალების არყოფნის პერიოდში აკეთებენ.[26]

საცხოვრებელი პირობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღესდღეობით, მაორების 80 პროცენტი ახალი ზელანდიის ქალაქებში ცხოვრობს. თუმცა 1920-იან წლებამდე ისინი სოფლად ცხოვრობდნენ. სანაპიროზე მცხოვრები მაორები ძირითადად კანოეთი გადაადგილდებიან, რომელიც შეიძლება იყოს როგორც ერთადგილიანი, ასევე ორადგილიანი. Waka Taua იყო დიდი საომარი კანოე.

ზოგიერთ ქალაქის ტიპის დასახლებაში უმუშევრობის დონე 50 პროცენტს აღემატება, არის სიღარიბეც.  ფილმში სახელწოდებით „ერთხელ მეორები ვიყავით“ (ინგლ. Once Were Warriors, 1994) კარგადაა ასახული ალკოჰოლიზმის, ძალადობისა და უმუშევრობის პრობლემები.[12]

მაორის სხვა სოფლების მსგავსად, კაჰუკურას წევრებსაც მრავადი დაავადება აწუხებთ. ამ პრობლემებს იწვევს მცირე დაავადებების გავრცელება ისე, რომ ოჯახის მხოლოდ ერთი ან ორი წევრი ახერხებს გამოჯანმრთელებას.

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება ტუბერკულოზია, რომელმაც ათასობით ადამიანის სიკვდილი გამოიწვია წინა საუკუნეში.

მცირეწლოვანი ბავშვების ნახევარზე მეტი დერმატოლოგიური დაავადებებით იტანჯება. მშობლებს მიაჩნით, რომ ეს დაავადება გარდაუვალია და მის მკურნალობას სხვადასხვა სახის მალამოებით ცდილობენ. დედები, რომელთა შვილებსაც მსგავსი დაავადება არ აქვთ, ამაყობენ საკუთარი სუფთა კანით და ამტკიცებენ, რომ მათი ძლიერი იმუნური სისტემა ხშირი დაბანითაა განპირობებული. სხვებს კი მიაჩნიათ, რომ ამის მიზეზი საკვებში მცენარეულობის ნაკლებობაა.

დაავადებულები სახლში მკურნალობენ. ერთი ან ორი მცენარეული ნაყენის მიღების შემდეგ, რომელიც, სავარაუდოდ, პოსტ-ევროპული ინოვაციაა, მათ პრობლემები ეწყებათ საჭმლის მონელებასთან დაკავშირებით.

დაავადების სირთულის მიუხედავად, ზრდასრული ადამიანები მცირე დროს ატარებენ წოლით რეჟიმში - ქალები მხოლოდ რამდენიმე დღეს მშობიარობის შემდეგ და კაცებიც ასევე პერიოდული გაციებისას.[11]

მაორის კულტურაში წელიწადი იწყებოდა ივნისის თვეში, პირველი ახალი მთვარის გამოჩენისას. ხშირად თვეების მიხედვით დავალებას სხვა და სხვა ადამიანები ასრულბდნენ, ეს დასკვნა გამოგვაქვს ცნობების მიხედვით, რომლებიც შექმნილი იყო განსხვავებული ცხოვრები წესის მქონე განსხვავებული თემების მიერ. ამ ცნობებში მოკლედ შეიძლება იყოს მითითებული თითოეული კატეგორიის სამუშაოს თანმიმდევრობა, დაწყებული ტყის პროდუქტის მოგებით.

ძირითადი სეზონები, ჩიტების და ვირთხების დასაჭერად, იწყებოდა ივნისის თვეში და გრძელდებოდა ზამთრის ბოლომდე. სხვა და სხვა სახეობის  ჩიტებს ჰქონდა მისთვის განკუთვნილი სპეციფიკური სეზონი, მათი  წონის, მორჩილებისა და კვების რაციონის მიხედვით. ასე რომ ჩიტებს საკმაოდ დიდი ყურადღება ეთმობოდათ და მათ მოპოვებაზე რეგულარულად, კონკრეტული დავალებები იყო გაცემული. ზაფხული ასევე იყო პერიოდი ტყის მცენარე-პროდუქტების შესაგროვებლად.

