შინაარსზე გადასვლა

სლავოი ჟიჟეკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სლავოი ჟიჟეკი (სლოვენ. Slavoj Žižek, დ. 21 მარტი, 1949, ლიუბლიანა) — სლოვენი კულტუროლოგი და ფილოსოფოსი. ცხოვრობს და მოღვაწეობს ლიუბლიანაში. ფრანგი ფილოსოფოსის ჟაკ ლაკანის მთარგმნელი და ინტერპრეტატორი. ლიუბლიანის ფილოსოფიური სკოლის დამაარსებელი.

დაიბადა ლიუბლიანაში 1949 წელს კომუნისტის ოჯახში. ჟიჟეკმა სკოლაში მიიღო კლასიკური გერმანული განათლება. 1990 წელს მონაწილეობდა სლოვენიის საპრეზიდენტო არჩევნებში ლიბერალ-დემოკრატიული პარტიიდან, თუმცა წარუმატებლად. დაიკავა მეოთხე ადგილი. ამის შემდეგ დაკავებული იყო მხოლოდ სამეცნიერო საქმიანობით.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]