შინაარსზე გადასვლა

ტერმინატორი (დნმ)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტერმინატორი — დნმ-ის ნუკლეოტიდების თანმიმდევრობა, რომელსაც რნმ-პოლიმერაზა სცნობს და მიიჩნევს რნმ-ის მოლეკულის სინთეზის შეწყვეტისა და ტრანსკრიპციული კომპლექსის დისოციაციის მანიშნებლად.

ხშირად ეს თანმიმდევრობები მთავრდება თიმინური ნუკლეოტიდების ჯაჭვით, რომელსაც წინ უძღვის უბანი, რომელიც შეიცავს შიდა, კომპლემენტარულ თანმიმდევრობებს საპირისპირო ორიენტაციებში („სარჭისებური“ სტრუქტურები). სარჭის უბანი მდიდარია GC წყვილებით, რომლებიც ამ სტრუქტურას სიმტკიცეს მატებენ[1].

ბაქტერიებს აქვთ ორი ტიპის ტერმინატორი:

  1. ρ-დამოუკიდებელი ტერმინატორები.
  2. ρ-დამოკიდებული ტერმინატორები.
  1. Айала Ф. Д. Современная генетика. 1987.