შინაარსზე გადასვლა

ჰასან ალი მანსური

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰასან ალი მანსური
ჰასან ალი მანსური
სპარს. حسنعلی منصور
ირანის 68-ე პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
7 მარტი 1964 – 27 იანვარი 1965

დაბადებული13 აპრილი 1923
თეირანი, ირანი
გარდაცვლილი27 იანვარი 1965 (41 წლის)
თეირანი, ირანი
პოლიტიკური პარტიაირანე ნოვინი
მამაალი მანსური
მეუღლეფარიდე იმამი
შვილებივაჟი — აჰმადი (1960-2011) — ჯაზის გიტარისტი
ქალიშვილი — ფატიმა (დ. 1964) — ჟურნალისტი
განათლებათეირანის უნივერსიტეტი
რელიგიაისლამი, შიიზმი
ჯილდოებიიტალიის რესპუბლიკის ღირსების ორდენი
ხელმოწერა

ჰასან ალი მანსური (სპარს. حسن علی منصور დ. 13 აპრილი, 1923, თეირანი — გ. 27 იანვარი, 1965, თეირანი) — ირანის პრემიერ-მინისტრი ( 7 მარტი, 1964 — გ. 27 იანვარი, 1965).

ადრეული წლები და კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰასან ალი მანსური დაიბადა თეირანში 1923 წელს მომავალი პრემიერ მინისტრის ალი მანსურის ოჯახში. დაამთავრა ფირუზ ბაჰრამის საშუალო სკოლა. მეორე მსოფლიო ომის დროს დაამთავრა თეირანის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1954 წლიდან მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, შემდეგ ორჯერ დაინიშნა პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად, პირველად ხელისუფლების ცვლილების გამო ხანმოკლე ვადით, მეორედ კი — 2 წლით. 1957 წელს პრემიერ-მინისტრმა მანუჩეჰრ იქბალი დანიშნა ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარედ და ვიცე-პრემიერად. ის ასევე იყო შრომის მინისტრი და ვაჭრობის მინისტრი. პრემიერ-მინისტრმა ამირ ასადოლა ალიამმა ის ირანის სადაზღვევო კომპანია Bimeh-ის თავმჯდომარედ დანიშნა.[1]

პრემიერ-მინისტრ მანსურის კაბინეტი გოლესტანის სასახლეში, თეირანი, ირანი. 1968 წ

1950-იანი წლების შუა ხანებში იგი შეუერთდა ირანის პროგრესულ ცენტრს (PCI), რომელიც შედგებოდა განათლებული ახალგაზრდების ჯგუფისგან, რომლებსაც ეკავათ სახელმწიფო თანამდებობები და იყვნენ მონარქიის და ანტიკომუნისტების მომხრეები. იგი შეიყვანეს უმაღლეს ეკონომიკურ საბჭოში ირანის პროგრესული ცენტრის იდეებითა და გეგმებით ირანში გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობის გადასარჩენად.

1963 წლის სექტემბრის მეჯლისის არჩევნებში ირანის პროგრესულ ცენტრის მხარდამჭერებმა 200 ადგილიდან 140 მოიპოვეს და უმრავლესობის ლიდერად  ჰასან ალი მანსური აირჩიეს. დეკემბერში ირანის პროგრესულ ცენტრის ბაზაზე დაარსდა პარტია ირანე ნოვინი, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა.

1964 წლის მარტში, აშშ-ს პრეზიდენტის ლინდონ ჯონსონის პირდაპირი ზეწოლის ქვეშ, როგორც პროდასავლური პოლიტიკოსი, რომელიც ორიენტირებული იყო შეერთებული შტატებსა და ევროპაზე, დაინიშნა პრემიერ მინისტრად. პირველად ირანე ნოვინის ბევრი წევრი შევიდა მთავრობაში, მათ შორის ისეთი ცნობილი პოლიტიკოსები, როგორებიც იყვნენ ამირ აბას ჰოვეიდა და ჯამშიდ ამოუზეგარი. მანსურის მმართველობას, რომელმაც სათავე დაუდო   „თეთრი რევოლუციის“ პოლიტიკას, თან ახლდა შიიტი რადიკალების მოძრაობის ჩახშობა, რომლებთანაც იგი თავდაპირველად ცდილობდა მოლაპარაკებას. როდესაც შაჰსა და პრემიერ-მინისტრთან აუდიენციაზე შიიტების სულიერმა ლიდერმა აიათოლა ხომეინმა უარი განაცხადა შეეწყვიტა  რეჟიმის და ირანში ამერიკელი მოქალაქეების სპეციალური სტატუსის შესახებ მიღებული კანონის (ე.წ. „კაპიტულაციის კანონის”) კრიტიკა, მანსურმა მას სახეში ხელი გაარტყა. ამის შემდეგ ხომეინი შინაპატიმრობაში გადაიყვანეს, შემოდგომაზე კი თურქეთში გადაასახლეს..[2]

