ქარპირა კუნძულები
ქარპირა კუნძულები, სამხრეთი ანტილის კუნძულები (ინგლ. Leeward Antilles, ესპ. Islas de Sotavento, ნიდერ. Benedenwindse Eilanden) — მცირე ანტილის კუნძულთა მწკრივის სამხრეთი ნაწილი კარიბის ზღვაში. დ. გ. 64°-ის დასავლეთით. დიდი კუნძულებია არუბა, კიურასაო, ბონეირი (ნიდერლანდების საკუთრება), ავესი, ლოს-როკესი, ორჩილა, ბლანკილია (ვენესუელის საკუთრება). ფართობი დაახლოებით 1200 კმ², სიმაღლე 372 მეტრამდე. დიდი კუნძულები აგებულია მეტამორფული და კრისტალური ქანებით, რომლებიც დაფარულია ვულკანური და დანალექი ქანებით. პატარა კუნძულები მარჯნისაა. ჰავა სუბეკვატორულია. ნალექები 500-600 მმ წელიწადში. კუნძულები შემოსილია მეჩხერი ტყითა და ბუჩქნარით. ადგილობრივი მოსახლეობა მისდევს მეცხვარეობასა და მეთხეობას. მოჰყავთ სორგო, ბატატი და ბანანი. მთავარი ქალაქი და ნავსადგურია ვილემსტადი კუნძულ კიურასაოზე.
მრეწველობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოიპოვებენ მარგალიტს; ვენესუელიდან მიღებულ ნავთობს კი გადაამუშავებენ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 490.