ცენტრალური რეგიონი (პორტუგალია)
რეგიონი | |
---|---|
ცენტრი Centro | |
ცენტრის რეგიონი პორტუგალიაში | |
ქვეყანა | პორტუგალია |
კოორდინატები | 40°12′28″ ჩ. გ. 8°25′34″ დ. გ. / 40.20778° ჩ. გ. 8.42611° დ. გ. |
ფართობი | 28,462 კმ² |
მოსახლეობა | 2,376,609 კაცი (2005) |
სასაათო სარტყელი | UTC+0, ზაფხულში UTC+1 |
ცენტრის რეგიონი (პორტ. Região Centro, [ʁɨʒiˈɐ̃w̃ ˈsẽtɾu]) — რეგიონი ცენტრალურ პორტუგალიაში. დედაქალაქით კოიმბრა. სხვა მნიშვნელოვანი ქალაქება: ავეირო, ვისეუ, ლეირია, კოვილა, კასტელუ-ბრანკუ, ფიგუეირა-და-ფუზი, გუარდა, პინელი, მეალჰადა, პომბალი, ტომარი, აბრანტესი, ტორეს-ვერდასი, ტორეს-ნოვასი, პენიჩი, აგუედა და კალდას-და-რაინა. ეს ასევე არის ევროპის ერთრთი რეგიონი, რომელიც გამოიყენება ევროკავშირის სტატიკისთვის. 2005 წლის მონაცემებით მოსახლეობა შეადგენდა 2,376,609 მაცხოვრებელს, ხოლო ფართობი 28,462 კვ.კმ-ს. შესაბამისად სიმჭიდროვე არის 83 ადამიანი/კვ.კმ-ზე.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლუზიტანიის მაცხოვრებლები და ინდოევროპული რასის ადამიანები რომლებიც ცხოვრობდნენ იბერიის ნახევარკუნძულის დასავლეთ ნაწილში დაიპყრეს რომაელებმა და დააარსეს კოლონია რომელსაც უწოდეს ლუზიტანია. რომაული დასახლება კონიმბრიგა, კოიმბრას მახლობლად, არის იმ პერიოდიდან ყველაზე კარგად შემონახული და ცნობილი ქალაქი. რომის იმპერიის დაცემის შემდეგ ვესტგუთებმა დაიპყრეს ეს ტერიტორია და მართავდნენ V საუკუნიდან VIII საუკუნებდე. VIII საუკუნეში მთელი იბერიის ნახევარკუნძული დაიპყრეს მუსლიმებმა. რეკონკისტას დასაწყისიდანვე ტერიტორია ქრისტიან ჯვაროსნებსა და მუსლიმებს შორის ბრძოლის ველად იქცა. მუსლიმების დამარცხების შემდეგ ქრისტიანმა მეფეებმა შექმნეს ქვეყანა, კოიმბრის ქვეყანა. რაც დღევანდელი პორტუგალიური ნაციის წარმოშობის დასაწყისი გახდა.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მტკნარი წყლის მარაგით პორტუგაიის უმდიდრესი რეგიონი, ასევე ტყეებით, სახნავი მიწებითა და დიდი სანაპირო ზოლით. ცენტრალურ რეგიონს პორტუგალიის მასშტაბით აქვს ყველაზე დინამიკური ეკონომიკა და მჭიდროდ დასახლებული მუნიციპალიტეტები. კარგი საკომუნიკაციო საშუალებები ლისაბონთან და პორტოსთან, ხოლო ჩრდილოეთით ოკეანესთან. რაც აძლევს საშუალებას მნიშვნელოვან ინდუსტრიულ განვითარებას. მნიშვნელოვან ინდუსტრიებს წარმოადგენს: მანქანათმშენებლობა, კვების მრეწველობა, ელექტრო ხელსაწყოები, ქიმიური მრეწველობა და ქაღალდის წარმოება. ამ რეგიონის ღვინოები საუკეთესო რეპუტაციით სარგებლობენ პორტუგალიაში.
განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქვერეგიონები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რეგიონი დაყოფიია 12 ქვერეგიონად:
- ბაიშუ-მონდეგო
- ბაიშუ-ვოუგა
- ბაირა-ინტერიორ-ნორტე
- ბეირა-ინტერიორ-სულა
- კოვა-და-ბეირა
- დაუ-ლაფონში
- მედიუ-ტეჟუ
- ოეშტე
- პინიალ-ინტერიორ-ნორტე
- პინიალ-ინტერიორ-სულა
- პინიალ-ლიტორალ
- სერა-და-ეშტრელა
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი
- Centro de Portugal (ოფიციალური ტურისტული საიტი)
- Região Centro დაარქივებული 2011-05-18 საიტზე Wayback Machine. (ცენტრალური რეგიონის შესახებ)
|