სხვა და სხვა ეკონომიკური აქტივობები ერთმანეთს საკმაოდ კარგად ერწყმოდა. მაშინ, როდესაც ზამთარში დასრულდებოდა ჩიტების მოპოვება და შენახვა, იწყებოდა მზადება მარცვლეულის დასათესად. წლის ყველაზე დიდი ნაწილი სწორედ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ეკავა. ნიადაგი მუშავდებოდა გვიან შემოდგომაზე, მანამ სანამ წვიმით გაიჟღინთებოდა. მიწას ახლიდან თხრიდენ უკვე გაზაფხულის დასაწყისში. ეს სეზონი იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი  მაორის კულტურაში, რაც ჩანს, მისი ერთ-ერთი სახელიდან Te Koanga, რაც თხრას ნიშნავს. ეს პერიოდი განსაკუთრებით იყო დაკავშირებული სოფლის მეურნეობასთან. ხოლო მაორის  ლეგენდის მიხედვით, ეს იყო „მაჰურუ“ გაზაფხულის გაპიროვნებული ფორმა, რომელმაც გამოგზავნა ბულბული რომ ეხმო ადამიანები, რათა მათ დაეწყოთ მიწის მოხვნა მოსავლისთვის, კივილით Koia! Koia! Koia! (თხრა! თხრა! თხრა!). ვარსკვლავი Poutu-te-rangi (პუოტუ-ტე-რანგი) და ზოგიერთი აყვავილებული ბუჩქი ასევე იყო ნიშანი იმისთვის, რომ დაეწყოთ მოსავლის დასარგავად მომზადება. ეს ძირითადად ხდებოდა ოქტომბერში, მაგრამ შესაძლებელი იყო ადრეც დაწყებულიყო, ან გაგრძელებულიყო თითქმის შუა დეკემბრამდე. ეს დამოკიდებული იყო ამინდზე და ლოკაციაზე. ამის შემდეგ, როდესაც ნიადაგზე ყლორტები გამოჩნდებოდა, იწყებოდა პლანტაციის გაფარცხვა, გათავისუფლებულ ტერიტორიაზე კი შენდებოდა ბუჩქნარები ქარის საწინააღმდეგოდ, მცენარეების დასაცავად. თებერვალის თვისთვის იწყებოდა ტაპუს მოსავლიდან მოხსნის საზეიმო ცერემონიალი, ხოლო მარტში იწყებოდა მოსავლის შესანახი საწყობების მომზადება. ამის შემდეგ, აღმოსავლეთ ჰორიზონტზე Whanui (Vega)-ს გამოჩენისას იწყებოდა მარცვლეულის ამოთხრა, ამას მოყვებოდა ბოლქვების შენახვის პროცესი. ყველაფერი ეს ხდებოდა ადრეულ შემოდგომაზე. ეს სეზონიც მაორის კულტურაში მჭირდოდ არის დაკავშირებული სოფლის მეურნეობასთსან, რაზეც მეტყველებს დასახელება Te Ngahuru, მოსავლის აღების დრო. შესაბამისად ეს ტერმინი, ასევე გახდა მეათე თვის სინონიმი.  სამუშაოს დაკვნით ნაწილს წარმოადგენდა მოსავლის ფესტივალი, რომელსაც ჰქონდა, როგორც რიტუალური, ისე სოციალური დატვირთვა, სხვა და სხვა თამაშებით და გართობით. მომდევო ორი თვე სასოფლო-სამეურნეო ტომებისთვის შედარებით ნაკლებად დატვირთული სეზონი იყო.

სხვა და სხვა ტომების ამ აქტივობების მიმოხილვით ჩნდება რამდენიმე საინტერესო საკითხი. პირველ რიგში მაორის კულტურაში გვაქვს შრომის სეზონური ორგანიზაცია, ეკონომიკური აქტივობების რეგულარული ციკლი, სადაც თითოეულ საქმიანობას აქვს მისი კარგად განსაზღვრული პერიოდი. ეს განსაზღვრა კლიმატური პირობების ცვლილებებმა და მცენარეების არსებობის ხასიათმა. ბუნებრივი პროცესებისა და ასევე თანმხლები ნიშნების ძალიან დეტალურმა ცოდნამ საშუალება მისცა ნებისმიერ ნაკვეთში მომუშავეს, როგორც ექსპერტს გაეზომა ახალი თუ დამწიფებული ნაყოფი. ყოველ აქტივობას ჰქონდა მისი კანონიერი ადგილი ეკონომიკური ოპერაციების მთელს სისტემაში.

მეორე საინტერესო ფაქტორი - აბსოლუტურად ნათელია, რომ საკვები რესუსრსის მრავალფეროვნებამ სხვა და სხვა ტომებში მათ ძალიან განსხვავებული სამუშაო გრაფიკი შეუქმნა.

