ჯონ უმიწაწყლო
ჯონ უმიწაწყლო | |
---|---|
John Lackland | |
ინგლისის მეფე | |
კორონაცია: | 27 მაისი, 1199 |
მმართ. დასაწყისი: | 27 მაისი, 1199 |
მმართ. დასასრული: | 19 ოქტომბერი, 1216 |
წინამორბედი: | რიჩარდ I |
მემკვიდრე: | ჰენრი III |
ირლანდიის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | მაისი, 1177 |
მმართ. დასასრული: | 19 ოქტომბერი, 1216 |
წინამორბედი: | თანამდებობა შეიქმნა |
მემკვიდრე: | ჰენრი III |
აკვიტანიის ჰერცოგი | |
მმართ. დასაწყისი: | 1 აპრილი, 1204 |
მმართ. დასასრული: | 19 ოქტომბერი, 1216 |
წინამორბედი: | ელეონორ აკვიტანიელი |
მემკვიდრე: | ჰენრი III |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 24 დეკემბერი, 1166 |
გარდ. თარიღი: | 19 ოქტომბერი, 1216 (49 წლის) |
მეუღლე: |
იზაბელ გლოსტერელი (იქ. 1189 — განქ. 1199) |
შვილები: | ჰენრი III, რიჩარდი, ჯოანი, იზაბელა, ელეანორი, რიჩარდ ფიცროი, ჯოანი |
მამა: | ჰენრი II |
დედა: | ელეონორ აკვიტანიელი |
ჯონ უმიწაწყლო (ინგლ. John Lackland; ფრანგ. Jean sans Terre; დ. 24 დეკემბერი, 1166 ბომონის ციხესიმაგრე, ოქსფორდი — გ. 19 ოქტომბერი, 1216, ნიუარკის ციხე-სიმაგრე, ნოტინგემშირი) — ინგლისის პლანტაგენეტთა დინასტიის მეფე 1199–1216 წლებში. იგი ჰენრი II-ის უმცროსი ვაჟი იყო და ძმის რიჩარდ ლომგულის გარდაცვალების შემდეგ ავიდა ტახტზე. მის დაბადებამდე მამამისმა უფროს ვაჟებს საფრანგეთში არსებული ინგლისის სამფლობელოები დომენებად გაუნაწილა, ჯონს კი მიწა არ მისცა, ამის გამო მას „უმიწაწყლო“ უწოდეს.
1202–1204 წლებში საფრანგეთთან წარუმატებელ ომებში დაკარგა საფრანგეთში ინგლისის სამფლობელოების მნიშვნელოვანი ნაწილი. როდესაც პაპმა ინოკენტი III-მ კენტერბერის არქიეპისკოპოსად სტივენ ლენგტონი დანიშნა, ჯონ უმიწაწყლომ არ ცნო იგი, რამაც აშკარა კონფლიქტი გამოიწვია პაპსა და ინგლისის მეფეს შორის (1207 წელი). 1208 წელს პაპმა ინტერდიქტი დაადო ინგლისს, ხოლო 1209 წელს ჯონ უმიწაწყლო გადაყენებულად გამოაცხადა და მისი უფლებები საფრანგეთის მეფე ფილიპ II ოგიუსტს გადასცა. 1213 წელს ჯონ უმიწაწყლო დაემორჩილა პაპს. ჯონ უმიწაწყლო ავიწროებდა ფეოდალებს, სასამართლოს გარეშე სიკვდილით სჯიდა ბარონებს, არღვევდა ფეოდალურ წეს-ჩვეულებებს, ზრდიდა სახელმწიფო გადასახადებს. ამან და საგარეო პოლიტიკურმა მარცხმა გამოიწვია ბარონთა აჯანყება (1215 წელი) ჯონ უმიწაწყლო იძულებული გახდა ხელი მოეწერა „თავისუფლების დიდი ქარტიისათვის“. შემდეგ კი უარი თქვა მის შესრულებაზე, რის გამოც 1216 წელს ბარონებმა დაიწყეს მის წინააღმდეგ ომი, რომლის დროსაც ჯონ უმიწაწყლო გარდაიცვალა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 572.