შინაარსზე გადასვლა

მატრა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მატრა
მატრა
მატრა
კოორდინატები: 47°53′ ჩ. გ. 19°56′ ა. გ. / 47.883° ჩ. გ. 19.933° ა. გ. / 47.883; 19.933
ქვეყანა უნგრეთის დროშა უნგრეთი
უმაღლესი წერტილი კეკეში
სიმაღლე 1014 
მატრა — უნგრეთი
მატრა

მატრა (უნგრ. Mátra) — ვულკანური მასივი დასავლეთ კარპატების სამხრეთ ნაწილში, ჩრდილოეთ უნგრეთში. მაქსიმალური სიმაღლე 1014 მ[1] (მთა კეკეში, უნგრეთის უმაღლესი წერტილი). აგებულია უმეტესწილად ანდეზიტური ლავებითა და მათი ტუფებით. ღრმად არის დანაწევრებული მდინარეთა ხეობებით, დამახასიათებელია ციცაბო კალთები და კონუსისებრი მწვერვალები. ფერდობები შემოსილია მუხნარ-წიფლნარით. მთისძირში გაშენებულია ბაღები, ვენახები. არის თერმული წყაროები და კურორტები, რომელთაგან აღსანიშნავია პარადი, მატრაფიურედი და სხვა. განვითარებულია ტურიზმი.[2]

  1. Kékes, Hungary | peakbagger.com
  2. Краткая географическая энциклопедия. Том 2: М., 1961.