ძირითად შემთხვევებში, სხვა და სხვა ტომებში რეგულირებული სამუშაო ერთმანეთს ემთხვეოდა, რადგან ისინი ძირითადად სავაჭრო საკვებს ამზადებნდენ, მაგრამ სხვაობები ასევე გაწერილი იყო.

შემდგები მომენტი ეს არის სხვა და სხვა ტომების მიერ განსხვავებულ სეზონზე ერთი და იმავე საკვების მოპოვება. ფლეშერი აღნიშნავს, რომ  Taupo (ტაუპო), თევზაობის სეზონი იწყება სექტემბერში, ხოლო ბუკის მიხედვით კი ეს სეზონი იწყება დეკემბრიდან. ზღვის თევზაობაშიც, ერთ სეზონზე იყო სხვა და სხვა ტერიტორიები ერთი და იგივე სახეობების მოსაპოვებლად. ასევე კარგად არის გამოკვეთილი დროში სხვაობა, ერთი და იმავე აქტივობებისთვის ჩრდილოეთ და სამხრეთ ტომებს შორის . მაშინ, როცა თევზ სალამურიას ვანგანუიში მაისიდან ივლისამდე იჭერდნენ, სამხრეთში მისი მოპოვება, ჰ. ბეტის მიხედვით, ოქტომბერსა და ნოემბერში ხდებოდა. სამხრეთში კენკრის მცენარეებს, რომლებსაც ჩიტები საკვებად იყენებდნენ, ნაყოფი გამოქონდათ 6 კვირით გვიან, ვიდრე ჩრდილოეთში. ეს კი ხაფანგში გაბმის ოპერაციებში იძლეოდა ექვივალენტურ „ჩამორჩენას“ დროში. ასეთი კლიმატური ვარიაციები და სხვაობა ადგილმდებარეობებს შორის იწვევდა შემდგომ განსხვავებებს სამუშაო კალენდრში, სხვა და სხვა ტომებს შორის.

მაორის ჩაცმულობის ეკონომიკური ასპექტები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაორი ქმნის ერთ-ერთ საინტერესო მაგალითს გარემოს რეგულაციის მხრივ. მათი წყაროების მიხედვით, ისინი ახალი ზელანდიის სამკაოდ ახალი მოსახლეები არიან. რამდენიმე ასეული წელია გასული მას შემდეგ, რაც ტაჰიტიდან მიგრანტების ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული ტალღა გადმოსახლდა ამ მიწებზე. ახლა ამ პოლონეზიური კუნძულების ბუნებრივი საზღვრები, მათი ბოლო საცხოვრებელი „ჰავაიკი“, საკამოდ განსხვავდება ახალი ზელანდიისგან. ადრე კლიმატური პირობები იყო ნაკლდებად მკაცრი, ფლორა და ფაუნაც განსხვავებული. შესაბამისად, მაორის ხალხს მოუწევდა გარკვეული რეგულაციების გაკეთება გარემოში გადარჩენისთვის.

ახალი ზელანდიის კლიმატი, პოლონეზიურ კუნძულებთან შედარებით არის საკმაოდ ცივი და ნესტიანი, რაც ითხოვს ბუნებისგან უფრო მეტ დაცვას. თავიანთ ძველ სახლში მაორელები ატარებდნენ „ტაპას“, აუტეს შიდა ქერქისგან დამზადებულ ქსოვილს. ამას  ძირითადად ატარებდნენ კაცები, გრძელ ზოლად, რომელიც გადიოდა ფეხებს შორის და საზარდულის გარშემო. ქალები კი მას ატარებდნენ, როგორც კილტს. ახლა კი მაორელები რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ - ამ ტანისამოსის დასამზადებელი მასალა ახალ ზელანდიაში არ მოიპოვებოდა. ეს დაბრკოლება, ერთის მხრივ, გათვალისწინებული იყო და მაორელები ცდილობდნენ ამ ტანსაცმლისთვის შესაქმნელი მცენარე მოეტანათ მოგზაურებთან ერთად თავიანთი კანოებით,  მაგრამ ახალი ზელანდიის კლიმატური პირობები ძალიან მკაცრი გამოდგა, როგორც ამ მცენარის მოსაშენებლად ისე „ტაპას“ ტანზე სატარებლად. შესაბამისად, მაორელებს მოუწიათ ახალი ტანსაცმლის ძებნა, შესაბამისის კლიმატურ პირობებთან შესაგუებლად. ამის შემდეგ დაიწყო ახალი ტანისამოსის წარმოება. ეს ტანსაცმელი დაიყო ოთხ სახეობად: წინსაფრები, კილტები, მოსაცმელები, პლაშები. წინსფარი და კილტი ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენებოდა. მკაცრი კლიმატური პირობებისგან დასაცავად იყენებდნენ საწვიმრებს. სქელ ტანსაცმელს ფართოდ იყენებდნენ გარეთ გასასვლელად და სითბოს შესანარჩუნებლად. ყოველდღიურ მოხმარებაში ეს ტანსაცმელი სხეულს უკეთესად ფარავდა, ვიდრე კილტი და წინსაფარი. ეს ტანისამოსი, რომელსაც წელზე იხვევდნენ, იყო სადა, ორნამენტების გარეშე.

