პილპილი
იერსახე
პილპილი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Piper nigrum | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Piper | ||||||||||||
|
პილპილი (ლათ. Piper) — მცენარეთა გვარი პილპილისებრთა ოჯახისა. მცოცავი ბუჩქები (ლიანები), იშვიათად პატარა ხეები და ბალახებია.
700-მდე (სხვა მონაცემებით 2000-მდე) სახეობა გავრცელებულია ორივე ნახევარსფეროს ტროპიკებში. ყველაზე მნიშვნელოვანი სახეობაა შავი პილპილი (Piper nigrum), რომელიც ბუნებრივად იზრდება ინდოეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონებში.
მისი გამხმარი ნაყოფი საუკეთესო სუნელ-სანელებელია (შავი პილპილი); შეიცავს ალკალოიდ პიპერინს და ეთეროვან ზეთებს. საღეჭი პილპილის (Piper betle) ფოთლებისაგან ამზადებენ ბეტელს. პილპილის ბევრ სხვა სახეობასაც (Piper cubeba, Piper longum) იყენებენ სანელებლად, აგრეთვე ამგზნებ ან სამკურნალო მცენარედ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 63.