შინაარსზე გადასვლა

მარტინ ლუთერის უნივერსიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰალლე-ვიტენბერგის მარტინ ლუთერის უნივერსიტეტი
Martin-Luther-Universität Halle-Wittenberg
ლათ. Universitas hallensis
დევიზი „მომავალი ტრადიციებით“
დაფუძნდა 1502
ატარებს სახელს მარტინ ლუთერი
ტიპი საჯარო
რექტორი Christian Tietje
სტუდენტი 19,319[1]
ქალაქი ჰალე და ვიტენბერგი
შტატი საქსონია-ანჰალტი
ქვეყანა გერმანია
ფერები ზურმუხტისფერი მწვანე
კავშირები Verein zur Förderung eines Deutschen Forschungsnetzes[2] , German Rectors' Conference[3] , German University Sports Federation[4] , Informationsdienst Wissenschaft[5] და German National Research Data Infrastructure (NFDI) e.V.[6]
თილისმა ლომი
მარტინ ლუთერის უნივერსიტეტი — გერმანია
მარტინ ლუთერის უნივერსიტეტი
https://www.uni-halle.de/

ჰალლე-ვიტენბერგის მარტინ ლუთერის უნივერსიტეტი (გერმ. Martin-Luther-Universität Halle-Wittenberg), ასევე მოიხსენიება როგორც MLU — არის საზოგადოებრივი, კვლევებზე ორიენტირებული უნივერსიტეტი გერმანიის საქსონიის-ანჰალტის ფედერალურ მხარეში ჰალეს და ვიტბენბერგის ქალაქებში. MLU სტუდენტებს სთავაზობს გერმანულ და საერთაშორისო (ინგლისურენოვან) კურსებს, რომლებიც ისწავლება ისეთ აკადემიურ ხარისხებში, როგორიცაა: BA, BSc, MA, სამაგისტრო, სადოქტორო და ჰაბილიტაციის ხარისხი.

უნივერსიტეტი შეიქმნა 1817 წელს ვიტენბერგის უნივერსიტეტისა (დაარსდა 1502 წელს) და ჰალლის უნივერსიტეტის (დაარსდა 1694 წელს) გაერთიანების გზით. უნივერსიტეტს პროტესტანტი რეფორმატორის — მარტინ ლუთერის სახელი ჰქვია, რომელიც ვიტენბერგში პროფესორი იყო. დღეს, უნივერსიტეტი თავად მდებარეობს ჰალეში, ხოლო ვიტენბერგში მდებარე ლეუკორეას ფონდი (Leucorea Foundation) გამოიყენება, როგორც MLU-ს საკონვენციო ცენტრი (და სასტუმრო) როგორც სემინარების, ასევე აკადემიური და პოლიტიკური კონფერენციებისთვის. ჰალე და ვიტენბერგი ბერლინიდან დაახლოებით ერთი საათის სავალზეა ბერლინი–ჰალის სარკინიგზო მაგისტრალით, რომელიც მგზავრებს ემსახურება Intercity-Express (ICE) მატარებლებით.

ცენტრალური სალექციო დარბაზი და ლომების დარბაზის წინა შესასვლელი

ვიტნბერგის უნივერსიტეტი (Universität Wittenberg) დააარსა ფრედერიკ ბრძენმა საქსონიიდან 1502 წელს, რენესანსის პოპულარობის ზრდასთან ერთად. [7] უნივერსიტეტის დაფუძნება მძიმედ გააკრიტიკეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ოთხმოცდათხუთმეტმა თეზისმა მიაღწია ალბერტ ბრანდენბურგს, მაინცის მთავარეპისკოპოსს. ეკლესიური იერარქიით, საქსონიის ამომრჩეველი საზოგადოება იყო ალბერტის დაქვემდებარებაში. მან გააკრიტიკა ამომრჩეველი ლუთერის თეზისებისთვის, რადგან ახლად დაარსებულ უნივერსიტეტს განიხილავდა, როგორც ერეტიკული იდეების წყაროს. ფილიპ მელანხტონის გავლენის ქვეშ, მარტინ ლუთერის ნამუშევრებზე დაყრდნობით აგებული უნივერსიტეტი პროტესტანტული რეფორმაციის ცენტრად იქცა. ამასთან ერთად, დროის მოკლე პერიოდის განმავლობაში მარტინ ლუთერის სახლი ვიტენბერგში — ლუთერჰაუსი, ფუნქციონირებდა, როგორც კამპუსის ნაწილი. აღსანიშნავი კურსდამთავრებულები არიან: ჯორჯ მიულერი, გეორგ იოაკიმ რითეტუსი და — მხატვრულ ლიტერატურაში — უილიამ შექსპირის პრინცი ჰამლეტი და ჰორაციო და კრისტოფერ მარლოუს დოქტორი ფაუსტუსი.

ჰალეს უნივერსიტეტი (Universität Halle) დაარსდა 1694 წელს ბრანდენბურგის ამომრჩევლის, ფრედერიკ III-ის მიერ, რომელიც შემდგომშ გახდა ფრედერიკ I, პრუსიის მეფე, 1701 წელს.

XVII საუკუნის ბოლოს და XVIII საუკუნის დასაწყისში, ჰალე გახდა პიეტიზმის ცენტრი პრუსიაში.

