საყოველთაო გერმანული ბიოგრაფია
საყოველთაო გერმანული ბიოგრაფია (გერმ. Allgemeine Deutsche Biographie, შემოკლ. ADB) — გერმანული ბიოგრაფიული ენციკლოპედია 56 ტომად, გამოვიდა 1875—1912 წლებში (ხელახლა 1967—1971 წწ).
გამოცემის ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1858 წელს ბავარიის მეცნიერებათა აკადემიას გაუჩნდა იდეა, შეექმნა ბიოგრაფიული ცნობარი გამოჩენილი გერმანელი მოღვაწეებისა, თუმცა სახსრების ნაკლებობის გამო ეს იდეა ვერ განხორციელდა. 1868 წელს ლეოპოლდ ფონ რანკეს თხოვნით პროექტი განახლდა და სტატიების დაწერისა და მასალათა შეგროვების ორგანიზაციის ძირითადი საქმე ბარონ როხუს ფონ ლილენკრონს დაეკისრა; მისი უახლოესი დამხმარე და წამყვანი რედაქტორი ფრანც ფონ ვეგელე გახდა. ენციკლოპედია სამეცნიერო და საერთო მოხმარებისთვის იყო განკუთვნილი. გადაწყდა, შეეგროვებინათ იმ ადამიანების ბიოგრაფიები, რომელთაც გერმანულენოვან ქვეყნებში სხვადასხვა ასპარეზზე გარკვეული სიტყვა ჰქონდათ ნათქვამი. ენციკლოპედია ბავარიის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიული კომისიის მიერ გამოიცემოდა და ლაიპციგის საგამომცემლო სახლ Duncker & Humblot-ში იბეჭდებოდა. სულ ენციკლოპედიაში 500 პირის ბიოგრაფია შევიდა, (1900 წლამდე გარდაცვლილთა და 1648 წლამდე გარდაცვლილთა ნიდერლანდებში). გამოიცა 45 ძირითადი, 10 დამატებითი და ერთიც საინდექსო ტომი.
ტომების თანამიმდევრობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Van der Aa — Baldamus. 1875
- Balde — Bode. 1875
- Bode — von Carlowitz. 1876
- Carmer — Deck. 1876
- Von der Decken — Ekkehart. 1877
- Elben — Fickler. 1877
- Ficquelmont — Friedrich Wilhelm III. von Sachsen-Altenburg. 1878
- Friedrich I. von Sachsen-Altenburg — Gering. 1878
- Geringswald — Gruber. 1879
- Gruber — Hassencamp. 1879
- Hassenpflug — Hensel. 1880
- Hensel — Holste. 1880
- Holstein — Jesup. 1881
- Jetzer — Kähler. 1881
- Kähler — Kircheisen. 1882
- Kircher — v. Kotzebue. 1882
- Krabbe — Lassota. 1883
- Lassus — Litschower. 1883
- v. Littrow — Lysura. 1884
- Maaß — Kaiser Maximilian II. 1884
- Kurfürst Maximilian I. — Mirus. 1885
- Mirus — v. Münchhausen. 1885
- v. Münchhausen — v. Noorden. 1886
- van Noort — Ovelacker. 1887
- Ovens — Philipp. 1887
- Philipp (III.) von Hessen — Pyrker. 1888
- Quad — Reinald. 1888
- Reinbeck — Rodbertus. 1889
- v. Rodde — v. Ruesch. 1889
- v. Rusdorf — Scheller. 1890
- Scheller — Karl Schmidt. 1890
- Karl v. Schmidt — G. E. Schulze. 1891
- Hermann Schulze — G. Semper. 1891
- Senckenberg — Spaignart. 1892
- Spalatin — Steinmar. 1893
- Steinmetz — Stürenburg. 1893
- Sturm (Sturmi) — Thiemo. 1894
- Thienemann — Tunicius. 1894
- Tunner — de Vins. 1895
- Vinstingen — Walram. 1896
- Walram — Werdmüller. 1896
- Werenfels — Wilhelm d. Jüngere, Herzog zu Braunschweig und Lüneburg. 1897
- Wilhelm d. Jüngere, Herzog zu Braunschweig und Lüneburg — Wölfelin. 1898
- Günzelin von Wolfenbüttel — Zeis. 1898
- Zeisberger — Zyrl; Дополнения: v. Abendroth — Anderssen. 1900
- დამატება: Graf J. Andrassy — Fürst Otto von Bismarck. 1902
- დამატება: v. Bismarck-Bohlen — Dollfus. 1903
- დამატება: Döllinger — Friedreich. 1904
- დამატება: Kaiser Friedrich III. — Hanstein. 1904
- დამატება: Harkort — v. Kalchberg. 1905
- დამატება: Kálnoky — Lindner. 1906
- დამატება: Linker — Paul. 1906
- დამატება: Paulitschke — Schets. 1907
- დამატება: Scheurl — Walther. 1908
- დამატება: Wandersleb — Zwirner. 1910
- საინდექსო. 1912
ADB ქსელში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2003 წლის მაისში ბავარიის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულმა კომისიამ და ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკამ უფასოდ განათავსა ინტერნეტში ენციკლოპედიის დასკანერებული გვერდები. ტექსტი განთავსებულია გერმანულ ვიკითეკაშიც.