შინაარსზე გადასვლა

სენ-პიერი და მიკელონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სენ-პიერის და მიკელონის ტერიტორიული ერთეული
ფრანგ. Collectivité territoriale de Saint-Pierre-et-Miquelon
სენ-პიერი და მიკელონი
სენ-პიერისა და მიკელონის
ჰიმნი: მარსელიეზა
სენ-პიერისა და მიკელონის მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
სენ-პიერი
46°47′ ჩ. გ. 56°10′ დ. გ. / 46.783° ჩ. გ. 56.167° დ. გ. / 46.783; -56.167
ოფიციალური ენა ფრანგული
მთავრობა
 -  საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი
ფართობი
 -  სულ 242 კმ2 (208-ე)
მოსახლეობა
 -  2021 აღწერა 5873[1] 
 -  სიმჭიდროვე 25 კაცი/კმ2 (188-ე)
ვალუტა ევრო
დროის სარტყელი UTC-03:00
Internet TLD .pm
სატელეფონო კოდი 508

სენ-პიერი და მიკელონი (ფრანგ. Collectivité territoriale de Saint-Pierre-et-Miquelon) — საფრანგეთის ზღვისიქითა გაერთიანება ატლანტის ოკეანეში, კუნძულ ნიუფაუნდლენდის სამხრეთით. შედგება 8 კუნძულისაგან, რომელთაგან უდიდესია კუნძული სენ-პიერი და კუნძული მიკელონი. ფართობი — 242 კმ². მოსახლეობა — 5873 კაცი (2021 წელი), უმთავრესად ფრანგები. ადმინისტრაციული, მთავარი ეკონომიკური ცენტრი და ნავსადგური — ქალაქი სენ-პიერი. ოფიციალური ენა — ფრანგული. რელიგია — კათოლიკური. ჰავა ზომიერია, ნოტიო ოკეანის. იანვრის საშუალო ტემპერატურა −6 °C, ივლისის 14 °C. ნალექები — 1000 მმ-მდე წელიწადში. ბორცვიანი დაბლობებისა და პლატოების ქვიანი ზედაპირი არახელსაყრელია სოფლის მეურნეობისათვის. მოსახლეობის მთავარი საქმიანობაა თევზჭერა და გადამუშავება, სხვა ქვეყნების თევზსაჭერი გემების მომსახურება.