ბიუჯეტის დეფიციტის დასაძლევად მისი დავალებით ბენზინი 5-დან 10 რიალამდე გაიზარდა, თუმცა ტაქსის მძღოლების გაფიცვის გამო გადაწყვეტილება გაუქმდა.

სავაქის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, რომელსაც მაშინდელი გენერალი ჰასან ფაქრავანი ხელმძღვანელობდა, დროულად ვერ აღკვეთა პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული აქტი.

1965 წლის 21 იანვარს ისლამის ფედაინების (ისლამისთვის თავგანწირულები) ჯგუფის წევრმა მოჰამად ბოჰარაიმ ჰასან ალი მანსური  მძიმედ დაჭრა ბაჰერსტანის მოედანზე, როდესაც ის მეჯლისში მიდიოდა. პრემიერ-მინისტრი რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა. მკვლელობის მცდელობის 4 მონაწილე დააპატიმრეს და დახვრიტეს თავდასხმის 10 ორგანიზატორთან ერთად.[3]

ჰასან ალი მანსური დაკრძალეს შაჰ-აბდოლ-აზიმის სასაფლაოზე რეზა შაჰის მავზოლეუმთან ახლოს, მის საფლავზე  მარადიული ცეცხლი დაანთეს. ისლამური რევოლუციის შემდეგ საფლავი აიათოლა ხალხალმა გაანადგურა ყოფილი შაჰის ელიტის საფლავების განადგურების კამპანიის ფარგლებში ალი მანსურის ნეშტი ამოთხარეს და მიმოფანტეს.

ჰასან ალი მანსური მცირე ხნით იყო დანიშნული  ნუში თეიმურტაშზე, მაგრამ შემდგომში დაქორწინდა ფარიდე ემამიზე. წყვილს ჰყავდა ვაჟი, ჯაზის გიტარისტი აჰმად მანსური (19602011) და ქალიშვილი, ჟურნალისტი ფატი მანსური (1964). ფარიდეს და ლეილა ემამი მოგვიანებით დაქორწინდა პრემიერ მინისტრ ამირ აბას ჰოვეიდაზე. ჯავად მანსური, ჰასანის ძმა, ასევე მუშაობდა პრემიერ მინისტრ ჰოვეიდას კონსულტანტად. მისი და თურანი მცირე ხნით დაინიშნა ფერეიდუნ ჰოვეიდაზე, მაგრამ შემდგომში ცოლად გაჰყვა მანუჩეჰრ თეიმურტაშს.

  • Alí Rizā Awsatí (عليرضا اوسطى), Iran in the past three centuries (Irān dar Se Qarn-e Goz̲ashteh — ايران در سه قرن گذشته), Volumes 1 and 2 (Paktāb Publishing — انتشارات پاکتاب, Tehran, Iran, 2003). ISBN 964-93406-6-1 (Vol. 1), ISBN 964-93406-5-3 (Vol. 2).
  • Biography of Recent Political and Military People of Iran, Bagher Agheli, Volume 3, p.1548,(სპარს.), Tehran 2001
  1. Moezzi, Fatemeh. "Hassan Ali Mansur". IICHS. Retrieved 20 February 2013.
  2. "Chronology December 16, 1963 - March 15, 1964". Middle East Journal. 18 (2): 218. 1964. JSTOR 4323704.
  3. Chicago Tribune, 22 January 1965, p1A-11