აქედან ჩანს მაორელების შეუგუება მათ ფიზიკურ მოთხოვნილებებთან: ყველაზე შესაფერისი მატერიების და ტექნიკის ამორჩევა გარემო პირობებთან შესაგუებლად. 

ინდივიდი და დაჯგუფება მაორის საზოგადოებაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაორები ცხოვრობდნენ სოფლებში, თითოეული სოფელი კი იყო ამ რაიონის მაცხოვრებლების ეკონომიკური ცენტრი. ძირითადი ეპიცენტრი სხვა და სხვა აქტივობებისთვის იყო მარაე ან სახალხო სკვერი და შეხვედრების სახლი „ვაკაირო“ (whakairo). ადრე მისი დანიშნულება იყო სოციალურ-ეკონომიკური შეხვედრების მასპინძლობა. მოგვიანებით კი ეს ადგილი ტომთა საკუთრებად იქცა. აქ ხდებოდა შრომის ორგანიზება, სიმდიდრის დაგროვება და საქონლის ექვივალენტურად დაანწილება. თითოეული სოფელი შედგებოდა ოჯახებისგან, რომლებიც წარმოადგენდნენ ეკონომიკურ ერთეულებს.

რაც შეეხება ნათესაობრივ დაჯგუფებეს, „ვანაუს“ ანუ ოჯახის  გენეალოგია მოიცავდა სამ ან ოთხ თაობას. ასეთი საოჯახო ჯგუფები იყო მაორის ეკონომიკის საფუძველი. ცალკეული ოჯახები თავის მხრივ ქმნიდნენ დამოუკიდებელ ეკონომიკურ ჯგუფებს. მოგვიანებით, მათი სოციალური ფუნქციები კიდევ უფრო გაფართოვდა. ეკონომიკურ თვალსაწიერიდან განსაკუთრებული მნიშვნელობა ცალკეულ ოჯახებში ენიჭებოდა ქმრისა და ცოლის მოვალეობების გადანაწილებას საკვების, ტანსაცმლის, საშინაო საქმეების და ბავშვების მოვლის სფეროში.; კავშირები ორ ნათესაობას შორის მყარდებოდა ქორწინების საშუალებით; იყო წესებიც, რომლებიც განსაზღვრავდნენ წარმატებასა და მემკვიდრეობას. წესების ნაწილი ეხებოდა პრივილეგიებსა და წოდებებს, მეორე კი შემოსავლის განაწილებას.

თითოეული ოჯახი თავად აგვარებდა საკუთარ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს, იმ შემთხვევაში, თუ პრობლემა არ ეხებოდა სოფელს ან ტომს. ვანაუს წევრები ერთად მუშაობდნენ, ჭამდენენ და ცხოვრობდნენ.

უფრო ინკლუზიური ნათესაური ჯგუფი „ჰაპუ“, ჩართული იყო უმრავლეს სასოფლო აქტივობებში. საკუთრების უფრო მნიშვნელოვანი სახეობები, როგორებიც არის საომარი კანოე, შეხვედრების სახლი, სოფლის გარშემო მიწები და ა.შ. ეკუთვნოდა მთლიანად ჰაპუს და მის თითოეულ წევრ შეეძლო მათი გამოყენება.

ტომის (iwi) ეკონომიკური ფუნქციები ძალიან იზღუდებოდა დიდ ფესტივალებში მონაწილეობისას. მაორის ეკონომიკურ სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი უჭირავთ ნათესაურ დაჯგუფებებს: აქ არ ვხვდებით არცერთ მნიშვნელოვან ეკონომიკურ ასოციაციას, რომელიც მათზე არ არის დამყარებული.[27]

ეკონომიკური დაგეგმარება და მაორის სოფელი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაორის აგრარული სოფლების ეკონომიკურ ცხოვრებას ძირითად შემთხვევაში მთავრობა განსაზღვრავს. ბიჭებს სკოლა უვითარებს შესაბამის უნარებს. მოგვიანებით ის მემკვიდრეობას იღებს მიწაზე, რომელზეც ფერმის მოშენება შეუძლია. როგორც ფერმერს, მას მთავრობა აფინანსებს, აძლევს რჩევებს და ეხმარება კარაქისა და ყველის გაყიდვაში. გოგონებთან დაკავშირებით კი სკოლა სახლის საქმეებზეა ორიენტირებული. ის უნდა დარჩეს სოფელში, დაქორწინდეს  და მიწის მისი წილი მეუღლეს გადაეცეს.

