შინაარსზე გადასვლა

საფრანგეთის კონსტიტუცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საფრანგეთის კონსტიტუცია (იგივე საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკის კონსტიტუცია; ფრანგ. la Constitution de la Cinquième République[1]) ― 1958 წლის 4 ოქტომბერს მიღებული დოკუმენტი. შეცვალა 1946 წელს მიღებული მეოთხე რესპუბლიკის კონსტიტუცია. ამჟამინდელი კონსტიტუცია საფრანგეთის სახელმწიფოს უმთავრეს პრინციპებად აღიარებს სახელმწიფოსა და ეკლესიის განცალკევებას, დემოკრატიას, სოციალურ კეთილდღეობასა და განუყოფლობას.[2]

ახალი კონსტიტუციის შემუშვებასა და და მეხუთე რესპუბლიკის ჩამოყალიბებაში წამყვანი ძალა შარლ დე გოლი იყო. კონსტიტუციის ტექსტი მიშელ დებრემ მოამზადა. მას შემდეგ კონსტიტუციაში ცვლილებები 24-ჯერ შევიდა. კონსტიტუციაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა 2008 წელს, ხოლო უახლესი დამატებები 2024 წელს შეიტანეს.[3]

კონსტიტუციის პრეამბულა ეფუძნება 1789 წელს მიღებული ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაციის პრინციპებს და საფრანგეთს სეკულარულ და დემოკრატიულ ქვეყანად აცხადებს, რომლის სუვერენიტეტიც ხალხისგან მომდინარეობს.

კონსტიტუციის მიხედვით, საფრანგეთში მმართველობის ნახევრად საპრეზიდენტო სისტემაა.[4] ერთი მხრივ, აღმასრულებელ შტოს რესპუბლიკის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი წარმოადგნენ, როგორც ეს ხდება საპარლამენტო სისტემებში, როცა პრეზიდენტს სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, მთავრობას კი პირდაპირ პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს.[4] კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი სახელმწიფოსა და კონსტიტუციის დაცვის გარანტია, ხოლო პრემიერ-მინისტრს მთავრობის მოქმედებებისა და პოლიტიკის განსაზღვრის ძალაუფლება აქვს.[4]

მეორე მხრივ, საპარლამენტო სისტემის კვალობაზე, საფრანგეთის პარლამენტი ძალიან სუსტია.[4] პარლამენტს შეზღუდული საკანონმდებლო კომპეტენცია აქვს: კონსტიტუციის 34-ე მუხლში ჩამოთვლილია პარლამენტის ექსკლუზიური საკანონმდებლო უფლებები, ხოლო დანარჩენი აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილებებს მიეკუთვნება.[4] პრეზიდენტს რეფერენდუმის დანიშვნისა და ეროვნული ასამბლეის დაშლის ძალაუფლება აქვს.[4] პარლამენტს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება შეუძლია, რის შემდეგაც მთავრობა უნდა გადადგეს, თუმცა ეს იშვიათად ხდება. მთავრობას უნდობლობა 1962 წელს და 2024 წლის 4 დეკემბერს გამოუცხადეს.[5]

დამატებითი საკითხავი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • „Constitution“. Journal Officiel de la République Française (ფრანგული): 9151–9173. 5 October 1958. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 July 2022. ციტირების თარიღი: 14 May 2012.
  • Ghevontian, Richard (1979). L'élaboration de la Constitution de la Ve République (Th. Etat). Aix-en-Provence.
  • Hoffmann, Stanley H. (1959). "The French Constitution of 1958 – I. The Final Text and its Prospects". American Political Science Review 53 (2): 332–357.
  • Jamot, Didier (2019). Annuaire des engagements internationaux ayant fait l'objet d'une loi d'autorisation sous la Ve République, Logiques juridiques (fr). Paris: L'Harmattan. ISBN 978-2-3431-6237-9. 
  • Oliva, Éric (2011). Droit constitutionnel, 7, Aide-mémoire (fr), Paris: Sirey. ISBN 978-2-247-10965-4. 
  • Frédéric Monera, L'idée de République et la jurisprudence du Conseil constitutionnel – Paris : L.G.D.J., 2004 [1]-[2].
  • Martin A. Rogoff, "French Constitutional Law: Cases and Materials" – Durham, North Carolina: Carolina Academic Press, 2010.[3]
  • Rogoff, Martin A.. Fifty years of constitutional evolution in France: The 2008 amendments and beyond. ციტირების თარიღი: 11 July 2022
  • Wahl, Nicholas (1959). "The French Constitution of 1958 – II. The Initial Draft and its Origins". American Political Science Review 53 (2): 358–382.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
Wikisource
Wikisource
ვიკიწყაროში არის სტატიასთან დაკავშირებული ორიგინალური ტექსტი
  1. Élysée Palace (20 November 2012).
  2. https://www.conseil-constitutionnel.fr/le-bloc-de-constitutionnalite/texte-integral-de-la-constitution-du-4-octobre-1958-en-vigueur | website = Conseil Constitutionnelle
  3. Les révisions constitutionnelles. ციტირების თარიღი: 15 June 2016
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 Bell, John; Boyron, Sophie; Whittaker, Simon (2008-03-27) Principles of French Law. Oxford University Press. DOI:10.1093/acprof:oso/9780199541393.001.0001. ISBN 978-0-19-954139-3. 
  5. „French government of Michel Barnier toppled after losing no-confidence vote“. The Guardian. 5 December 2024. ციტირების თარიღი: 5 December 2024.