მუზარადა
იერსახე
მუზარადა | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Scutellaria galericulata | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Scutellaria | ||||||||||||
|
მუზარადა (Scutellaria), მცენარეთა გვარი ტუჩოსანთა ოჯახისა. მრავალწლოვანი, იშვიათად ერთწლოვანი ბალახები ან ბუჩქბალახებია. მარტივი, ბეწვით შებუსვილი მოპორისპირე ფოთლები აქვთ. ჯამი ზარისებრი და ორტუჩა. ზედა ტუჩს ზურგის მხარეზე სავარცხლისებური გამონაზარდი აქვს, გვირგვინს — გრძელი მილი ორტუჩა გადანაღუნი. ზედა ტუჩი ჩაზნექილია, თითქმის ჩაჩისებრი (მუზარადივით).
300-მდე სახეობა მსოფლიოში. საქართველოში 12 სახეობა გვხვდება, მათგან ერთი Scutellaria helenae საქართველოს ენდემია. იზრდება ძირითადად კლდეებზე, ნაშალებზე, ქვიან ადგილებზე მთის ქვედა სარტყლიდან ალპურამდე. მუზარადას მრავალი სახეობა დეკორატიულია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მ. ივანიშვილი, ქსე, ტ. 7, გვ. 190, თბ., 1984