9 აგვისტო
იერსახე
<< | აგვისტო | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | |||
5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | |
2024 |
9 აგვისტო — გრიგორიანული კალენდრის 221-ე დღე (ნაკიან წლებში – 222-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 144 დღე.
დღის მოვლენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ძვ. წ. 48 : ფარსალოსის ბრძოლაში კეისარი ამარცხებს პომპეუსს, რის გამოც ეს უკანასკნელი ეგვიპტეში გარბის.
- 378 : ადრიანოპოლის ბრძოლაში რომაელებმა ვესტგუთებთან სასტიკი დამარცხება განიცადეს. მისი ჯარის 2/3-თან ერთად დაიღუპა აღმოსავლეთ რომის იმპერატორი ვალენტი.
- 681 : ბულგარეთის სახანო დაარსდა დუნაის სამხრეთ სანაპიროზე, ბიზანტიის იმპერატორი კონსტანტინე IV-ის არმიის დამარცხების შემდეგ.
- 1173 : დაიწყო პიზის კოშკის მშენებლობა, რამაც ორ საუკუნეს გასტანა.
- 1483 : სიქსტეს კაპელა გაიხსნა.
- 1578 : ჩილდირის ბრძოლა.
- 1841 : აჯანყებული გურულები ამარცხებენ რუსეთის ჯარს გოგორეთის ბრძოლაში.
- 1892 : თომას ედისონი აპატენტებს ორმხრივ ტელეგრაფს.
- 1902 : დიდი ბრიტანეთის სამეფო ტახტზე ავიდა ედუარდ VII.
- 1942 : ბომბეიში ბრიტანეთის ძალებმა დააპატიმრეს ინდოეთის სულიერი ლიდერი მაჰათმა განდი, რამაც დასაბამი დაუდო Quit India Movement.
- 1945 : აშშ-ს საბრძოლო თვითვმფრინავმა იაპონიის ქალაქ ნაგასაკში ჩამოაგდო ატომური ბომბი, კოდური სახელწოდებით „Fat Man“ (სქელი კაცი). მის აფეთქებას დაახლოებით 80.000 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
- 1965 : სინგაპური ახლად დაარსებულ მალაიზიის ფედერაციას გამოეყო.
- 1974 : რიჩარდ ნიქსონი ამერიკის პირველი გადამდგარი პრეზიდენტი გახდა; მის პოსტს ვიცე-პრეზიდენტი ჯერალდ ფორდი იკავებს.
- 1999 : რუსეთის პრეზიდენტი ბორის ელცინი მეოთხედ ითხოვს მთელს მინისტრთა კაბინეტს. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ნაკლებად ცნობილი ვლადიმირ პუტინი ინიშნება.
- 2007 : ევროპის ცენტრალურმა ბანკმა €150 მილიარდზე მეტი შეიტანა ევროპის საფინანსო სისტემაში აშშ-ის იპოთეკურ ბაზრებზე შექმნილი კრიზისის გამო მსოფლიოს საფონდო ბირჟებზე აქციების მასიური ვარდნის ფონზე.
- 2010 : პოლ კაგამე მეორე ვადით აირჩიეს რუანდის პრეზიდენტად.
- 2011 : ინგლისში მიმდინარე ძალადობისა და არეულობების ტალღამ ლონდონისა და ბირმინგემის გარდა ლივერპულიც მოიცვა.
- 2022 : უილიამ რუტო კენიის პრეზიდენტად აირჩიეს.
ამ დღეს დაბადებულნი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1653 : ოლდემი, ჯონ — ინგლისელი პოეტი
- 1722 : ავგუსტუს ვილიამი — პრუსიის პრინცი
- 1776 : ავოგადრო, ამედეო — იტალიელი მეცნიერი (გ.1856)
- 1827 : კიზი, დანიელ — ამერიკელი მწერალი
- 1871 : ლეონიდ ანდრეევი — რუსი მწერალი
- 1896 : ვიგოტსკი, ლევ — რუსი ფსიქოლოგი
- 1896 : ჰუკელი, ერიხ — გერმანელი ფიზიკოსი
- 1899 : ტრევერსი, პამელა — ავსტრალიელი მწერალი
- 1909 : გიგინეიშვილი, ივანე — ქართველი ენათმეცნიერი.
- 1914 : იანსონი, ტოვე — შვედი მწერალი (გ.2001)
- 1933 : კუროიანაგი, ტეცუკო — იაპონელი საბავშვო მწერალი და ტელეწამყვანი
- 1936 : სერგო კოტრიკაძე — ქართველი ფეხბურთელი
- 1938 : კუჩმა, ლეონიდ — უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი
- 1945 : ზურაბ საკანდელიძე — ქართველი კალათბურთელი (გ.2004)
- 1957 : მელანი გრიფითი — ამერიკელი მსახიობი
- 1963 : ჰიუსტონი, უიტნი — ამერიკელი მომღერალი (გ.2012)
- 1963 : ოდრი ტოტუ — ფრანგი მსახიობი
- 1968 : ერიკ ბანა — ავსტრალიელი მსახიობი და კომიკოსი
ამ დღეს გარდაცვლილნი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 378 : ვალენსი — რომის იმპერატორი
- 803 : იმპერატორი ირინე — ბიზანტიის დედოფალი 797–802 წლებში
- 1107 : ჰორიკავა — იაპონიის იმპერატორი
- 1250 : ერიკ IV — დანიის მეფე
- 1720 : ოკლეი, სიმონ — ინგლისელი ორიენტალისტი
- 1854 : ფრიდრიხ ავგუსტ II — საქსონიის მეფე 1836-1854 წლებში
- 1913 : ვაჟა-ფშაველა — ქართველი პოეტი (დ. 1861)
- 1919 : რუჯერო ლეონკავალო — იტალიელი კომპოზიტორი
- 1928 : ფრიდრიხ II — ბადენის უკანასკნელი დიდი ჰერცოგი
- 1932 : ფილდზი, ჯონ ჩარლზ — კანადელი მათემატიკოსი (დ. 1863)
- 1943 : ჰაიმ სუტინი — ფრანგი მხატვარი (დ. 1893)
- 1962 : ჰესე, ჰერმან — გერმანელი მწერალი (დ.1877)
- 1966 : ლეონიძე, გიორგი — ქართველი პოეტი (დ.1900)
- 1975 : შოსტაკოვიჩი, დმიტრი — რუსი კომპოზიტორი (დ.1906)
- 2015 : ზაირა არსენიშვილი — ქართველი სცენარისტი, მწერალი (დ. 1933)
დღესასწაულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
- პანტელეიმონ მკურნალი
- ანთისა იღუმენია
- მოციქულთასწორნი: კლიმენტი ეპისკოპოსი, ნაუმი, საბა, გორაზდი და ანგელარი
- გერმანე ალასკელი
- აგრეთვე:
- სინგაპური : ეროვნული დღე
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სხვა თვეები: