შეთანხმება ანტარქტიდის შესახებ
შეთანხმება ანტარქტიდის შესახებ — ხელშეკრულებაა, რომელიც ითვალისწინებს ანტარქტიდის დემილიტარიზაციას, მის მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისათვის გამოყენებას და ბირთვული იარაღისაგან თავისუფალ ზონად გადაქცევას. ხელშეკრულება დაიდო 1959 წლის 1 დეკემბერს ვაშინგტონში და ძალაში შევიდა 1961 წლის 23 ივნისს 12 პირველმონაწილე სახელმწიფოს ხელმოწერის შემდეგ.
მიზნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხელშეკრულების მთავარი მიზანია — ანტარქტიკის მთელი კაცობრიობის ინტერესებისათვის გამოყენების უზრუნველყოფა. ასევე გათვალისწინებულია სამეცნიერო კვლევების თავისუფლება და საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა. ანტარქტიდაში იკრძალება ნებისმიერი ბირთვული აფეთქებები და რადიაქტიური მასალების დამარხვა. 1982 წელს, როგორც ანტარქტიდის შესახებ შეთანხმების სისტემის ნაწილი და მისი IX სტატიის შესრულება, ძალაში შევიდა ანტარქტიკის ზღვის ცოცხალი რესურსების შენარჩუნების შესახებ კონვენცია (ანტკომი)[1]. ამ კონვენციის მუხლების პრაქტიკაში გამოყენებას არეგულირებს ანტკომის კომისია, რომლის შტაბ-ბინა მდებარეობს ავსტრალიის ტასმანიის შტატის ქალაქ ჰობარტში.
კლასიფიკაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2010 წლის იანვრისთვის ხელშეკრულების მონაწილეთა რიცხვში შედის 46 სახელმწიფო, რომელთაგან 28 კონსულტატიური მხარეა. ხელშეკრულებასთან მიმართებაში ექსპერტები გამოყოფენ ქვეყნების სამ ჯგუფს[2]:
- რომლებსაც ჰქონდათ ტერიტორიული პრეტენზიები ხელშეკრულებაზე ხელმოწერამდე — ესენია: ავსტრალია, არგენტინა, დიდი ბრიტანეთი, ახალი ზელანდია, ნორვეგია, საფრანგეთი და ჩილე.
- რომლებმაც დაიტოვეს უფლება გამოეცხადებინათ ასეთი პრეტენზიები — ესენია: პერუ, საბჭოთა კავშირი/რუსეთი, აშშ და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.
- რომლებსაც არ ჰქონიათ ოფიციალური ტერიტორიული პრეტენზიები — ესენია: ბელგია, ბულგარეთი, ბრაზილია, გერმანია, ინდოეთი, იტალია, ჩინეთი, პაკისტანი, პოლონეთი, რუმინეთი, უკრაინა, ურუგვაი, ჩეხეთი, შვედეთი, ეკვადორი, სამხრეთი კორეა და იაპონია.
ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველმონაწილე სახელმწიფოები გამოყოფილია სქლად.
ქვეყანა | სათათბირო ხმის უფლება | ძალაში შესვლის თარიღი |
---|---|---|
ავსტრალია | დიახ | 1961 წლის 23 ივნისი |
ავსტრია | 1987 წლის 25 აგვისტო | |
არგენტინა | დიახ | 1961 წლის 23 ივნისი |
ბელარუსი | 2006 წლის 19 ივლისი | |
ბელგია | დიახ | 1961 წლის 23 ივნისი |
ბულგარეთი | დიახ | 1978 წლის 11 სექტემბერი |
ბრაზილია | დიახ | 1975 წლის 16 მაისი |
დიდი ბრიტანეთი | დიახ | 1961 წლის 23 ივნისი |
ვენესუელა | 1999 წლის 24 მარტი | |
უნგრეთი | 1984 წლის 27 იანვარი | |
გვატემალა | 1991 წლის 31 ივლისი | |
გერმანია | დიახ | 1979 წლის 5 თებერვალი |
საბერძნეთი | 1987 წლის 8 იანვარი | |
დანია | 1965 წლის 20 მაისი | |
ინდოეთი | დიახ | 1983 წლის 19 აგვისტო |
ესპანეთი | დიახ | 1982 წლის 31 მარტი |
იტალია | დიახ | 1981 წლის 18 მარტი |
კანადა | დიახ | 1988 წლის 4 მაისი |
ჩინეთი | დიახ | 1983 წლის 8 ივნისი |
კოლუმბია | 1989 წლის 31 იანვარი | |
კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა | 1987 წლის 21 იანვარი | |
კუბა | 1984 წლის 16 აგვისტო | |
მალაიზია | 2011 წლის 31 ოქტომბერი | |
მონაკო | 2008 წლის 30 მაისი | |
მონღოლეთი | 2015 წლის 23 მარტი | |
ნიდერლანდი | დიახ | 1967 წლის 30 მარტი |
ახალი ზელანდია | დიახ | 1961 წლის 23 ივნისი |
ნორვეგია | დიახ | 1961 წლის 23 ივნისი |
პაკისტანი | 2012 წლის 1 მარტი | |
პაპუა-ახალი გვინეა | 1975 წლის 16 სექტემბერი | |
პერუ | დიახ | 1981 წლის 10 აპრილი |
პოლონეთი | დიახ | 1961 წლის 23 ივნისი |
პორტუგალია | 2010 წლის 29 იანვარი | |
სამხრეთი კორეა | დიახ | 1986 წლის 28 იანვარი |
რუსეთი | დიახ | 1961 წლის 23 ივნისი |
რუმინეთი | 1971 წლის 15 სექტემბერი | |
სლოვაკეთი | 1993 წლის 1 იანვარი | |
აშშ | დიახ | 1961 წლის 23 ივნისი |
თურქეთი | 2006 წლის 24 იანვარი | |
უკრაინა | დიახ | 1992 წლის 28 ოქტომბერი |
ურუგვაი | დიახ | 1980 წლის 11 იანვარი |
ფინეთი | დიახ | 1984 წლის 15 მაისი |
საფრანგეთი | დიახ | 1961 წლის 23 ივნისი |
ჩეხეთი | დიახ | 1962 წლის 14 ივნისი |
ჩილე | დიახ | 1961 წლის 23 ივნისი |
შვეიცარია | 1984 წლის 24 აპრილი | |
შვედეთი | დიახ | 1987 წლის 21 იანვარი |
ეკვადორი | დიახ | 1987 წლის 15 სექტემბერი |
ესტონეთი | 2001 წლის 17 მაისი | |
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა | დიახ | 1961 წლის 23 ივნისი |
იაპონია | დიახ | 1961 წლის 23 ივნისი |
აქტუალურია 2015 წლის აპრილისათვის[3]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ კონვენციის ტექსტი ანტკომ კონვენცია (სრული ტექსტი)[მკვდარი ბმული]
- ↑ Gateway House, Who Will Control the Antarctic? — Fair observer, 2013 წლის 17 იანვარი. (ინგლისური)
- ↑ Parties. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-04-22. ციტირების თარიღი: 2015-05-19.