შინაარსზე გადასვლა

მეტამონაცემის წაშლის პროგრამა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მეტამონაცემის წაშლის პროგრამა არის ისეთი ტიპის ჩაშენებული პროგრამა, რომელიც ეხმარება მის მომხმარებლებს კონფიდენციალურობის დაცვის საფრთხის შემცველი მეტამონაცემების წაშლაში, იქამდე სანამ ეს მონაცემები გაზიარდება სხვა პირებთან, მაგ. მათთვის მიმაგრებული ფაილის სახით ელ. ფოსტის გაგზავნის ან ინტერნეტში განთავსების გზით.

მეტამონაცემების მოძებნა შესაძლებელი არის ბევრი ტიპის ფაილში, როგორიც არის დოკუმენტები, ცხრილები, პრეზენტაციები, სურათები, აუდიო და ვიდეო. ისინი შესაძლოა შეიცავდნენ ისეთ ინფორმაციას როგორიც არის ფაილის ავტორის მონაცემები, ფაილის შექმნისა და რედაქტირების თარიღები, გეოგრაფიული ლოკაცია, დოკუმენტის გადახედვის ისტორია, მინი სურათები და კომენტარები. მეტამონაცემების დამატება ფაილებში შეუძლიათ მომხმარებლებს, მაგრამ ზოგიერთი მეტამონაცემის დამატება ავტომატურად ხდება ფაილებში აპლიკაციებისთვის უფლების მინიჭებით ან მოწყობილობებით, რომლებიც ფაილების წარმოებისთვის გამოიყენება მომხმარებლის ჩარევის გარეშე.

რადგანაც მეტამონაცემი ხშირად ნათლად არ ჩანს აპლიკაციების ავტორიზების დროს (დამოკიდებულია აპლიკაციასა და მის პარამეტრებზე), არსებობს რისკი, რომ მომხმარებელს არ ეცოდინება მისი არსებობის შესახებ ან დაავიწყდება ის და თუ მოხდება ფაილის გაზიარება, კერძო ან კონფიდენციალური ინფორმაცია უნებურად იქნება გამჟღავნებული. მეტამონაცემის წაშლის პროგრამის დანიშნულება არის ასეთი ინფორმაციის გაჟონვის რისკის მინიმიზირება.

მეტამონაცემის წაშლის პროგრამა, რომელიც დღეს არსებობს, შეიძლება დაიყოს ოთხ ჯგუფად:

  • ინტეგრალური მეტამონაცემის წაშლის ხელსაწყო, რომელიც შედის ზოგიერთ აპლიკაციაში, როგორიც არის Document Inspector Microsoft Office-ში
  • ბაჩური მეტამონაცემის წაშლის ხელსაწყოები, რომელსაც შეუძლია დაამუშაოს რამდენიმე ფაილი ერთდროულად
  • ელ. ფოსტის კლიენტის დამატებები, რომელიც შექმნილია ელ. ფოსტაზე მიმაგრებული ფაილებიდან მეტამონაცემების წასაშლელად, მანამ სანამ მოხდება მათი გაგზავნა
  • სერვერზე დაფუძნებული სისტემები, რომლებიც შექმნილია ქსელის გამავალ კარში გასაგზავნი ფაილებიდან მეტამონაცემების ავტომატურად წასაშლელად

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]