XVII-XVIII საუკუნეებში უნივერსიტეტები იყო გერმანიის განმანათლებლობის ცენტრები. კრისტიან ვოლფი რაციონალიზმის დიდი მიმდევარი და მხარდამჭერი იყო. მან გავლენა მოახდინა ბევრ გერმანელ მეცნიერებზე, მაგალითად იმანუელ კანტზე. კრისტიან ტომასიუსი ამავე დროს იყო პირველი ფილოსოფოსი გერმანიაში, რომელმაც ლექციები გამართა არა ლათინურად, არამედ გერმანულად. მან თავისი წვლილი შეიტანა ფილოსოფიის რაციონალურ პროგრამაში, მაგრამ აგრეთვე შეეცადა დაემკვიდრებინა უფრო საერთო აზროვნება, რომელიც მიმართული იყო არისტოკრატიისა და თეოლოგიის უდავო უპირატესობის წინააღმდეგ.

ადგილობრივი ენის (გერმანული), როგორც სწავლების ენის ინსტიტუციონალიზაციით, მოხდა რაციონალიზმის უფრო დიდი პრიორიტეტიზაცია, ვიდრე რელიგიური მართლმადიდებლობის მიმართულების. სწავლების ახალი მეთოდები და საკუთარი ნამუშევრების პროფესორებზე გადაცემა, იყო იმ უამრავი ინოვაციის ნაწილი რომლებიც ახასიათებდა ჰალეს უნივერსიტეტს. ამ ცვლილებებმა გამოიწვია ის, რომ ეს უნივერსიტეტი გახდა საკმაოდ ცნობილი და მოიხსენიებოდა, როგორც პირველი „თანამედროვე“ უნივერსიტეტი, რომლისგანაც ლიბერალიზმის მაგალითები მიიღო გოთინგენის უნივერსიტეტმა დაახლოებით ერთი თაობის შემდეგ, რასაც მოჰყვა იგივე რეფორმები სხვა გერმანულ და შემდეგ ჩრდილოეთ ამერიკის უნივერსიტეტებში. [7]

ვიტენბერგის უნივერსიტეტი დაიხურა 1813 წელს, ნაპოლეონის ომების მძვინვარების გამო. ვენის კონგრესის გადაწყვეტილებით, 1815 წელს, ქალაქი ვიტენბერგი (და შესაბამისად უნივერსიტეტიც) გადავიდა პრუსიის შემადგენლობაში. შემდეგ ეს უნივერსიტეტი შეუერთეს ჰალეს პრუსიულ უნივერსიტეტს, 1817 წელს. დღევანდელი სახელი მიიღო 1933 წლის 10 ნოემბერს.

ნაცისტური გერმანიის პერიოდი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაცისტური გერმანიის მმართველობის პერიოდში, მრავალი პროფესორი გაირიცხა მარტინ ლუთერის უნივერსიტეტიდან. სხვებს აიძულეს ჰალე-ვიტენბერგიდან გადასულიყვნენ სხვა, იმ დროს „შედარებით უკეთესად“ მიჩნეულ უნივერსიტეტებში, რამაც გამოიწვია უნივერსიტეტისთვის ზედმეტსახელის — „ვორკუტას აკადემიის“ შერქმევა. ეს სახელი შეირჩა გულაგის ყველაზე დიდი საკონცენტრაციო ბანაკის — ვორკუტას მიხედვით.

კონტინენტური ევროპული აკადემიური ტრადიციის თანახმად, მარტინ ლუთერის უნივერსიტეტს აქვს 9 ფაკულტეტი, რომელიც აჯგუფებს აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს თავიანთი სწავლების სპეციალიზაციის მიხედვით [8]:

კოოპერატიული სასწავლო დაწესებულებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მარტინ ლუთერის უნივერსიტეტის „ლომების დარბაზი“ („Löwengebäude“), რომელიც გაფორმებულია ნეოკლასიციზმის ფრესკებით.

მარტინ ლუთერის უნივერსიტეტი არის დაკავშირებული უამრავ უნივერსიტეტთან მთელი მსოფლიოს გარშემო სხვადასხვა სფეროში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. About the university. ციტირების თარიღი: 2017-06-18.
  2. https://www.dfn.de/verein/mv/mitglieder/
  3. https://www.hrk.de/mitglieder/mitgliedshochschulen/universitaeten-technische-hochschulen/
  4. https://www.adh.de/ueber-uns/mitgliedshochschulen.html
  5. https://idw-online.de/de/institution167
  6. https://www.nfdi.de/verein/#mitglieder
  7. 7.0 7.1 Britannica Online. ციტირების თარიღი: 2012-12-21
  8. In 2007, the "Johann Friedrich Reichardt University Choir", led by MLU’s musical director Jens Lorenz, was awarded the overall distinction "Gold – Excellent" in the "18th International Competition of Choral Music" in Verona, Italy for its performance with spiritual and secular a cappella works from the renaissance, baroque and romantic periods and the 20th century. In addition, the choir was awarded one of three special awards for the best interpretation of the compulsory piece "As Torrents in Summer" by Edward Elgar. Source: Martin Luther University (2008): MLU Yearbook 2007, p. 138