ფენიქსი (სავარაუდოდ ბერძ.φοίνιξ, «ცეცხლოვანი») — მითოლოგიური ფრინველი, რომელსაც თვითწვის უნარი გააჩნია. ცნობილია სხვადასხვა ქვეყნებისა და კულტურების მითოლოგიებში[1]. ითვლებოდა, რომ ფენიქსი ჰგავდა წითელფრთიან არწივს. სიკვდილის წინ ფენიქსი საკუთარ თავს წვავს, ხოლო შემდეგ აღსდგება ფერფლიდან. ჰეროდოტეს თანახმად ეს ფრინველი ასირაში ცხოვრობდა. ხშირად ითვლებოდა, რომ ფენიქსი სინამდვილეში არსებობდა და არ იყო მითური არსება. შემდგომში ფენიქსი გახდა მუდმივი განახლების სიმბოლო.