შავი ყარაულა (ლათ.Ixobrychus flavicollis) — ფრინველიყანჩისებრთაოჯახისა. მცირე ზომის ფრინველია, აქვს წაგრძელებული ტანი, გრძელი კისერი და კონუსისებრი, ბასრი ნისკარტი. ფეხებიც გრძელია, შეუბუმბულავი; კუდი მოკლე. სხეულის სიგრძეა 55–65 სმ, ფრთის შლილი 80 სმ, ფრთის სიგრძე 21,5–23,8 სმ, კუდისა 7,5–9 სმ. ნისკარტი სიგრძეში 7,5–8,3 სმ-ია. მასა 300–420 გ შეადგენს.[1]. სახელიდან გამომდინარე, შეფერილია მთლიანად მუქ ფერად, რუხიდან შავამდე, ყვითელ-წითური წანაცხებებით ყელზე. თავის გვერდებზე და კისერზე აქვს ღია ყვითელი გრძივი ზოლები. ფეხები და ნისკარტი მუქი რუხია. დედალი და მამალი თითქმის ერთნაირები არიან, იმის გამოკლებით, რომ დედალი უფრო მკრთალია და სხეულის ქვედა ნაწილზე მონაცვლეობითი ყვითელი, თეთრი და შავი ფერის ზოლები გასდევს.[1] გავრცელებულია სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და ნაწილობრივ აღმოსავლეთ აზიისტროპიკულ ზონებში, ასევე ავსტრალიაში, ახალ გვინეაზე და მელანეზიის ნაწილში. ბინადრობს წყალსატევებთან ახლოს, რომლის ნაპირებზეც ლელქაში და ბუჩქნარია გაზრდილი. ძირითადად ეტანება მტკნარ წყალს, თუმცა იშვიათად (მაგალითად, ავსტრალიაში) ზღვებსა და მანგროს ტყეებშიც გვხვდება.[2][3] იკვებება უმთავრესად თევზით, ბაყაყებით, სხვადასხვა კიბოსნაირით, წყლის უხერხემლოებით, აგრეთვე ხვლიკებითა და ხმელეთის მწერებით.[2][3] ბუდეს ხეებზე აკეთებს, ხშირად უშუალოდ წყლის თავზე არსებულ ტოტებზე.[1] გამრავლების სეზონი დეკემბრიდან მარტამდე გრძელდება. დედალი დებს 3–5 კვერცხს. კრუხობს ორივე მშობელი და ბარტყების გამოკვებაზეც ორივე ზრუნავს.[1][3]