ჩატემის კუნძულები
მშობ. სახელი: ინგლ. Chatham Islands | |
---|---|
გეოგრაფია | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები | 44°02′ ს. გ. 176°26′ ა. გ. / 44.033° ს. გ. 176.433° ა. გ. |
კუნძულთა რაოდენობა | 10 |
მთავარი კუნძული | ჩატემის კუნძული |
ფართობი | 966 კმ² |
უმაღლესი წერტილი | 294 მ |
ახალი ზელანდია | |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 600 (2013) |
სიმჭიდროვე | 0,62 ად. /კმ² |
ჩატემის კუნძულები (ინგლ. Chatham Islands, მაორი. Wharekauri) — არქიპელაგი წყნარ ოკეანეში, ახალი ზელანდიიდან დაახლოებით 680 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით.
ადგილობრივ მორიორის ენაზე კუნძულს რეკოჰუ ეწოდება. ახალი ზელანდიის შემადგენლობაში ოფიციალურად 1842 წლიდან შედის. მოიცავს ქვეყნის უკიდურეს აღმოსავლეთ წერტილს — კუნძულ ფორტი-ფორსს.
კუნძულებზე შემოღებულია განსაკუთრებული სასაათო სარტყელი, რომელიც განსხვავდება ახალი ზელანდიის დროისაგან 45 წუთით.
1832 წლიდან არქიპელაგი გამოცხადებულია ახალი ზელანდიის ტერიტორიად. არქიპელაგი მდებარეობს სპეციალური ორგანოს — ინგლ. Area Outside Territorial Authority უშუალო მმართველობაში და აქვს სპეციალური ტერიტორიული ერთეულის სტატუსი.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოიცავს 40 კმ რადიუსზე გაშლილ დაახლოებით ათ კუნძულს, რომელთა შორის უდიდესებია ჩატემი და პიტი.
მხოლოდ ეს ორი კუნძულია დასახლებული. მთლიანი ფართობი 966 კმ².
არქიპელაგის შემადგენლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჩატემის კუნძული (900 კმ²)
- პიტის კუნძული (62 კმ²)
- მცირე მანგერე (0,15 კმ²)
- მოტუჰოპე (0,12 კმ²)
- მოტუჰარა (0,01 კმ²)
- მანგერე (1,13 კმ²)
- რანგატირა (2,18 კმ²)
- სისტერსი
- კასტლი
- პირამიდი
კლიმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არქიპელაგის კლიმატი ტენიანი და ქარიანია. ზამთარში საშუალო ტემპერატურა შეადგენს დაახლოებით 6 °C-ს, ზაფხულში — დაახლოებით 14 °C-ს. ნალექების რაოდენობაა — დაახლოებით 900 მმ წელიწადში. ვიზიტისათვის საუკეთესო დროა — სექტემბრიდან მარტის ჩათვლით.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ითვლება, რომ კუნძულები დასახლებული იქნა ჯერ კიდევ 1000 წელს ჩვენი დროით.
არქიპელაგის მოსახლეობა შეადგენს 609 ადამიანს[1] (2006 წელი), რომელთაგანაც 240 ევროპელთა შთამომავალია, 369 — მაორელი და მორიორი (არქიპელაგის ძირძველი მაცხოვრებლები).
2013 წლის აღწერის მონაცემებით არქიპელაგის მოსახლეობა შეადგენს 600 ადამიანს,[2] რომელთაგანაც 264 ევროპელთა შთამომავალია, 336 — მაორელი და მორიორი.
არქიპელაგის ადმინისტრაციული ცენტრია — დასახლება უაიტანგი, სადაც ცხოვრობს დაახლოებით 200 ადამიანი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Chatham Islands Council
- Hokotehi Moriori Trust დაარქივებული 2005-02-12 საიტზე Wayback Machine.
- 1998 Information დაარქივებული 2018-02-23 საიტზე Wayback Machine.
- Photographs from the Christchurch Public Library
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Ethnic groups, birthplace and languages spoken დაარქივებული 2014-04-17 საიტზე Wayback Machine. , QuickStats About Chatham Islands Territory, 2006 Census. Wellington: Statistics New Zealand. Retrieved 19 January 2010.
- ↑ მოსახლეობის აღწერა (2013) დაარქივებული 2014-11-14 საიტზე Wayback Machine. 2013 Census QuickStats about a place: Chatham Islands Territory