მაორის ეკონომიკური დაგეგმარება სულაც არ არის სიახლე. ძველთაგანვე ხდებოდა ადგილობრივი სქემების შემუშავება მაორის ეკონომიკის გარდაქმნისათვის. თუმცა, ძველი გეგმები უფრო ლოკალურ ეკონომიკას ეხებოდა, ახლანდელი კი მეტად უნივერსალურია და კოოპერაციას უსვამს ხაზს. მისი მიზანი არის ის, რომ მაორის მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს ახალი ზელანდიის ეკონომიკაში, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად აამაღლებს ცხოვრების სტანდარტს.[12]

  1. Statistics New Zealand. QuickStats About Māori. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 სექტემბერი 2013. ციტირების თარიღი: 7 August 2010.
  2. Hamer, Paul (2008). „One in Six? The Rapid Growth of the Māori Population in Australia“ (PDF). New Zealand Population Review. 33/34: 153–176. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 12 ნოემბერი 2013. ციტირების თარიღი: 19 May 2012.
  3. 3.0 3.1 Walrond, Carl. (4 March 2009) Māori overseas. Te Ara: The Encyclopedia of New Zealand. ციტირების თარიღი: 7 December 2010.
  4. New Zealand-born figures from the 2000 U.S. Census; maximum figure represents sum of "Native Hawaiian and Other Pacific Islander" and people of mixed race. United States Census Bureau (2003).Census 2000 Foreign-Born Profiles (STP-159): Country of Birth: New Zealand. Washington, D.C.: U.S. Census Bureau.
  5. Statistics Canada (2003).(232), Sex (3) and Single and Multiple Responses (3) for Population, for Canada, Provinces, Territories, Census Metropolitan Areas and Census Agglomerations, 2001 Census – 20% Sample Data დაარქივებული 2019-09-13 საიტზე Wayback Machine. . Ottawa: Statistics Canada, Cat. No. 97F0010XCB2001001.
  6. http://maoridictionary.co.nz/search?idiom=&phrase=&proverb=&loan=&histLoanWords=&keywords=maori
  7. [1]
  8. http://maoridictionary.co.nz/search?idiom=&phrase=&proverb=&loan=&histLoanWords=&keywords=tangata
  9. 9.0 9.1 9.2 http://www.encyclopedia.com/topic/Maori.aspx#2
  10. http://www.encyclopedia.com/topic/Maori.aspx
  11. 11.0 11.1 11.2 11.3 11.4 11.5 11.6 Latham, Christopher. 2009. “Culture Summary: Maori.” New Haven, Conn.: Human Relations Area Files. http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=oz04-000.
  12. 12.0 12.1 12.2 12.3 Hawthorn, Harry Bertram. 1944. “Maori: A Study In Acculturation.” Memoirs. [Menasha, Wis.]: American Anthropological Association. http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=oz04-006.
  13. 13.0 13.1 http://www.teara.govt.nz/en/history/page-1
  14. http://www.teara.govt.nz/en/te-reo-maori-the-maori-language
  15. http://www.maorilanguage.net/maori-alphabet/
  16. http://www.teara.govt.nz/en/maori-clothing-and-adornment-kakahu-maori
  17. http://www.teara.govt.nz/en/1966/maori-art/page-10
  18. 18.0 18.1 http://www.teara.govt.nz/en/maori-and-sport-hakinakina
  19. http://www.teara.govt.nz/en/ta-moko-maori-tattooing
  20. http://www.teara.govt.nz/en/1966/maori-art
  21. http://www.newzealand.com/int/feature/marae-maori-meeting-grounds/
  22. http://www.teara.govt.nz/en/maori-education-matauranga    
  23. http://www.newzealand.com/int/feature/experience-maori-legends/
  24.   http://www.teara.govt.nz/en/traditional-maori-religion-nga-karakia-a-te-maori
  25. http://www.teara.govt.nz/en/death-and-dying
  26. http://www.teara.govt.nz/en/maori-foods-kai-maori
  27. Firth, Raymond. 1959. “Economics Of The New Zealand Maori.” Wellington, Nz.: R. E. Owen, Govt.Printer. http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=oz04-004.