მიხაკების რევოლუცია
მიხაკების რევოლუცია (პორტ. Revolução dos Cravos) — 1974 წლის 25 აპრილის, მემარცხენე დაჯგუფებების მიერ ორგანიზებული უსისხლო სამხედრო გადატრიალება პორტუგალიაში. განახორციელა იატაკქვეშა სამხედრო ორგანიზაციამ „კაპიტნების მოძრაობა“. ეს მოძრაობა მოსახლეობას მოუწოდებდა ფაშისტური დიქტატურის დამხობისა და სამხედრო გარდამავალი მთავრობის ჩამოყალიბებისაკენ.
რევოლუციის მიზეზები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1973 წელს პორტუგალია დასავლეთ ევროპის უღარიბესი ქვეყანა იყო. მას მოსახლეობის ცხოვრების დონის მიხედვით 39-ე ადგილი ეკავა. ანტონიო დი სალაზარის და მარსელუ კაეტანუს 50-წლიანმა პოლიტიკამ ქვეყანა ევროპის საკმაოდ ჩამორჩენილ აგრარულ ქვეყანად გადააქცია. სოფლის მურნეობაში მცირე იყო მექანიზაციის როლი. პროდუქციის წარმოება ფაქტობრივად არ იზრდებოდა, მაგალითად მარცვლეულის მოსავლიანობა იყო 5-ჯერ დაბალი იყო, ვიდრე დასავლეთ ევროპაში. სოფლის მოსახლეობის თითქმის მთლიანად გაუნათლებელი იყო და პრაქტიკულად მათხოვრობდა[1]. ეს ყველაფერი ხდებოდა იმის ფონზე, რომ პორტუგალია იყო უზარმაზარი რესურსების მფლობელი აფრიკულ კოლონიებში (თუნდაც ნავთობის რეზერვები ანგოლაში).
ამავდროულად პორტუგალიის აფრიკულ კოლონიებში – ანგოლა, მოზამბიკი, გვინეა-ბისაუ და სხვ. – დაიწყო პარტიზანული ომები მეტროპოლიის წინააღმდეგ. უზარმაზარმა სამხედრო ხარჯებმა მკვეთრად გააუარესა პორტუგალიის ეკონომიკური მდგომარეობა. კაეტანუს რეჟიმის ბოლოდროინდელი არგუმენტები იყო "კომუნიზმთან ბრძოლა კოლონიებში" და "ატლანტიკური სოლიდარობა" ნატოს ფარგლებში, რომლის საშუალებითაც იგი ცდილობდა მოეზიდა მაქსიმალური სამხედრო და ეკონომიკური დახმარება. 1973 წელს, კაპიტალის გადინებამ დიდი გაქანება მიიღო. ფაქტობრივად პოლიტიკაში არაფერი ბანდდებოდა, ხოლო საზღვარგარეთ გაედინებოდა მილიონობით დოლარი. პრემიერ-მინისტრი კაეტანუ კრძალავდა ამ სტატისტიკის აფიშირებას.[2]
არსებულ პირობებში, პორტუგალიაში, უკანონოდ ან ნახევრად ლეგალურად რადიკალური პოლიტიკური შეხედულებები დაწყებული ჰიტლერის ნაციზმიდან დამტავრებული მაო ძედუნის თეორიებით. მარქსიზმითა და სოციალისტური სწავლებით განიმსჭვალა რეჟიმის ტრადიციული საყრდენი ოფიცერთა კორპუსი.
რევოლუციის ქრონიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიხაკების რევოლუცია მოამზადა და განახორციელა "კაპიტნების მოძრაობამ", პორტუგალიის ოფიცერთა კორპუსთან ერთად, რომლებიც კაეტანუს რეჟიმის უკმაყოფილო იყვნენ. 1974 წლის იანვარში, მას შემდეგ რაც ქვეყნის ერთიანმა ოპოზიციურმა მოძრაობამ – დემოკრატიული საარჩევნო კომისია – უარი თქვა 1973 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობაზე, კაპიტნების მოძრაობის ცენტრალურმა საბჭომ (ვაშკუ გონსალვიში, ერნესტუ მელუ ანტუნეში, ვიტორ ალვეში) შეიმუშავა მოძრაობის პოლიტიკური პროგრამა. არტილერიის კაპიტანს ოტელუ კარვალიუს დაევალა შეემუშავებინა აჯანყების სამხედრო გეგმა.[3]
აჯანყების დაწყება უნდა დადასტურებულიყო ორიდან ერთ-ერთი სიგნალით:
- 24 აპრილის 22:55 საათზე ლისაბონის რადიოარხს ეთერში უნდა გაეშვა პაულუ დი კარვალიუს სიმღერა "ახლა კი ნახვამდის..." (პორტ. «E depois do adeus»)
- 25 აპრილის 00:00-დან 01:00 საათამდე პერიოდში რადიოსადგურ "რენაშენსას" უნდა წაეკითხა ჟოზე ალონსუს ლექსის "გრანდუელა ვილა მორენა"-ს პირველი სტროფი.
- ოპერაციის დრო:1974 წლის 25 აპრილი, 03:00 სთ. პაროლი "გამბედაობა", დაწყება "გამარჯვებისათვის".[4].
აჯანყების გეგმა ვარაუდობდა ოპერაციის გადაზრდას ბრძოლებში, რომელიც 2-3 კვირაში უნდა დამთავრებულიყო.[5].
აჯანყების მსვლელობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა. 22:55 წუთზე ლისაბონის რადიოს ეთერში გადაიცა 1974 წელს ევროვიზიაზე პორტუგალიის ნომინანტი სიმღერა "ახლა კი ნახვამდის...", 200-მდე სამხედრო პირმა მიიღო სიგნალი მზადყოფნისათვის და რადიომიმღებები გადართეს "რენაშენსას" ტალღაზე. სადაც 5 წუთის დაგვიანებით 01:05 წუთზე დიქტორმა წაიკითხა შეპირებული ლექსის პირველი სტროფი.
25 აპრილის დილის 4 საათისათვის ჯავშანტექნიკამ ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ლისაბონში მოიყარა თავი. ხოლო სარამოს 5 საათისათვის კაეტანუმ ხელი მოაწერა კაპიტულაციის აქტს და ხელისუფლება ოფიციალურად გადავიდა ეროვნული ხსნის საბჭოს ხელში.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რადიო «Эхо Москвы» «მიხაკების რევოლუცია პორტუგალიაში»
- საიტი 25 აპრილი დაარქივებული 2007-06-23 საიტზე Wayback Machine. (პორტუგალიური)
- სამხედრო ოპერაციის სქემები[მკვდარი ბმული](პორტუგალიური)
- ფილი «აპრილის კაპიტნები» (Capitães de Abril, 2000 წ.) დაარქივებული 2010-03-25 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Суханов В. И. «Революция гвоздик» в Португалии: Страницы истории /М. «Мысль», 1983 — С.19
- ↑ Ермаков В., Поляковский В. «Перекрестки португальской революции» /М., 1978 — С.85
- ↑ Ермаков В., Поляковский В. «Перекрестки португальской революции» /М., 1978 — С.50
- ↑ Ермаков В., Поляковский В. «Перекрестки португальской революции» /М., 1978 — С. С. 26 −27
- ↑ Ермаков В., Поляковский В. «Перекрестки португальской революции» /М., 1978 — С. С. 55